x
image
ღიმილიანი
6 ხერხი იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ მიმზიდველი და ახალგაზრდული ყელი
image

ნაოჭები ყელის არეში წლების მატების ყველაზე მეტად შესამჩნევი ნიშანია. იგი კარგავს ელასტიურობას, რადგან ცხიმოვანი ჯირკვლები ამ ნაწილში ნაკლებადაა.

ამის მიუხედავად, შესაძლებელია ახალგაზრული და მიმზიდველი ყელის შენარჩუნება, თუ ამ ყველა ხერხს გაითვალისინებთ.


1. არ გამოიყენოთ ძალიან დიდი რაოდენობით სუნამო


image



სუნამო შეიცავს ალკოჰოლს და სხვადსხვა არომატიზატორებს, რომლებიც აშრობს კანს და ყელს აკარგვინებს ელასტიურობას.


2. არ ატაროთ მძიმე და დიდი ზომის ყელსაბამები


image

ყელის კანი სათუთია, ამიტომ შესაბამისად უნდა მოეპყრათ. მძიმე ყელსაბამებმა შესაძლოა იმოქმედოს მის ელასტიურობაზე.

3. ყურადღება მიაქციეთ თქვენი ყელის პოზიციას


image


პირველ რიგში, არასწორი პოზიცია შეიძლება გახდეს თავისა და კისრის ტკივილის მიზეზი. კისრის მოხვრა ყველაზე ხშირი მიზეზია ნაოჭების გაჩენისა. განსაკუთრებით უნდა მიაქციოთ ყურადღება ამას, როცა მობილურს იყენებთ, რადგან ხშირად იგი დაბლა გვიკავია და თავჩაღუნულები ჩავყურებთ მონიტორს.


4. დაიტენიანეთ კანი ხშირად


image


ხშირად სახის კანის მოვლისას ავიწყდებათ ყელი, მასზე ისევე უნდა იზრონოთ, როგორც სახის კანზე, ამიტომ როცა სახეს დაიტენიანებთ, იგივე პროეცედურა შეგიძლიათ ყელისთვისაც გაიმეოროთ, ფრთხილად და ნაზად შეიზილეთ კრემი და გაიკეთეთ წრიული მოძრაობის მასაჟი.

5. მიირთვით უფრო მეტი ხილი, რომელიც შეიცავს ვიტანიმ

C-ს


image

C ვიტამინი კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც ჩვენს კანს ელასტიურს ხდის, ამიტომ ყოველდღიურად უნდა მიირთვათ ციტრუსები.

6. არ დაგავიწყდეთ გააკეთოთ კისრის ვარჯიშები



image

გთავაზობთ რამდენიმეს:

1. აწიეთ ყელი მაღლა და შემდეგ ისევ დაწიეთ, გაიმეორეთ ეს პროცედურა 5 წუთის განმავლობაში


2. ტუჩები წამოწიეთ წინ და გამოსახეთ წრე, ისე რომ თქვენი ყელი დაიძაბოს, გაჩერთიდ ამ პოზიციაში 5 წამის განმავლობაში და შემდეგ ისევ ახლიდან გაიმეორეთ.


3. ერთი ხელი შუბლზე მიიდეთ, ეცადეთ თავი წინ წამოწიოთ და ამავდროულად ხელით საპირისპიროდ დაატანეთ ძალა, ისე რომ ყელის კუნთები ამუშავდეს, გაჩერდით ასეთ პოზიციაში 10 წამის განმავლობაში და შემდეგ მოდუნდით.





0
237
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0