x
მეტი
  • 17.10.2021
  • სტატია:115032
  • ვიდეო:354135
  • სურათი:488891
ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის - „არასდროს გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიაზე“
image



ბოლო ხანს ამირან გამყრელიძის მისამართით ნიკა გვარამიას კრიტიკული სტატუსი ყველაზე პოპულარული იყო. გვარამია სოციალურ ქსელში წერდა, რომ ამირან გამყრელიძემ საკუთარი ოჯახი ვერ დაიცვა და ვერც ქვეყანას დაიცავდა. მის ამ მოსაზრებას აჟიოტაჟი მალევე მოჰყვა სოციალურ ქსელში. მომხმარებლები წერდნენ, რომ ამირან გამყრელიძემ ოჯახური ტრაგედია გადაიტანა, ამდენად მისი ქილიკი უადგილო იყო. დღეს კი გაირკვა, რომ ნიკა გვარამიას გამყრელიძის ოჯახური ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, რის გამოც გვარამიამ გამყრელიძეს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.


შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის უფროსი ვაჟი გიგი გამყრელიძე 1995 წელს, 20 წლის ასაკში, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.


ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს რამდენიმე საათის წინ აქვეყნებს და დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს თავისი, გუშინდელი "დაუფიქრებელი" სტატუსის გამო ბოდიშს უხდის.



"არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს. სიყვარული გვაერთიანებს"- დაწერა ნიკა გვარამიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ამირან გამყრელიძის ვაჟს, ნიკოლოზ გამყრელიძეს, კორონავირუსი დაუდგინდა, რომელიც მას იტალიიდან დაბრუნებული თანამშრომლისგან გადაედო, ნიკა გვარამიამ ამირან გამყრელიძე უუნარობაში დაადანაშაულა, რომელსაც მისივე თქმით, ვირუსისგან არა თუ ქვეყნის, არამედ შვილის დაცვაც კი არ შეუძლია.


.

"ევექსი რამდენიმე დღე უარყოფდა (პირდაპირ რომ ვთქვათ, ინფორმაციას მალავდა), რომ მისი თანამშრომელი დაავადებულია"- ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარის" გნერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და ნიკოლოზ და ამირან გამყრელიძეებს აკრიტიკებს.

"ესე იგი:1. ევექსი რამდენიმე დღე უარყოფდა (პირდაპირ რომ ვთქვათ, ინფორმაციას მალავდა), რომ მისი თანამშრომელი დაავადებულია, არა და აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულ პირთან კონტაქტი ქონიათ და დაავადებულები არიან

2. ევექსში მომუშავე ადამიანი იტალიიდან გადავიდა ავსტრიაში, რომ არ დაფიქსირებულიყო საქართველოს საზღვარზე მისი იტალიიდან გადმოსვლა და საზღვრის გადმოკვეთისას სიცხის დამწევი დალია, რომ არ დაფიქსირებულიყო სიცხე და კარანტინში არ მოხვედრილიყო

3. ევექსში ყველამ (დირექტორმაც) იცოდა, რომ ეს თანამშრომელი იტალიაში იყო და დაზაფრულები ელოდნენ მის მოსვლას. ისიც მოვიდა და არავინ უთხრა, რომ მინიმუმ არ მოსულიყო და, მეტიც, კარანტინში ყოფილიყო. ამის მერე, ხსენებულმა თანამშრომელმა მოიარა უამრავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და შვილმა მამამდე, უფრო მნიშვნელოვანი კი - კლინიკის დირექტორმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორამდე ვერ მიიტანა (ან მიიტანა და მამამ/დირექტორმა დააიგნორა), რომ მოსიარულე ნაღმია ქვეყანაში

4. ქვეყანაში შიდა ინფიცირების (მოსახლიდან მოსახლეზე გადატანის) პირველი შემთხვევა ევექსის დირექტორია

ოთხივე პუნქტში ნახსენები ევექსის დირექტორი ნიკა გამყრელიძეა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი.

და ქართული პუბლიკა ამტკიცებს, რომ ამ კაცის მამის ქცევა, რომელიც მთელ საქართველოს ასწავლის, რომ ზუსტად ასე არ უნდა მოიქცე არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მაღალი პასუხისმგებლობის ცივილიზებულ ქვეყანაში ჩაითვლებოდა ეთიკურ ქცევად და ოთხში არ ამოიღებდა სერიოზული მედია და მას კინწისკვრით არ გარეკვდნენ თანამდებობიდან? მართალია, არ გარეკავდნენ - ბოდიშს მოიხდიდა და თვითონ გადადგებოდა.

რა შუაშია მამის და შვილის პასუხისმგებლობის ურთიერთმიმართება? სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ვინმე? ოჯახის წევრის ასეთი ქცევის პირობებში შენი ნდობა რომ დრამატულად ეცემა და რომ ნდობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური პანიკის დროს, ეს ხომ ცხადია? და ზუსტად სრულწლოვანი რომაა შენი შვილი, იმიტომაა ეს შენიშვნა რელევანტური, აბა არასრულწლოვანი შვილი ეპიდსაფრთხის შეჩერებაზე ვერ იქნება პასუხისმგებელი.

.

ვინ პაციენტია, ვინ ვის გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვინ რაზე გაასხა, ბოდიში, ეს ლირიკა არაფერ შუაშია აქ. ან რომელი პარტია, რა ნაცობა და ქოცობა? როდის იყო ვინმეს აზრი მაღელვებდა ჩემს სტატუსებთან დაკავშირებით, თუნდაც საზოგადოების უმრავლესობის? მე ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ. კონფორმისტები და კომფორტზონის მაძიებლები ნუ გამომეხმაურებით, მკიდია თქვენი გინებაც, კრიტიკაც და შეგონებებიც. აი კორონავირუსის გავრცელება და უღონო ამირან გამყრელიძე ნამდვილად არ მკიდია და არც საყვარელ და პატივსაცემ ჭაღარა ბიძად მივიჩნევ, და არც მის კრიტიკას - ტაბუდადებულად. მე მას თანამდებობისთვის შეუფერებლად, ხოლო მის მუშაობას - არაეფექტიანად მივიჩნევ." - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

მანამდე გვარამიას სატელევიზიო მონოლოგმა გაანაწყენა ამირან გამყრელიძე, რის შესახებაც მან საგანგებო პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.


„ის რაც ბატონმა ნიკა გვარამიამ იკადრა ჩემს მიმართ, გუშინ ღამე, პირადა ჩემს მიმართ… მე მიჩვეული ვარ ტალახის სროლას. იმიტომ რომ დიდი გზა მაქვს გავლილი . ძალიან ტოლერანტული ვარ . იმიტომ რომ ვიცი, ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ამ დროს შეიძლება ტალახიც გესროლონ. ძალიან ცუდია როცა ამას დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას.

ბევრი ტალახი ისროლა გუშინ, პირადა მან. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ექიმებს ვინც იქ იჯდა ისინი არინ მაღლი პროფესიონალები. არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკური კონიუქტურის ნიშნით გამოიყენო” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0