x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფინეთში მამებს დეკრეტულ შვებულებაში გაუშვებენ
image

ფინეთის მთავრობა აპირებს დააკანონოს ორივე მშობლის დეკრეტულ შვებულებაში წასვლის უფლება. ეს იდეა წამოაყენა ფინეთის პრემიერ მინისტრმა, 34 წლის სანა მარინმა, რომელმაც გენდერული თანასწორობა მისი პოლიტიკის ერთ – ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა.


ფინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ აპირებს დააკანონოს დედების თანასწორად, მამების დეკრეტულ შვებულებაში წასვლის უფლება.

მამების დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა იგივე იქნება, რაც დედებისთვის - დაახლოებით 7 თვე.



მთელს მსოფლიოში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელის, 34 წლის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის თქმით, ამ ღონისძიებამ უნდა უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა და გაზარდოს შობადობა ქვეყანაში.

image

გარდა ამისა, ეს მომავლის პერსპექტივაში იძლევა შესაძლებლობას ”უზრუნველყოს მშობლების თანასწორობა და ყველასთვის თავისუფალი არჩევანი”, - ამბობს ჯანმრთელობის მინისტრი აინო-კაისა პეკონენი. მისი თქმით, ორივე მშობლის თანასწორობა შეამცირებს განქორწინების რისკს, გარდა ამისა, გრძელვადიან პერიოდში, "უზრუნველყოს თანაბარი კარიერულ შესაძლებლობებს და ხელფასებს, რადგან დასაქმებული მამები მეუღლეებთან ერთად საოჯახო საქმეების პასუხისმგებლობას გაინაწილებენ."



ახალი კანონის თანახმად, მშობლებს შეეძლებათ ერთმანეთის გადასცენ დეკრეტული შვებულების დროის ნახევარი.

გარდა ამისა, ორსული ქალი მშობიარობის წინ დამატებით ერთ თვეს შვებულებას მიიღებენ.


ეს არის ფინეთის მთავრობის გეგმები, რომელიც შედგება ხუთი კოალიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, ყველა ამ პარტიას ხელმძღვანელობენ ქალები, რომელთაგან ოთხი ჯერ კიდევ 35 წლის არც არის.

image

თავიდანვე ახალმა მთავრობამ გენდერული თანასწორობა ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა.


2020 წლის იანვრის დასაწყისში მსოფლიო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ფინეთის მთავრობა სამუშაო კვირის 4 დღემდე, ხოლო სამუშაო დღის 6 საათამდე შემცირებას აპირებდა, თუმცა ქვეყნის მთავრობის კაბინეტმა უარყო ეს ფაქტი.


0
40
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0