x
image
თამილა გურაშვილი
ჩინეთში ეპიდემიოლოგმა კორნავირუსის წინააღმდეგ მედიკამენტების ერთობლიობა დაასახელა

image


მედიკამენტების, აბიდოლისა და დარუნავირის ერთობლიობას შეუძლია ეფექტურად შეაჩეროს კორონავირუსი ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს.



წამყვანი ჩინელი ეპიდემიოლოგის, ლი ლანციუნზანის მკვლევართა გუნდმა გამოაცხადა მიღწევა 2019-nCoV კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ წერს პუბლიკაცია "CGTN" -ი.



ლის თქმით, აბიდოლისა და დარუნავირის ერთობლიობას შეუძლია ვირუსის ეფექტურად შეჩერება ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს. ამ პრეპარატებს იყენებდნენ ჩჟეცზიანის პროვინციაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ.




ლიმ აღნიშნა, რომ აივ-ინფექციის სამკურნალო საშუალება, რომელიც ვირუსთან საბრძოლველად გამოიყენება, არ არის ძალიან ეფექტური და აქვს გვერდითი მოვლენები.მან რეკომენდაციას მისცა ჯანდაცვის ეროვნულ კომისიას გამოიყენოს ნაპოვნი მედიკამენტების კომბინაცია.


მეცნიერებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ წამლების გამოყენება მხოლოდ ექიმებმა შეიძლება დანიშნონ.


ასევე, შეგახსენებთ, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის პროფესორმა, რობინ შატოკმა თქვა, რომ მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი მიღწევა მოახდინა ჩინეთის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად.

0
760
6-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0