x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ხალდი - ურარტუს მთავარი ღმერთი
ხალდი - ურარტუს მთავარი ღმერთი


ხალდი, ჰალდი ურარტუს პანთეონის მთავარი ღმერთი იყო, ქალღმერთ ბაგბარტის ან არუბანის ქმარი. სამლოცველოები ჰქონდა ურარტუს მრავალ ქალაქში, უფრო ცნობილია მუსასირის ტაძარი, რომლის რელიეფზეც მდიდრული გამოსახულებებია. ქალაქი გაძარცვა სარგონ II-ის ურდომ (ძვ.წ. 721-705). გამოსახავდნენ ლომზე მდგარ ან ლომისთავიან, წვერულვაშიან, მრისხანე ზარდამცემი გარეგნობის მამაკაცად, ნახევრად ურჩხულის სახით. ხურიტების მონათესავე ურარტუს მოდგმა ძვ.წ. დაახ. 1500 წ. ცხოვრობდა ფართო მიწა-წყალზე, რომელიც გადაჭიმული იყო კავკასიიდან ასირიამდე. ასირიულ წყაროებში ძვ.წ. 1300-იან წლებში (ურარტრი, ნაირის ქვეყანა, დედაქალაქი ტუშპა). ეს ძლიერი ქვეყანა იყო. მერე ცალკეულ სამეფოებად დაიყო. ეომებოდნენ ასირიელები, მედიელები, სკვითები, მრავალ საკულტო წარწერაში ცოცხლობს მრავალღმერთიანი პანთეონი ურარტუელი ხალხისა.


ხალდი


განსაკუთრებით ტუშპას მახლობლად, კლდის სიღრმეში აღმოჩენილი "მითრას ჭიშკრის" წარწერებში. მთავარი ადგილი აქაც უჭირავს ურარტული მითოლოგიის ცნობილ სამებას: სახელმწიფოს უზენაეს ღმერთს - ხალდის, ქარიშხლისა და ამინდის ღმერთს - ტეშებას (თეშუბას, ხურიტთა ტეშუბს) და მზის ღვთაებას შივინის (ხურიტ. შიმეგი). მთვარის ღმერთია შელარდი. შემდეგ ხალდის პანთეონს განასახიერებენ ღმერთთა შვიდეული (მაგიური შვიდი) და სხვა ღვთაებანი, რომელთა მხოლოდ სახელებია ცნობილი. რაიმე თვალსაჩინო პოეტურ მითებს ამ ღმერთებზე ჩვენამდე არ მოუღწევია. ურარტუს მთავარი ღმერთის სახელი - ხალდი, მოდის დიდი და ძლიერი კოლხური ტომის - ხალდების, იგივე ქალდების, ხალიბების, ჰალიძონების სახელიდან. ისინი მოხსენიებულნი არიან არა მხოლოდ ბერძნულ, არამედ ურარტულ წყაროებშიც და მათი სამეფო იყო ხალიტუ. მოგივიანებით კი ხალიბებს, ხალდებს მოიხსენიებენ ჭანებად.



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


ხალდი



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
227
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
227