x
image
Yoona
Mediator image
მხატვარი აბსურდულ შეფუთვებს ქმნის, რომ ბრენდების უაზრობა დაგვანახოს
პროდუქტების შეფუთვის საკითხი მრავალი მწარმოებელი კომპანიისთვის უკვე დიდი ხანია აქტუალური გახდა. საკმარისი არაა, რომ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი მოამზადოთ, მომხმარებელს ლამაზადაც უნდა წარუდგინოთ. ასე მისი გაყიდვა გაგიადვილდებათ. ამ ამოცანას მხატვარი და დიზაინერი ისრაელიდან, პედი მერგური ორიგინალურად მიუდგა.


image

ორიგინალური ჩანაფიქრი

ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება არასტანდარტული სტილით გაფორმდეს. მაგალითად, რძის ჩვეულებრივ ყუთზე შეგიძლიათ კომპანია Apple-ს ვაშლის სიმბოლო დახატოთ. სხვადასხვა ხილი, მაგალითად, ციტრუსი შეგიძლიათ ბრენდ Nike-ს მრავალფეროვანი სიმბოლოთი შეფუთოთ.



image

რატომ არ გავაკეთოთ „კვერცხი Versace-დან?“ ჩვეულებრივი კვერცხის ყუთი შეგიძლიათ შავ ფერში გადაღებოთ და ცნობილი ბრენდის სიმბოლო დაუმატოთ. შიგნით - 10 კვერცხია, თითოეული ცალკეულ „პერანგში“, რომლებიც ასევე ვერსაჩეს სტილშია გაფორმებული.


image

ჩვეულებრივი 1 კგ ფქვილის ყუთი შეგიძლიათ ზებრის ფორმებში შეღებოთ და მასზე ბრენდი Prada მიუთითოთ.


image

არასტანდარტული გაფორმება

საღებავების ქილა შეგიძლიათ არა მხოლოდ მის ფერში შეღებოთ, არამედ უფრო შემოქმედებითად გააფორმოთ. მაგალითად, შავი ცხენის ნიშანი - ბრენდ Ferrari-ს სიმბოლო. რა არის გასაოცარი? ავტომობილებს ხომ ღებავენ!


image

მოთუშული ხორცის ტიპიური ქილა შეგიძლიათ ბრენდ Gucci-ს სტილში გააფორმოთ.


image

ისრაელმა დიზაინერმა უმად შებოლილი ძეხვი ლუი ვიტონის ბრენდის სტილში გააფორმა.


image

გამომცხვარი კრეკერები ვიღაცას შეიძლება მშრალი მოეჩვენოს, მაგრამ თუ მას ბრენდ Dolce Gabbana-ს სტილში გააფორმებთ, მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება.


image

მოდის სახლი Hermes საფრანგეთში მე-19 საუკუნის შუა პერიოდში დააარსეს. მის სტილში დიზაინერმა მარილის და წიწაკის ყუთები გააფორმა. ასეთს თვითმფრინავებსა და მატარებლებში ხშირად ყიდიან.


image

ყავის მსხვილი მწარმოებელი ლათინური ამერიკაა. მაგალითად, კოლუმბია და გვატემალა. 100%-ით კოლუმბიური ყავა პედი მურგუი დიზაინერმა ბრენდ Cartier-ის სტილში გააფორმა.


image

ამის გარდა, მან ჩვეულებრივი თეთრი ბრინჯი ბრენდ HSBC-ის სტილში გააფორმა.


ასევე დაგაინტერესებთ:

ძველი iPhone-ს მოდელების მუშაობის განზრახ შეფერხების გამო Apple 25 მლნ ევროთი დააჯარიმეს

image

6 წლის ბიჭმა ლონდონის რესტორნისთვის ლოგო შექმნა

image

არტ დირექტორი ორ სურათს აერთიანებს და სასაცილო სურათებს ქმნის, რომელიც რეალურს ძალიან ჰგავს

image

კორეელი მხატვრის გასაოცარი ნამუშევრები ქაღალდით - წვრილმანებამდე გათვლილი

image

მხატვარმა პატარა ქალთევზას ახალი ისტორია დახატა. ეს კლასიკურ ვერსიაზე უფრო მეტად მომწონს

image

0
319
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
319