x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სტივენ ჰოკინგი: “კაცობრიობა არის ხარბი, სულელი და წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს დედამიწისთვის"
ჰოკინგი


მსოფლიოში ცნობილმა ფიზიკოსმა და კოსმოლოგმა სტივენ ჰოკინგმა (1942-2018) გარდაცვალებამდე დატოვა ციტატების, ბრძნული სიტყვების და ინსპირაციული გამონათქვამების მთელი ნამდვილი საგანძური.


2016 წელს, ლარი კინგთან ინტერვიუს დროს, ჰოკინგმა თქვა, რომ კაცობრიობა ყოველთვის საკუთარი თავის უდიდესი პრობლემა იყო და ძალიან ახლოს არის ის დრო, როდესაც კლიმატის ცვლილება შეუქცევადი გახდება და სამწუხაროდ რაიმეს შეცვლა შეუძლებელი იქნება.


”ჩვენ ნამდვილად არ გავხდით ნაკლებად ხარბები ან ნაკლებად სულელები”, – თქვა ჰოკინგმა. “ექვსი წლის წინ მე ვდარდობდი დედამიწის დაბინძურების და გადატვირთულობის გამო. მაგრამ მას შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ [ექვსი წლის შემდეგ] მოსახლეობა გაიზარდა ნახევარი მილიარდით. ასე თუ გაგრძელდა, პლანეტაზე იარსებებს თერთმეტი მილიარდი ადამიანი 2100 წლისთვის”.



“ბი ბი სისთან” ინტერვიუში ჰოკინგმა თქვა: ”ჩვენ ახლოს ვართ იმ წერტილთან, საიდანაც გლობალური დათბობა შეუქცევადი გახდება. ტრამპის მოქმედებამ შეიძლება დედამიწა იმ ზღვრამდე მიიყვანოს, როცა ჩვენი პლანეტა ვენერასავით გადაიქცევა, ორასორმოცდაათგრადუსიანი ტემპერატურით და გოგირდმჟავას წვიმით...”


”კლიმატის ცვლილება არის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ და რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიცილოთ, თუ ახლა ვიმოქმედებთ”, – თქვა ჰოკინგმა.


კოსმოსის კოლონიზება, როგორც ერთადერთი რეალური გამოსავალი


მიუხედავად იმისა, რომ ჰოკინგის აზრით, დედამიწის გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობდა, დიდი მეცნიერი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანთა მოდგმა ვერასოდეს გახდებოდა იმდენად ჭკვიანი, რომ განეხორციელებინა მყარი, ერთიანი და კარგად გათვლილი მოქმედებები. მისი სიტყვებით, ”[…] ევოლუციამ განაპირობა ადამიანთა მოდგმის სიხარბე და აგრესია. არ არსებობს კონფლიქტების შემცირების პერსპექტივა და მილიტარიზებული ტექნოლოგიისა და მასობრივი განადგურების იარაღის განვითარებამ შესაძლოა ეს პროცესი კიდევ უფრო დამღუპველი გახადოს”.


დიდი მეცნიერი ერთადერთ გამოსავალს კოსმოსის კოლონიზებაში ხედავდა, სადაც ადამიანთა მოდგმა დასახლებას შეძლებდა მას შემდეგ, რაც დედამიწას საკუთარივე სისულელით გადაბუგავდა და გაანადგურებდა.


“ადამიანთა მოდგმის საუკეთესო იმედი შესაძლოა იყოს მრავალი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კოლონია კოსმოსში”, – განაცხადა ჰოკინგმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.


ჰოკინგი


პლანეტისთვის უდიდეს საფრთხეებს შორის ჰოკინგი გამოყოფდა ასევე ხელოვნურ ინტელექტს და გარემოს დაბინძურებასაც. მას ასევე არ სწამდა, რომ უცხოპლანეტელები (თუ ისინი სადმე არსებობენ კოსმოსის სივრცეებში), კეთილი მიზნებით დაუკავშირდებოდნენ ადამიანთა მოდგმას.


ჰოკინგს უდიდესი ინტელექტი ჰქონდა. მისი IQ 162-ს შეადგენდა. ის აღიარებული იყო 21-ე საუკუნის დასაწყისის მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერად და მოაზროვნედ. ამიტომ, სანამ ფატალურ შეცდომებს დავუშვებდეთ, იქნებ, ღირდეს, დავფიქრდეთ ამ შესანიშნავი ადამიანის სიტყვებზე? თორემ წამზომი უკვე ჩართულია და პლანეტაზე სიცოცხლის გადასარჩენად სულ უფრო მცირე დრო რჩება.


2
511
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
511
  
2020, 23 თებერვალი, 2:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 21 თებერვალი, 5:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2