x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
8 სელებრითი, რომლებმაც ქმარს ღალატი აპატიეს

ღალატი
1. ვიქტორია ბექჰემი - როცა დევიდ ბექჰემის პირადმა ასისტენტმა განაცხადა, რომ მას ფეხბურთელთან ოთხთვიანი რომანი ჰქონდა მადრიდში მისი თამაშის პერიოდში, ვიქტორიამ საყვარელი ადამიანი აირჩია და მასთან დაშორების ნაცვლად კიდევ ერთი შვილი გააჩინა.

2. მარია შვივერი - მას შემდეგ რაც 2009 წელს არნოლ შვარცნეგერი 15-მდე ქალმა ერთდოულად ამხილა სხვადასხვა დროის საიდუმლო რომანებში, მარია ქმრის გვერდით დარჩა. თუმცა როცა 2011 წელს მისი საიდუმლო შვილის შესახებ გაირკვა, გაშორდა.

3. ჰილარი კლინტონი - ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური სკანდალი, როცა გაირკვა, რომ ბილს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა თეთრი სახლის 22 წლის თანამშრომელთან. მაგრამ ჰილარიმ აპატია და წყვილი დღემდე ერთად არის.

4. ბიონსე - ჯეიზის რამდენჯერ ადანაშაულებდნენ ღალატში, თუმცა ბიონსე ყოველთვის მის გვერდით იყო. 2017 წელს რეპერმა აღიარა, რომ მისი ცოლი ძალიან განიცდიდა ღალატის ფაქტს და დიდხანს ტიროდა, მაგრამ საბოლოოდ აპატია ქმარს და დღემდე ერთად არიან.

5. ვანესა ბრაიანტი - კობი ბრაიანტი პირველად სექსულურ სკანდალში 2003 წელს გაეხვა, როდესაც სასტუმროს 19 წლის თანამშრომელმა გაუპატიურებაში დასდო ბრალი, ბრაიანტმა განაცხადა რომ ეს ურთიერთობა ორმხრივი სურვილი იყო. ვანესა ქმრის გვერდით იყო. 2011 წელს ბრაიანტი ისევ გაეხვა სკანდალში და ამის შემდეგ ვანესამ გაყრა მოითხოვა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს და შერიგდნენ.

6. სარა ჯესიკა პარკერი - უკვე 23 წელი ქორწინებაშია მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმარი რამდენჯერმე შენიშნეს უცნობ ქალებთან ერთად. სკანდალი მოყვა 25 წლის ქერა გოგონასთან მათეუს ურთიერთობას, მაგრამ სარა მაინც ქმრის გვერდით არის.

7. კაილი ჯენერი - 2018 წელს შეყვარებულის ღალატის შემდეგ წყვილის ურთიერთობა აირია, მაგრამ ისინი მალევე შერიგდნენ. 2019 წელს დაშორდნენ.

8. ჯენიფერ ლოპესი - მას შეყვარებულმა ალესქ როდრიგესმა ფიტნეს მოდელთან უღალატა, თუმცა ორივე მხარემ ეს ფაქტი უარყო. წყვილი ახლა დანიშნულია და ქორწილისთვის ემზადება.

1
276
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
276
  
2020, 3 თებერვალი, 2:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1