x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
გუშა - კოლხური მითოლოგია
გუშა - კოლხური მითოლოგია


კაშინას მიერ საფლობში შეტყუებულ მსხვერპლსგუშა ეპატრონება. გუშა კოლხური, მეგრულ-ლაზური მითოლოგიის კიდევ ერთი საინტერესო სახეა, კოლხური ჭაობის ბინადარი და პირველმპყრობელი ღვთაება. გუშა არასოდეს არავის უნახავს თვალით ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. მისი ამორფული სხეული ხაშმის ბოლქვებში ილანდება და ხან დამპალ ხეს მიაგავს, ხანაც ნეშომპალის უფორმო გუნდას. გააჩნია, რისი დანახვა და გარჩევა შეუძლია ჩვეულებრივი მოკვდავის თვალს. საინტერესოა, რომ გუშა შუმერების თიხის ფირფიტებზე ამავე სახელით იხსენიება და განმარტებულია, როგორც ქვესკნელის "ღმუილა ღმერთი". "ახავაი გუშა" - ამოიოხრებს მეგრელი კაცი (სხვათაშორის აფხაზიც), და ამით ავლენს გულში ჩაჭაობებულ საწუხარს. ამ დროს, ძალზე საშიშია ეს ამოოხვრა, ვინაიდან ეს სიტყვები შესაძლოა თავის გამოძახებად მიიღოს ჭაობის ღმერთმა, უძვლესმა მობინადრე სულმა და ჩაითრიოს, ჩაძიროს, ან გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდოს სულთქმას გადაყოლილი ადამიანი.


წყარო: ნინო ქობალია


გუშა



კრებულები:



1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
202
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
202