x
image
ღიმილიანი
" ვაჟკაც ბიჭებს გოგოების საქალწულე აპკის მდგომარეობა უფრო აწუხებთ, ვიდრე ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა" - ნიკა ჩერქეზიშვილი
image

ეს ის შემთხვევაა, როცა პოეზია ნამდვილად ასახავს მწარე რეალობას. უცვლელად გთავაზობთ ნიკა ჩერქეზიშვილის პოსტს, რომელიც პოეტმა სულ ცოტახნის წინ გამოაქვეყნა:



***

მეზობლის გაჩხიკული ბავშვი კითხულობს,
რა ღირს წინა დღის პური...


ვუყურებ
და ვფიქრობ,
რომ იქ,
სადაც სუქდებიან ერთეულები,
ნეკნებზე გადაკრული ტყავით უწევთ ცხოვრება
ასი ათასებს.

...

ლომბარდის რიგში დგას
მარტოხელა დედა
ღვთისმშობლის გულსაკიდის დასაგირავებლად,
მის ახალშობილს კი არავინ ეთამაშება,
რომ ტირილი შეწყვიტოს.

...

მკერდი ჯვრითა
და კედლები ხატებით,
გულები უღმერთოდ.

...

ნაგვის ურნები,
როგორც სწრაფი კვების
მოდერნიზებული ობიექტები
სიცოცხლით სავსე ქალაქში.

...

სამასკაციან კონკურსში
იმარჯვებს ის,
ვინც უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს
ვაკანტურად გამოცხადებულ პოზიციაზე.

...

უპატრონო ბავშვები
უცხოელ ტურისტებს ეკონწიალებიან კიდურებზე.

მოხუცთა თავშესაფრებში ადგილები გადაივსო.

ის ხალხი კი,
ვისაც სახლ-კარიც აქვს
და საჭმელ-სასმელიც,
აქციებს აწყობს,
ნარკოტიკების თავისუფალი მოხმარებისთვის.

...

პოლიციას ტვინი არ ჰყოფნის
და კუნთებს აწვება.

...

ვაჟკაც ბიჭებს
გოგოების საქალწულე აპკის მდგომარეობა
უფრო აწუხებთ,
ვიდრე ქვეყნის დარღვეული
ტერიტორიული მთლიანობა.

...

მოფარებულში დედის მ....ს
და პირდაპირ ეთერში კეთილების ტ...ს იგინება
პრემიერ-მინისტრი.

განვითარებული სახელმწიფოების ლიდერები
შარვალ-კოსტუმებში დაიბადნენ.

...

მამლები გაუჩერებლად ყივიან,
მაგრამ არავინ არის ისეთი,
ვინც შეიძლება უარვყოთ.


image




16
1361
6-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1361
  
2020, 2 მარტი, 17:08
მაგარია, შარვალ კოსტუმი განსაკუთრებულად უხდება ამ ლექსს.
2020, 9 თებერვალი, 2:47
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2020, 7 თებერვალი, 19:24
ღმერთმა სიკეთე მოგცეთ, ვაფასებ ჭეშმარიტ პატრიოტებს და არა "ურაპატრიოტებს", რომლებიც პოპულარობის მოპოვებას ცდილობენ სოციალურ ქსელებში "ტანჯული გმირის" როლის თამაშით.
ვისაც თავისი ქვეყნის დასაცავად ფორმის ჩაცმა ესირცხვილება კაცი არაა.
არასოდეს არაფერი გამიკეთებია სახელისათვის, ღმერთი და ჩემი თანამებრძოლებია ამისი მოწმე.
2020, 7 თებერვალი, 19:17
ხოდა გირჩის საბუთი არ არის პრობლემა,პრობლემა აღზრდაშია. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს,მაგრამ მორალისტობას ვერ ვიტან. არ მინდა ჩემს მხარდამხარ იბრძოდეს ისეთი ადამიანი,რომელიც ძალად წამოიყვანეს. ადამიანს,რომელსაც საკუთარი ოჯახის,ახლობლების და ქვეყნის დასაცავად დაძალება დასჭირდება,იმას მამა ზეციერიც კი ვერ უშველის.
2020, 7 თებერვალი, 19:13
სწორედაც მაგას ვამბობ,რომ ვინც საქმეს აკეთებს,ის არ ლაპარაკობ,რადგან იცის თავისი საქმის მნიშვნელობა და საკუთარ მოვალეობად მიაჩნიათ ეს ყველაფერი. არ მახსოვს ვინმეს გაეპროტესტებინოს,როცა ომის ვეტერანებს კაპიკები მიუყარეს და დასცინეს. ბევრმა ამ კაპიკებზე უარი თქვა,ზოგიც ისეთ სიტუაციაში ჩავარდა რო ქვეყნიდან წავიდა ოჯახის სარჩენად. ეგეთ ხალხს გგონიათ,რომ ბიჭებს ეს სჭირდებათ. პირიქით არის,საქართველოს სჭირდება ასეთი ხალხის დაფასება,მერე სხვას სურვილი რო არ გაუქრეს ქვეყნის დაცვის. როცა სავალდებულოში წავედი,ყველა დამცინოდა,რადგან უმაღლესი განათლების მქონე ადამიანისთვის სირცხვილად მიაჩნდათ ეს. მაშინაც მჯეროდა და ეხლაც მჯერა,რომ ფორმა უნდა ჩამეცვა,მემსახურა ჩემის ქვეყნისთვის. 2008 წელს ვერ შევძელი ეს,რადგან 17 წლის ვიყავი და კომისარმა უკან გამომაბრუნა. ეხლა მსგავსი რამ არ განმეორდება,რადგან ნამსახურები მაქვს და რო რამე კარებს ვეღარ მომიჯახუნებენ. ძნელი ომი არ არის,რადგან შენს ძმებთან ერთად ხარ და იბრძვი,ძნელი ის უფრო არის,როცა იცი შენი მეგობრები და ძმაკაცები ომში არიან და არ შეგიძლია რამით დახმარება. მამაჩემიც კომუნისტი კაცი იყო,მაგრამ ასეთად გამზარდა. სულ მეუბნეოდა,სულ რო მოკვდე ფორმა მაინც უნდა ჩაიცვაო და შენს ქვეყანას უნდა ემსახუროო. არასოდეს დაელოდო ვინმეს დაფასებას და მადლობას,რადგან იქ შენი ოჯახის,შენი მეგობრების და ახლობლებისთვის მიდიხარო.
2020, 7 თებერვალი, 18:56
მადლობა რჩევისათვის! გავითვალისწინებ
2020, 7 თებერვალი, 17:59
ყოფილი (ამ ეტაპზე) ოფიცერი ვარ, პროფესიით გამნაღმველი, მე არ მახსენდება ვინმეს ეთქვას ეს ბიჭი ოკუპანტებს ებრძოდაო.
თურქული სერიალების გმირებია პრიორიტეტული და ტერორისტ აიათოლას რეჟიმის დაცვა.
ომი, რომ დაიწყოს ამ პატივცემულ ჩერქეზიშვილს "გირჩის" საბუთის აღებას კაცი ვერ მიასწრებს, ვიცნობ ასეთებს კარგად.
2008 წელსაც ბევრ ასეთ "ვაჟკაცს" "გულის პრანჭვები" დაეწყო და დღეს ჩვენ გვაქილიკებენ 5 დღეში წააგეთ ომიო.
ეს მალაპარაკებს, თორემ ვინც რა უნდა ის თქვას ჩემზე.
2020, 7 თებერვალი, 17:50
არც არაფერი, მორიგი პოპულისტია. რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო, რომ არაა ჩემზე უკეთ გეცოდინებათ.
ჯარში საერთოდ არა მგონია ეს ნამყოფი იყოს, მერე რა, რომ ადამიანს ქალწული გოგო უნდა ცოლად?
ყველას აქვს უფლება ოჯახი ისეთ გოგოსთან შექმნას ვინ ქალწულია და შინაგანადაც სუფთაა.
არა მგონია ეს ვინმეს დახმარებოდა ცხოვრებაში, არა და ჯვარი უკეთია ალბათ და დიდი ამბიციაც აქვს რელიგიურობაზე.
დახმარება გინდა?-არ უნდა ამას სტატუსი და საჯაროდ გამოსვლა, "ერთმა ხელმა არ იცოდეს იმ სიკეთეზე, რომელსაც მეორე ხელით აკეთებ"-სახარებაში წერია.
ამიტომ არ მიყვარს პოპულისტები!!!
2020, 7 თებერვალი, 15:40
არადა, ბევრ საკითხში გეთანხმები, რომ იცოდე, უბრალოდ ძალზე მწვავედ და აგრესიულად გამოხატავ, "ზამბარისებურ" ეფექტს იწვევ სხვა მკითხველში.
2020, 7 თებერვალი, 15:26
ჰენდერსონ, რა იყო შე კაცო, რავა "გაგვაშავე" ყველა - ლექსის მოწონება, ასე თუ გაგაბრაზებდა, არ წაგეკითხა საერთოდ. და რა იცი შენ, რომ დაგვეტაკე, ვის ვინ ან როგორ აპურებს, ან ჩვენს სამხედროებს როგორ პატივს ვცემთ, ან მაღალფარდოვნად მეტყველება(შენ თუ არ გწამს, არ ნიშნავს, რომ მასეც უნდა იყოს) არ სჯობია უზრდელურ ლაყაფს? რა გჭირს კაცო შენ, ამდენს წერ ქვეყნის სიყვარულზე და სიყვარულისა და თანგრძნობის ნაკლებობა კი იგრძნობა შენსავე პოსტებში, რომ იცოდე... მსოფლიო ომის თაობაზე თუ ვინმე არ გეთანხმება, ე.ი. პატრიოტი არაა, ხომ? რკინისებური ლოგიკაა, ვერაფერს დაუწუნებ :)
თუ არ ეთანხმები რომელიმე პოსტს, შეგიძლია თქვა, მაგრამ არა სხვისი დამაკნინებელი პოსტების "რახარუხით"...
...და შეურაცხყოფებზე გადასვლა "გიყვარს" მყისიერად და ფრთხილად იყავი...!!!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10