x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არის იმედი, რომ კორონავირუსი დათბობასთან ერთად გაქრება?
image

კორონავირუსი SARS-CoV-2, როგორც ჩანს, ჩინეთის, სამხრეთ კორეს, იაპონის და იტალიის შემდეგ სწრაფად გავრცელდა გერმანიაში. თუმცა გაზაფხული დადგა, ყველას მისი იმედი აქვს. თუ ეს ვირუსი იქცევა ისევე, როგორც ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი, ოპტიმისტები ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, სიტუაცია თავისთავად უნდა განიმუხტოს. როგორც გრიპის ეპიდემია ჩვეულებრივ მთავრდება გაზაფხულზე, კორონავირუსის ეპიდემიაც შეიძლება ასევე დასრულდეს.



გერმანელ თომას პიტსმანს, (Thomas Pietschman) ჰანოვერის ინფექციების ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების ცენტრის ვირუსოლოგს, არა აქვს ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე, რადგან ჯერჯერობით შეუძლებელია გრიპის ვირუსების შედარება SARS-CoV-2 ვირუსთან, რომლის შესახებაც პრაქტიკულად არაფერია ცნობილი.


ამ ვირუსის თავისებურება ის არის, რომ ადამიანები მას პირველად შეხვდნენ, განმარტა მეცნიერმა. ჩინეთიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა მხოლოდ ერთხელ. ეს აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ასეთი ერთი, "ნულოვანი" პაციენტი გახდეს ინფექციის მთელი შემდგომი გავრცელების მიზეზი.




ეს არის ფუნდამენტური განსხვავება გრიპისგან, იმ ვირუსებთან, რომლებთანაც ადამიანს გარკვეულწილად ყოველთვის ჰქონდა კონტაქტი, ამ შემთხვევაში ადამიანის იმუნური სისტემა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ახალი კორონავირუსის შეტევას.


მდგომარეობა გამწვავებულია იმით, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ახლა უბრალოდ არსებობს იდეალური პირობები SARS-CoV-2 კორონავირუსის სწრაფი გამრავლებისთვის, დაბალ ტემპერატურას ისინი კარგად ეგუებიან. შედარებისთვის, "ისე ინახებიან, როგორც საკვები მაცივარში“, -ამბობს პიტჩმანი.



რაც უფრო სითბოა, მით უფრო რთულდება ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა. ”კორონავირუსი" დაფარულია ლიპიდური ფენით, უფრო სხვაგვარად რომ ვთქვათ ცხიმოვანი გარსით, რომელიც ვირუსთან ერთად სწრაფად იშლება ტემპერატურის მატებასთან ერთად" - ამბობს მეცნიერი. ამასთან, არსებობს ბევრად უფრო სითბომდგრადი ვირუსები, რომელსაც პიჩმანი მოიხსენიებს, მაგალითად, ნოროვირუსი, რომლებიც ძირითადად ცილებისა და გენომებისგან შედგება.


ჰაერის ტენიანობა ასევე მოქმედებს ვირუსის გავრცელებაზე. რაც უფრო მშრალი ჰავაა, უფრო დიდი შანსია, დასნეულდე . დაავადების გამომწვევი ნაწილაკი დაცემინებასთან ერთად გარეთ როდესაც მოხვდება, ის ჰაერში კიდია. ცივ ამინდში ვირუსის შემცველი მცირე წვეთები ჰაერში მეტხანს დაფარფატებენ, ვიდრე მაღალი ტენიანობის პირობებში“, -ამბობს პიტჩმანი.


2
1320
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1320
  
2020, 9 მარტი, 3:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 8 მარტი, 16:11
იმედია, რომ ტემპერატურის მატება მოკლავს ამ კორონას
0 1 2