x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
25 წელი ერთად: აი, ასე გამოიყურებოდა პირს ბროსნანის ფუფმულა მეუღლე ახალგაზრდობაში

image


90 - იანი წლების ერთ - ერთი გამორჩეულად მომხიბვლელი მსახიობი და პროდიუსერი პირს ბროსნანი თავისი ეკრანული გმირებისგან რადიკალურად განსხვავდება. როგორც წესი, მის მსგავსს, მომხიბვლელ და პოპულარულ მამაკაცებს რეალურ ცხოვრებაში არ აქვთ პირადი ცხოვრება იდეალურად აწყობილი, თუმცა, ყველასთვის საყვარელი ირლანდიელი მსახიობი, ნამდვილად გამონაკლისთა შორის არის, რომლის ნამდვილი სასიყვარულო ურთიერთობა მისივე ეკრანული გმირების სასიყვარულო ამბებზე არანაკლებ საინტერესო და ამაღელვებელია. ქალების გულთამპყრობელი "ჯეიმს ბონდის" გული აგერ უკვე 25 წელია მხოლოდ ერთადერთ ქალს ეკუთვნის. კილი შეი სმიტი - ჰოლივუდის ერთ - ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცის ცოლი და ცხოვრების მთავარი მუზაა. ახლახან წყვილმა თანაცხოვრების, უსაზღვრო სიყვარულისა და ურთიერთგაგების 25 წლის იუბილე აღნიშნა. გთავაზობთ წყვილის ფოტოარქივს, რომლებიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ისინი დღესაც ერთმანეთზე ისეთივე შეყვარებულები არიან, როგორც გაცნობის პირველ დღეს იყვნენ.


imageimage


მათ ერთმანეთი 1994 წელს მექსიკაში გაიცნეს, იმ პერიოდში ბროსნანი ახალი დაქვრივებული იყო (მისი პირველი მეუღლე კასანდრა ჰარისი, საკვერცხის კიბოთი გარდაიცვალა)


image



წყვილი 2001 დაქორწინდა



image



პირს ბროსნანსა და კილი შეი სმიტს ორი ვაჟი - 23 წლის დილან ტომასი და 19 წლის პერის ბეკეტი ჰყავთ.



image


"ძალიან გამიმართლა, რომ კილის შევხვდი, "- განაცხადა მსახიობმა თავის ერთ - ერთ ინტერვიუში, - მე უკვე აღარც კი მჯეროდა, რომ ჩემს მეორე ნახევრს ოდესმე შევხვდებოდი".




image


"ღმერთმა ნუ ქნას და ჩვენი დაშორების შემთხვევაში, ის ჩემს გარეშეც ყოფნას მშვენივრად შეძლებს, სწორედ ამიტომ მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, ეს რომ არ მოხდეს."



imageimageimageimageimageimage

წლებთან ერთად კილიმ წონაში საგრძნობლად მოიმატა, რითიც საზოგადოების უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია.



image



თუმცა, როგორც ჩანს, ბროსნანს გარშემომყოფების აზრი ყველაზე ნაკლებად აღელვებს.



imageimageimageimageimageimageimageimageimage




0
1699
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1699