x
image
Yoona
Mediator image
საჭირო დროს საჭირო ადგილას: როგორ გახდნენ ცნობილები შარლიზ ტერონი, ჯონი დეპი და სხვა ვარსკვლავები
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ზოგიერთი ვარსკვლავი ცნობილი ერთ საათში გახდა, მაგრამ ასე არაა. ცნობილმა ადამიანებმა წარმატების გზაზე უარის, ეჭვების და ბრაზის სახით უამრავი დაბრკოლება გადალახეს. მოგზაურობა წარმატებით აჯილდოებს მათ, ვინც გზიდან არ უხვევს და მიზნისკენ მიიწევს.


image

შარლიზ ტერონი

შარლიზ ტერონი 18 წლის იყო, როცა სამხრეთ აფრიკიდან საცხოვრებლად ჰოლივუდში გადავიდა. ფულადი სახსრები უკვე უმთავრდებოდა და სასტუმროს ნომერში ცხოვრობდა. გოგონა ბანკში შენიშნეს, როცა ბანკის მოლარეს დაუყვირა იმის გამო, რომ მან ხელფასის განაღდებაზე უარი უთხრა.


„მოლარეს ვევედრებოდი და ვევედრებოდი და აი, ჯენტლმენი მომიახლოვდა და დახმარებას შეეცადა“ – აღიარებს მსახიობი. ეს ადამიანი ტალანტებთან მომუშავე აგენტი იყო. რამდენიმე თვეში თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში გადაიღეს.


image

ჯენიფერ ლოურენსი

ჯენიფერი ლოურენსი მხოლოდ 14 წლის იყო, როცა შოუ-ბიზნესის გემო გამოსცადა. მსახიობი ნიუ-იორკში დედასთან ერთად ისვენებდა. ერთხელ ისინი იუნიონ სკვერში იყვნენ. სწორედ მაშინ სამოდელო სააგენტოში მომუშავე ადამიანმა შენიშნა.

„დედაჩემმა თავისი ნომერი მისცა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს პოტენციურ საფრთხეს შეიცავდა. შემდეგ მან დარეკა და თქვა, რომ სამოდელო სააგენტოს ჩემთან შეხვედრა სურდა“ - იხსენებს ის. დედის ერთადერთი პირობა იმაში მდგომარეობდა, რომ დათანხმდებოდა, თუ მასაც თამაშის უფლებას მისცემდნენ.


ჯონი დეპი

სანამ ჯონი დეპი ცნობილი მსახიობი გახდებოდა, მას როკ-ვარსკვლავობა სურდა. ეს ოცნებები შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ მის მეგობარს, ნიკოლას კეიჯს უკეთესი იდეა ჰქონდა.

კეიჯმა დეპს ფილმზე „საშინელება თელების ქუჩაზე“ გასაუბრება მოუწყო და კრეივენ უესის ქალიშვილმა ამ როლისთვის ჯონი დეპი საუკეთესოდ ჩათვალა. დეპის დებიუტი 1984 წელს გლენის როლით შედგა. მას ასევე საშინელებათა ფილმების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიკვდილის სცენა ჰქონდა.


პამელა ანდერსონი

პამელა 80-იანი წლების ბოლოს ფიტნეს ინსტრუქტორი იყო და ბრიტანულ კოლუმბიაში მუშაობდა. ერთხელ მაისური Labatt-ის ფორმით ბრიტანული ლომების საფეხბურთო მატჩზე წავიდა. მათ ანდერსონის ჯამბოტრონზე დადება გადაწყვიტეს და ბრბო ამან გააგიჟა.

ფანების დიდი აპლოდისმენტების წყალობით კომპანია Labatt-მა ანდერსონი პრეს-მდივნის თანამდებობაზე Blue Zone Girl აიყვანა. ამის შემდეგ ანდერსონმა კინოში თავისი პირველი როლი მიიღო.


ნატალი პორტმანი

ნატალი მხოლოდ 11 წლის იყო, როცა Revlon-ის წარმომადგენელმა შენიშნა. პორტმენმა მას უთხრა, რომ სამოდელო კარიერა არ აინტერესებდა, მაგრამ მას მსახიობობა სურდა.

პორტმანმა რამდენიმე წელი თავის უნარების განვითარებას დაუთმო და თეატრალურ დადგმებზე მუშაობდა. 1993 წელს ლიუკ ბესონის ფილმში „ლეონი“ როლისთვის გასაუბრება გაიარა. თავიდან უარი უთხრეს, რადგან ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ ბოლოს მაინც გადაღებებზე მიიწვიეს.


image

რიანა

რიანა პატარა კუნძულ ბარბადოსზე გაიზარდა, სადაც 2003 წელს ორი თანაკლასელთან ერთად ჯგუფი შექმნა. რაღაც გზით პროდიუსერ ევან როჯერსთან გასაუბრებაზე მოხვდა. მოგვიანებით ის იხსენებს: „იმ წუთას, როცა რიანა ოთახში შემოვიდა, მომეჩვენა, რომ ოთახში მის გარდა სხვა გოგოები არ არსებობდა“.

მან მომავალი ვარსკვლავი ამერიკაში მიიწვია, რომ რამდენიმე დემოს გადაეღო.


ეშტონ კატჩერი

1996 წელს ეშტონ კატჩერი აიოვას შტატის უნივერსიტეტში ინჟინრის ხარისხის აღებას ცდილობდა. ერთხელ საღამოს ის ბარში იყო და ტალანტების აგენტმა შენიშნა.

მან კატჩერი სამოდელო კონკურსში მონაწილეობაზე დაითანხმა, სადაც საბოლოოდ პირველი ადგილი დაიკავა. მან გადაწყვიტა, რომ უფრო მეტის მიღწევას შეძლებდა, კოლეჯი მიატოვა და ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა. ის მუშაობდა Calvin Klein-თან, სანამ ჰოლივუდში გაემგზავრებოდა და სამსახიობო ოსტატობით ოფიციალურად დაკავდებოდა.


მელ გიბსონი

მელ გიბსონის ისტორია უფრო ფოლკლორულია, ვიდრე ფაქტიური, მაგრამ ბევრი ამას სინამდვილედ მიიჩნევს. გიბსონს მეგობარი გასაუბრებაზე უნდა წაეყვანა და ამ დროს ბარში წაიჩხუბა.

როცა გადასაღებ მოედანზე მივიდნენ, მელის სახე საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ რეჟისორ ჯორჯ მილერის ყურადღება მიიპყრო. მან იფიქრა, რომ გიბსონი ბოროტმოქმედის როლისთვის ფილმში „შეშლილი მაქსი“ შესანიშნავად გამოდგებოდა.


ჰარისონ ფორდი

როგორც ბევრი სხვა დამწყები მსახიობი, ჰარისონიც ჰოლივუდში იმ იმედით გადავიდა, რომ ცნობილი გახდებოდა. თუმცა იმედი მალე გაუცრუვდა და დურგლობა ისწავლა, რომ ფული ეშოვნა და ოჯახი ერჩინა.

ფორდმა ჯორჯ ლუკასის ფილმში „ამერიკული გრაფიტი“ მცირე როლი მიიღო, მაგრამ წარმატება ადვილი არაა. მას დურგლობა კვლავ უწევდა, რომ თვიდან თვემდე თავი ერჩინა. ერთხელ ლუკასმა დაინახა, თუ ფორდი როგორ მუშაობდა კინოსტუდიაში, სადაც „ვარსკვლავური ომების“ ახალი ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა. ლუკასმა „ამერიკული გრაფიტი“ გაიხსენა და ფორდი ჰან სოლო გახდა.


ჯასტინ ბიბერი

2007 წელს მომავალი პოპ-სენსაცია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც Youtube-ს დახმარებით წარმატების მიღწევა შეძლო. პლატფორმა მაშინ ჯერ კიდევ ვითარდებოდა, მაგრამ მუსიკალურმა პროდიუსერმა სკუტერ ბრაუნმა ბიბერის ვიდეოს შემთხვევით ხელი დააჭირა, როცა სხვა მომღერალს ეძებდა.

ამის შემდეგ ბრაუნმა ბიბერი და მისი ოჯახი სტრატფორდში იპოვა და მათ ატლანტაში გადასვლა შესთავაზა, რომ ხმის ჩამწერი კომპანიის ხელმძღვანელს შეხვედროდნენ. 1 კვირის შემდეგ ბიბერი აშერისთვის მღეროდა. ახლა ის ვარსკვლავია.


image

Jay-Z

ახლა ჰიპ-ჰოპში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, მაგრამ წარსულში ამ ჟანრს იყენებდა ძალადობის და სიღარიბის თავიდან ასაცილებლად პროექტ მარსის ფარგლებში. 89-იან წლებში ძველ მხატვართან, Jaz-O-თან თანამშრომლობა დაიწყო. მათ შექმნეს სიმღერა The Orginators.

მათ ეს სიმღერა Yo!MTV რეპ-ზე შეასრულეს. სწორედ მაშინ Jay-Z ფართო აღიარების მოპოვება დაიწყო.


ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონს უკვე 4 წარუმატებელი სატელევიზიო შოუ ჰქონდა და სატელევიზიო შემსრულებელს უორენ ლიტლფილდს მიმართა, რომ კარიერის შესახებ რჩევა ეკითხა.

მან უთხრა, რომ არ დანებებულიყო. რამდენიმე თვის შემდეგ NBC-ის უფროსი „მეგობრებში“ რეიჩელის როლის, მისი ყველაზე ცნობადი როლის, მოპოვებაში დაეხმარა. აი, რა ხდება, როცა ოცნებებზე უარს არ ამბობთ.


image

უილ სმითი

16 წლის ასაკში უილ სმითმა ჯეფი თაუნსონი გაიცნო და ამ ორმა DJ Jazzy Jeff და The Fresh Prince გამოუშვა. ისინი წარმატებულნი იყვნენ, მაგრამ არა მწვერვალზე. მას შემდეგ, რაც ერთი ალბომი ჩავარდა, კარიესის გაუმჯობესების იმედით შოუზე Arsenio Hall წავიდა.

სწორედ აქ, ბენი მედინა გაიცნო, ვისაც სატელევიზიო შოუს იდეა ჰქონდა, რომელმაც სმითს შთაგონება მისცა. პროდიუსერთან ნაცნობობის შემდეგ გასაუბრება გაიარა და ვარსკვლავი გახდა.


ასევე დაგაინტერესებთ:

ნახეთ, ვინ იყო ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი მსახიობი, როცა თქვენ დაიბადეთ

image

14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს

image

15 ბრიტანელი მსახიობი, რომლებმაც ზუსტად იციან, გული როგორ აგვიჩქარონ

image

სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები

image

ცნობილი ქალების საყვარელი სუნამოები

image

0
1222
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1222