x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
კომპრესი, რომელიც გაციების დროს ყელს და ფილტვებს ერთ ღამეში გაგისუფთავებთ
რა შეიძლება იყოს იმაზე უსიამოვნო, ვიდრე სინუსიტი, ხველა და მათგან გამოწვეული დისკომფორტი? გარდა დისკომფორტისა, მათ ხომ სხვა მრავალი უსიამოვნო პრობლემა მოაქვთ, რომელთაგან ერთ-ერთი საშინელი და ჯოჯოხეთური, ღამის ხველაა. განსაკუთრებით საშიშია გაციება მათთვის, ვისაც იმუნიტეტი არ აქვს ვირუსებთან საბრძოლველად.



image


ხველისას კი პირველი რასაც მივმართავთ, ხველის სიროფები და საწუწნი აბებია, რომლებიც ძირითადად ბლოკავენ რეცეპტორებს, რომ ტვინს გადასცენ სიგნალი შეწყვიტოს ხველა. ეს სიროფები შეიცავენ ორ ძირითად ინგრედიენტს: კოდეინს და დექსტრომეტორფანს, რომლებიც ხელს უწყობენ შეწყდეს ხველა, თუმცა იწვევენ გვერდით მოვლენებს: ძილიანობა, თავის ტკივილი და ტაქიკარდია.



დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ რჩევას, მეტად ეფექტური, ბუნებრივი გზით, გაციების დროს, როგორ გავისუფთავოთ ფილტვები და ყელი ერთ ღამეში.




კომპრესის ძირითად ინგრედიენტს თაფლი წარმოადგენს და შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. პროცედურა სრულდება ღამით, ძილის წინ.



image



ამისათვის დაგჭირდებათ: თაფლი, ზეითუნის ზეთი, დოლბანდი, ხელსახოცი, ფქვილი და წებოვანი სამედიცინო ლენტი.



მომზადების ტექნოლოგია: თაფლი და ფქვილი მოზილეთ ერთად ისე, რომ მიღებული მასა ხელზე არ გეწებებოდეთ. დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და გააბრტყელეთ ცომივით. დადეთ ხელსახოცზე და დაიფიქსირეთ ყელსა, ფილტვებზე ან ბრონხებზე (საჭიროების მიხედვით) დოლბანდით, დაიმაგრეთ სამედიცინო წებოვანი ლენტით და ჩაიცვით საღამური.



შეგახსენებთ, რომ თაფლი გამოიყენება და უებარია ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების დროს. მას იყენებენ მშრალი კანიდან დაწყებული, სხეულის დეტოქსიკაციამდე, ყველა პრობლემის სამკურნალოდ. ის აქტიურად უწყობს ხელს ფილტვებიდან ლორწოს გამოდევნას.



გაფრთხილება: მანამ, სანამ კომპრესს გამოიყენებთ, დარწმუნდით, რომ თქვენი ან თქვენი შვილების კანი არ არის ალერგიული თაფლის მიმართ.





იხილეთ აგრეთვე:



თუ ცხვირი გაქვთ დახშული და ვერ სუნთქავთ, ეს აუცილებლად გამოგადგებათimage








რა საერთო აქვს ღორის გრიპს დიაბეტთან?image






როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და გაციება? ეს მეთოდი მოქმედებს!image








დაამარცხეთ ყელის ტკივილი და ანგინა მხოლოდ 4 საათშიimage







თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ასე არასოდეს მოიქცეთ!image








რომელი "ტემპერატურაა" (სიცხე) საშიში? ეს უნდა იცოდეთ!image


0
2551
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0