x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იდენტობა

უნდა განვსაზღვროთ პირველ რიგში, თუ რას ნიშნავს იდენტობა. იდენტობა გულისხმობს პასუხს რთულ კითხვაზე, თუ „ვინვარმე?“აღნიშნული კითხვა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს: პიროვნულმახასიათებლებს (ვარ კეთილი), ფიზიკურ მახასიათებლებს (ვარ მაღალი), სოციალურ როლებს (ვარ დედა, მამა, და, ძმა), ეთნიკურ/ეროვნულ წარმომავლობას (ვარ კავკასიელი, ქართველი, დაა.შ.). შესაბამისად, იდენტობა, რამდენიმე ძირითად განზომილებას ასახავს: ბიოლოგიურს/გენდერულს, ფსიქოლოგიურს, სოციალურკულტურულს, ეთნიკურს/ეროვნულს.

ტერმინი იდენტობა ნაწარმოებია ლათინური იდემ“-ის (იდემ) ფუძიდან და თავდაპირველად მსგავსებასა და განგრძობადობას ნიშნავდა, თუმცა, მე-20საუკუნემდე დისკურსი იდენტობის შესახებ ნაკლებად გვხვდებოდა.

იდენტობა მოზარდობის პერიოდში ყალიბდება, ძირითადი და მნიშვნელოვანი მოვლენა თაანტოლებთან ურთიერთობაა და ამ პერიოდში თინეიჯერი ცდილობს, თავი დაიმკვიდროს გენდერული, პოლიტიკური და რელიგიური თვალსაზრისით.

ჯეიმს მარსია მიიჩნევს, რომ მოზარდისთვის იდენტობის გამომხატველი 4 ალტერნატივა არსებობს, რაც დამოკიდებულია განხილულ არჩევანსა და აღებულ ვალდებულებებზე. პირველი, იდენტობის დიფუზია: თავს იჩენს მაშინ, როდესაც პიროვნება არ აანალიზებს თავის არჩევანსა და ქმედებებს, არ ფიქრობს, ვინ არის და რა უნდა ცხოვრებაში, არ გააჩნია კონკრეტული მიმართულება.ასეთი მოსწავლეებ აპათიურები, განცალკევებულნი, მომავლის იმედის არმქონენი ან გამოხატულად მეამბოხე სულისანი არიან. ხშირად სტუმრობენ ხალხმრავალ ადგილებში და მიდრეკილება აქვთ ნარკოტიკებისადმი. იდენტობის დაკარგვა: მოზარდები არ ცდილობენ სხვადასხვა იდენტობის ცხოვრებაში გამოყენებას და არც ალტერნატიულ არჩევანზე ფიქრობენ. უბრალოდ იღებენ სხვის მიზნებს, ღირებულებებსა და ფასეულობებს. ძირითადად, მშობელთა ცხოვრებისეული გამოცდილების გაანალიზების გარეშე მიღებას გულისხმობს. შეზღუდული მოზარდები მეტწილად უხეშები, არატოლერანტულები, დოგმატურები და დაძაბულები არიან. ასევე ვხვდებით მესამე სტატუსს, რასაც მორატორიუმი ეწოდება და ეს არის იდენტობის კრიზისი, აფერხებს არჩევანის გაკეთებას შინაგანი ბრძოლის გამო. დღესდღეობით ეს პერიოდი კრიზისად აღარ მიიჩნევა, რადგან უმრავლესობისთვის მორატორიუმის დროს მიღებული გამცოდილება თანდათანობით შემეცნებითი პროცესია და არა, ვთქვათ, ტრავმული “ გადატრიალება“. ახლა რაც შეეხება იდენტობის მიღწევას:რეალური ალტერნატივების განხილვის შემდეგ პიროვნება აკეთებს არჩევანს და იღწვის ცხოვრებაში მათ დასანერგად. საშუალო სკოლის დამთავრებისას ცოტა თუ აღწევს ამ მდგოამრეობას.დღესდღეობით იმდენი ადამიანი მიდის კოლეჯში ან აგრძელებს განათლების მიღებას, რომ მორატორიუმისთვის დამახასიათებელი შესწავლა-შემეცნების პროცესი 20 წლის ასაკის შემდეგ იშვიათად თუ გრძელდება. მოსწავლეთა 80% ერთხელ მაინც იცვლის შეხედულებას, ასე რომ ერთხრლ მიღწეული იდენტობა, შესაძლოა, სულაც არ იყოს უცვლელი. ორივე მდგომარობა( მორატორიუმი და იდენტობის მიღწევა) ბუნებრივად და ჯანსაღად მიიჩნევა.


ჩვენი იდენტობა წარმოადგენს ჩვენი პიროვნულობის შეცნობის შედეგს – ჩვენი ხედვით, როგორ პიროვნებას წარმოვადგენთ ჩვენ. ის, თუ როგორად აღვიქვამთ ჩვენს პიროვნებას, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გარემო პირობებში ვიმყოფებით და ჩვენი ეს აღქმა იცლება გარემო პირობების ცვლილებასთან ერთად. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მაგალითად, ახალგაზრდა ადამიანი ორ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ პიროვნებად გვევლინებოდეს ოჯახში და სკოლაში. იდენტობა ნაწილობრივ პირად არჩევანზეა დამოკიდებული და ნაწილობრივ განპირობებულია იმით, თუ როგორად აღგვიქვამენ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები – რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს უმცირესობათა ჯგუფებისათვის. სკოლაში ყალიბდება ახალგაზრდების იდენტობა და ახალგაზრდები ეცნობიან იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს დამკვიდრებული ცრუ შეხედულებები და სტერეოტიპები ადამიანის თვითშეფასებასა და იდენტობის ჩამოყალიბებაზე.

სოციალურ მეცნიერებებში როდესაც იდენტობაზე ვსაუბრობთ, რამდენიმე მიდგომა უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. პირველი გულისხმობს, რომ იდენტობის არსი არის „რეალურიმე“, რომელიც მდგრადია და ინდივიდის ცხოვრების განმავლობაში, ფაქტობრივად, არ იცვლება. მეორე მიდგომის მიხედვით, იდენტობა წარმოსახვითია და მისი კონსტრუირების პროცესი სოციალური გარემოს ზეგავლენით არის შესაძლებელი. ინდივიდის იდენტობისჩამოყალიბებაზე, როგორც აღვნიშნეთ, გავლენას ახდენს სოციალური გარემო, ის, თუ როგორ აღიქმება იგი სხვების მიერ და რა ადგილი უკავია პირველად თუ მეორად ჯგუფებში და/ანორგანიზაციებში.

ასევე, მნიშვნელოვანია, როგორ ყალიბდება თვითიდენტობა -ანუ როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს მიიჩნევს ამა თუ იმ ჯგუფისწევრად, ამ ჯგუფის მიერ აღიარებული ტრადიციების, რიტუალებისა და ღირებულებების მატარებლად.

მოკლედ მიმოვიხილავ იდენტობის ძირითად ტიპებს:

ეთნიკური იდენტობა - ნიშნავს ინდივიდის მიერ თავის მიკუთვნებას რომელიმე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფისადმი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიკუთვნებას აღიარებდნენ „სხვები“ -როგორც მისი, ასევე `სხვა~ ჯგუფის წევრები.

პანეთნიკური იდენტობა- გულისხმობს სხვადასხვა ეროვნების, ისტორიისა და განსხვავებული იდენტობის ინდივიდთა გაერთიანებას ერთი`პან~-იდენტობის ქვეშ, რათა მათ შეძლონ წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა და საერთო ინტერესების წარმატებული დაცვა-გაძლიერება. სხვადასხვა ეთნიკურიწარმომავლობის მიგრანტები გაცნობიერებულად იღებენ ახალ საერთო იდენტობას, რაც მათ ეფექტური ფუნქციონირების, დასახული მიზნების მიღწევისა და წინსვლის საშუალებას აძლევს. (პანეთნიკური იდენტობა მეორადი იდენტობაა, რომელიც ეთნიკური იდენტობასთან თანაარსებობს, თუმცა, ზოგჯერ, შესაძლოა, კონფლიქტიც არსებობდეს მათ შორის.)

ნაციონალიზმის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევრის ენტონი სმიტის აზრით, ეროვნული იდენტობა გულისხმობს პოლიტიკური გაერთიანების, ისტორიის, ტერიტორიის, სამშობლოს, მოქალაქეობის, საერთო ღირებულებებისა და ტრადიციების გარკვეულ შეგრძნებას და რაკი ეროვნული იდენტობა მრავალგანზომილებიანი ფენომენია, გამოყოფს მის ხუთ ძირეულ თვისებას:ისტორიული ტერიტორია ან სამშობლო;საერთო მითები და ისტორიული მეხსიერება;საერთო, მასობრივი კულტურა;წევრების საერთო სამართლებრივი უფლებები და მოვალეობანი;საერთო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს წევრთა ტერიტორიულ მობილობას.

კულტურული იდენტობა ეფუძნება გაზიარებულ ღირებულებებს, ცოდნას, ქცევით ნორმებსა და რწმენებს. ერთი კულტურული იდენტობის ჯგუფი, შესაძლოა, აერთინებდეს ადამიანებს მსგავსი ეთნიკური, რასობრივი ანეროვნული იდენტობებით და, შესაბამისად, კულტურული იდენტობა, როგორც ცნება, უფრო ფართოა, ვიდრე ეთნიკური თუ ეროვნული იდენტობები.

ტერმინი ადგილის იდენტობა უფრო გარემოს ფსიქოლოგიაში გვხვდება, თუმცა, მას ასევე იყენებენ ურბანისტები, გეოგრაფები და არქიტექტორები. სოციალური ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან, ადგილი ქმნის კულტურისა და ტრადიციების ჩარჩოს, სადაც იდენტობა კონსტრუირდება, ნარჩუნდება და ტრანსფორმირდება. ადგილის იდენტობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიგრანტთა იდენტობისკვლევისას, რადგან ის აღნიშნავს მიგრანტების თაობებს შორის არსებულ განსხვავებულ დამოკიდებულებას საცხოვრებელი ადგილის მიმართ. ეს ტერმინი პირველად სოციალურმა და გარემოს ფსიქოლოგებმა -ჰაროლდ პროშანსკიმ, ებბი ფაბიანმა და რობერტ კამინოფმა-შემოიტანეს სოციალურ მეცნიერებებში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ადგილის იდენტობა ინდივიდის თვითიდენტიფიკაციის ნაწილია, რომელიც ყალიბდება ფიზიკურ სივრცეებთან ყოველდღიური ურთიერთქმდების გამოცდილებით. ადგილები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ -ან ცხოვრობდნენ -განსხვავებულ მნიშვნელობას იძენენ და განსხვავებულ მოგონებებსა და გრძნობებს აღძრავენ. ამ თვალსაზრისით, სახლი ადამიანისათვის, ჩვეულებრივ, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია და მისი შეცვლა იწვევს ინდივიდის თვითიდენტიფიკაციის ცვლილებებსაც.

ადამიანს მუდამ უხდება სოციალური, პოლიტიკური, ეროვნული, კულტურული კონტექსტის გათვალისწინება. ეს კონტექსტი უფრო ხშირად ძალისმიერად ეხვევა თავს ადამიანს და ამ პირობებში მნიშვნელოვანია, მას შეეძლოს, განერიდოს დომინირებად კულტურას და მარგინალურ პოზიციაში ჩაიყენოს თავი, თუკი სურს თავის თავზე "რაიმეგაიგოს". ამრიგად, იდენტობისკენ სვლა წააგავს იმ ბრმების სვლას, რომლებიც გამოსახულია ბრეიგელის ცნობილ ტილოზე. იმ გზის ბოლოს, რომელსაც ისინი მიჰყვებიან, უფსკრულია და რაც უფრო შორსაა ბრეიგელის ნახატზე გამოსახული ადამიანი, მით უფრო უზრუნველი და მხიარულია ის.image

1
1009
შეფასება არ არის
ავტორი:ნოზაძე ანი
ნოზაძე ანი
1009
  
2023, 4 მაისი, 19:28
გამარჯობა, შეგიძლიათ გამოყენებული ლიტერატურა რომ დაწეროთ ? ძალიან მჭირდება ნაშრომისთვის , საინტერესო სტატიაა
0 1 1