პროფილაქტიკა მელატონინი - ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი, როგორ გავზარდოთ მისი დონე 2020, 11 თებერვალი, 10:17 მელატონინი ჰორმონის ძილია, რომელსაც ხანგრძლივი ცხოვრების ჰორმონსაც უწოდებენ. მელატონინი არა მხოლოდ ორგანიზმში იწარმოება, არამედ მისი მიღება მედიკამენტის და დანამატის სახით შეგიძლიათ.
მელატონინის 70% ღამით იწარმოება. პროცესი ზუსტად 20:00 საათზე იწყება და 24:00 საათიდან 4:00-მდე ინტენსიურდება.
რა უნდა გააკეთოთ მელატონინის წარმოების გასაზრდელად? 1. ყველაფერი გააკეთეთ, რომ 24:00 საათამდე დაიძინოთ; 2. თუ ამ დროის შემდეგ ფხიზლად ყოფნა გიწევთ, სინათლე მაქსიმალურად შეამცირეთ; 3. ძალების აღსადგენად საკმარისი დრო გამოყავით; 4. ძილის წინ ყველა სინათლე გამორთეთ, ფარდები გადაწიეთ და თვალის ნიღაბი გამოიყენეთ; 5. თუ ღამით გაგეღვიძებათ, სინათლე არ აანთოთ; რა როლს თამაშობს მელატონინი? მელატონინის მთავარი ფუნქცია ბიორითმის რეგულირებაა. გარდა ამისა, მელატონინი: 1.ენდოკრინული სისტემის ეფექტურ მოქმედებას უზრუნველყოფს. 2.დაბერების პროცესს აფერხებს. 3.იმუნური სისტემის ფუნქციას ზრდის. 4.ანტიოქსიდანტურ ეფექტს უზრუნველყოფს. 5.ორგანიზმს დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება. 6.საჭმლის მომნელებელი სისტემის კარგ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 7.სხვა ჰორმონების წარმოებაზე გავლენას ახდენს. 8.ტვინის უჯრედებისთვის სასარგებლოა. რომელი პროდუქტები შეიცავს მელატონინს? სუფთა სახით მელატონი შედის სიმინდში, ბანანსი, პომიდორში, ბრინჯში, სტაფილოსი, ბოლოკში, ლეღვში, შვრიაში, ქერსა და ქიშმიშში. მელატონინის წარმოებაზე დადებით გავლენას ახდენს გოგრა, ნუში, ყველი, ძროხის და ინდაურის ხორცი, კვერცხი, რძე, გარგარი და მზესუმზირას თესლი. მელატონინის წარმოებას აფერხებს ალკოჰოლი, კოფეინი, თამბაქო, ასევე გარკვეული მედიკამენტი, რომელიც ბეტა-ბლოკატორს შეიცავს, საძილე, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები და ანტიდეპრესანტები. ასაკის მატებასთან ერთად მელატონინის წარმოება მცირდება. სწორედ ამიტომ, 35 წლის შემდეგ ორგანიზმს მის წარმოებაში უნდა დაეხმაროთ. ასევე დაგაინტერესებთ: როგორც ჯადოქრობა: რატომ ჭამენ ფრანგი ქალები ყველაფერს და მაინც არ სუქდებიან გაატუტოვნეთ სხეული და დაავადებებს ამ 10 პროდუქტით ებრძოლეთ ეს საშუალება საღამოს 7 საათზე დალიეთ, რომ დილით 7-ზე მსხვილი ნაწლავიდან ყველა ცხიმი გამოდევნოთ მნიშვნელოვანია! რა არ უნდა გააკეთოთ არასდროს ჭამის შემდეგ: 10 ჩვევა, რომლებიც შიგნიდან განადგურებთ ფილტვების გამწმენდი ეს დეტოქს სასმელი მწეველებისთვის იდეალურია 1113 1-ს მოსწონს |