x
მეტი
  • 20.05.2022
  • სტატია:119351
  • ვიდეო:354110
  • სურათი:491846
ჩინელმა ექსპერტმა დაასახელა კორონავირუსის გავრცელების ვადა მთელს მსოფლიოში
image

ჩჟუნ ნანშანი-ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კომიტეტის სპეციალური საექსპერტო კომისიის ხელმძღვანელი:


”პროგნოზის თანახმად, მთელ მსოფლიოში ეპიდემია გავრცელდება მინიმუმ ივნისამდე.”

მისივე თქმით, მომავალში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქცენტი შესაძლოა ჩინეთიდან ექსპორტის ნაცვლად იმპორტზე გადავიდეს.


ჩინეთში ყოვედღიურად კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იკლებს, ბოლო მოანაცემებით, დააავდების მხოლოდ 40 ახალი შემთხვევა აღირიცხა.


ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის ეპიცენტრად ითვლება, 14 დროებითი საავადმყოფოდან, სადაც ინფიცირებულებს მკურნალობდნენ, 11 დაიხურა, რადგან ამ რაოდენობის საავადმყოფოები აღარ არის საჭირო.


დღეისთვის კორონავირუსი COVID-19 მსოფლიოს 101 ქვეყანაშია დაფიქსირებული, განსაკუთრებით რთული მდგომაროებაა იტალიაში, სადაც ერთბაშად მოიმატა დაავადებულთა რიცხვმა და ამჟამად შეადგენს 7000-ზე მეტ ინფიცირებულს.


საქართველოში დღეის მონაცემებით 15 პაციენტია ინფიცირებული კორონავირუსით, აქედან 1 საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო 14 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

0
1199
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0