x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში უანალოგო ხიდი, რომელიც საქართველოში მდინარე ფარავანზეა გადებული

image მსოფლიოში ხიდების მშენებლობის კულტურა საუკუნეების წინ იქნა ათვისებული და ხიდის კონსტრუქციით ვერავის გააკვირვებ.
საქართველოს რეგიონებში გაბნეული "თამარის ხიდად" წოდებული ქვის თაღოვანი ხიდების ნახვის მერე რამ უნდა გააკვირვოს ადამიანი, მაგრამ საქართველოში ტურისტად მყოფი რუსი მოქალაქის ყურადღება მიიპყრო მართლაც ძალიან უჩვეულო ხიდმა, რომელიც მდინარე ფარავანზეა გადებული სამცხე-ჯავახეთში. ხიდის უნიკალურობა შემდეგშია: ხიდი არც ქვისაა და არც რკინაბეტონის კონსტრუქციისაა, ხიდი რკინიგზის ჩვეულებრივი ვაგონია და ის კარგა ხანია რაც ინტერნეტ მემად იქცა-"გამოიცანი ქვეყანა სურათის მიხედვით". რუსი ტურისტის თქმით აღნიშნულ ხიდ-ვაგონზე კაფეც ყოფილა, რისი დამამტკიცებელი ვერანაირი მასალა ვერ ვიპოვე, არც იმას წერს სად ან ვინ უთხრა ხიდ-ვაგონში კაფეს არსებობაზე როდესმე.
სურათებიდან აშკარად ჩანს ეს ხიდ-ვაგონი მდინარის მეორე ნაპირზე გადამსვლელებისათვის საფრთხეს წარმოადგენს და იმედია მიხედავენ ვისაც ევალება.
დიდი მცდელობის მიუხედავად ვერც ის მასალა ვიპოვე, თუ ვინაა ამ ხიდ-ვაგონის მდინარე ფარავანზე გადების ავტორი.
image
imageimageimageimageimage






0
1368
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1368