x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი მოწყდა - მთის კურორტების განვითარების კომპანია მოგმართავთ თხოვნით, ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ

image


ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული იტალიელი ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ, რის შედეგადაც მოწყდა ზვავი. ოთხი ადამიანი სტიქიას გადაურჩა, ხოლო დარჩენილი ექვსი ადამიანი ზვავმა მოიყილა.


მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამაშველო სამსახურმა. ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს ზვავიდან, ერთს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. სამწუხაროდ, დარჩენილი 3 ადამინის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა ისინი გარდაცვლილები იპოვნეს.


მთის კურორტების განვითარების კომპანია მოგმართავთ თხოვნით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს .

0
144
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0