x
image
კატაპულტი
სირია – პუტინისა და ერდოღანის საერთო თამაში
რამდენიმე დღის წინ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის შეთანხმება შედგა, რომელიც სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, თუმცა მსოფლიოს გამოცდილი ექსპერტები ფიქრობენ, რომ არც ვლადიმერ პუტინი და არც რეჯეპ ტაიპ ერდოღანი შეთანხმებას არ დაიცავენ.image
ამგვარი მოსაზრების საფუძველს ორი მხარის მიზნები წარმოადგენს. რუსეთი ცდილობს თავისი გავლენები გააფართოვოს ახლო აღმოსავლეთში, თავის მხრივ, კი თურქეთი არ დაუშვებს, რომ სირია რუსეთს უბრძოლველად დაუთმოს. ამ ყველაფრით კი მხოლოდ სირიელი ხალხი ზარალდება, ბოლო თვეების განმავლობაში სირიიდან მილიონობით ადამიანი იქცა ლტოლვილად. მათ მიღებაზე ევროპა უარს აცხადებს. ნაწილი საბერძნეთის საზღვართან იბრძვის ქვეყანაში შეშვების უფლების მოსაპოვებლად.
image

მოსკოვში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გაჟღერდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე, თუმცა არ იქნა ნახსენები, რომ მათი სახლები მიწასთანაა გასწორებული, ან უკეთეს შემთხვევაში, უბრალოდ უვარგისია საცხოვრებლად.imageimageimage


ის, რომ არცერთ მხარეს სირიელი ხალხის ბედი არ აღელვებს, უკვე რამდენიმე წელია ჩანს ორივე მხარის ქცევებში, კერძოდ, ყოველი ესკალაციის შემდეგ, ისინი მოლაპარაკებებს აწყობენ, თუმცა ამის შემდეგ კვლავ ერთმანეთს უპირისპირდებიან და შემდეგ კვლავ მშვიდობაზე საუბრობენ. ფაქტია, რომ ძალაუფლების გავრცელების სურვილს არცერთი მხარე არ თმობს.

რამდენიმე დღის წინ შემდგარი შეხვედრის შემდეგ, მხარეებს უნდა გაეთავისუფლებინათ სტრატეგიული მაგისტრალები, თუმცა რუსეთი და ასადის მხარდამჭრები მათი დაკავებისათვის იბრძვიან, რასაც ბუნებრივია, თურქეთი ეწინააღმდეგება. მეორეს მხრივ, ჩვენი სამხრეთელი მეზობელი თავისი ქმედებების გასამართლებლად იყენებს გაეროს მოწოდებას, რომ სირიაში ტერორისტული ჯგუფები უნდა განადგურდეს და თავის ქმედებებს სწორედ ამ მოტივს უკავშირებს.


“ეს არის დროებითი შეთანხმება, სტატუს ქვო, რომელსაც ადრე თუ გვიან ერთ-ერთი მხარე დაარღვევს" - აცხადებს რუსი ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.

ასევე საინტერესოა:

პუტინსა და ერდოღანს შორის შეთანხმება მიღწეულია

-

მიწა, რომელიც არავის ეკუთვნის, სირიელმა ლტოლვილებმა დაიკავეს

0
245
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0