x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჭაობის ჟამი - კოლხური მითოლოგია
ჭაობის ჟამი - კოლხური მითოლოგია


მეგრულ-ლაზურ რწმენა-წარმოდგენებში არაფერია ისე შეუცნობელი, როგორც იდუმალი ჭაობი, მის მიერ გამოცემული თავზარდამცემი ხმებით, მისტიური ბინადრებით თუ ხაშმით, რომელიც სონასთან, სომნაბულიზმთან არის დაკავშირებული. ამ წარმოდგენებში ჭაობი არის უძირო, მოტროტმანე შრე, "არასამყარო", რომელსაც ყველაზე ძლიერი ტაბუ ადევს. თვით ტაბუირებულ ჯოჯოხეთზეც კი, რადგან მეგრელი ჯოჯოხეთთან უფრო გაშინაურებულია, უფრო ფამილარული, ვიდრე მასთან.

მეგრული ჭაობი სავსეა ცოდვილი სულებით და შეტყუებული, მიტაცებული უმანკო სულებით, მისი სიღრმიდან განუწყვეტლივ ისმის ღმუილი, ბუყბუყი, ყვირილი, რომელსაც სინამდვილეში მასში მოძრავი გაზის ბუშტულები გამოსცემს და ორგანული ხმებია. მაგრამ ურჩხულებისა და განწირული სულების ხმებთან ასოცირდება.


ჭაობის ჟამი



მეგრულ ჭაობს თავისი მეუფე ჰყავს, თავისი მფარველი და მასში მობინადრე სულები, რომელთაც კაშინას, გუშას და ჟამს ვეძახით. ჟამი ჭაობის მეუფეთა იერარქიაში მეორეა, გუშას შემდეგ. გუშასგან ჟამი იმით განსხვავდება, რომ მასზე უფრო დამნდობია, შემწყნარებელი და სპეციალურ შელოცვებსაც უფრო უფრთხის. ჭაობის ჟამი უმეტესად უფრო ბავშვებს ერჩის და ამითაც განსხვავდება მიწის ჟამისგან, სილამესგან და ოსეფასგან. უფრო ძლიერ გათანგავს ხოლმე ნოტიო, დაჭაობებულ ადგილებში მოხვედრილ ბავშვს, რადგან შიშთან ერთად ხაშმითაც უწამლავს გონებას, რომ თან წაიყვანოს როგორც პაჟი, თავშესაქცევი, გასართობი ჭაობის მოსაწყენ ერთფეროვნებაში.


ავტორი: ნინო ქობალია





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
96
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
96