x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
სიტყვის ძალა ანუ როგორ განკურნა ცნობილმა ფსიქოლოგმა საკუთარი დედა უკურნებელი სენისაგან
ცნობილი ფსიქოლოგის რობერტ დილტსის დედას 1978 წლის ზაფხულში მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ქალს ქიმიოთერაპია და სხივებით მკურნალობა დაუნიშნეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. რამდენიმეთვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ პატრიცია დილტსი მეოთხე სტადიის კიბოს დიაგნოზით სახლში გამოწერეს, როგორც უიმედო ავადმყოფი. რობერტს ისღა დარჩენოდა, მის სიკვდილს დალოდებოდა. საშინლად დამწუხრებული უმზერდა ის საყვარელი ადამიანის ტკივილებით გაწამებულ სახეს და სიმწრისგან ფრჩხილებს იკვნეტდა.

რობერტ დილტსი გახლდათ გახმაურებული ნლპ-ს (ნეიროლინგვისტური პროგრამირების ) ერთ-ერთი შექმნელი. ნეიროლინგვისტური პროგრამირება არის ალტერნატიული თერაპიის სისტემა, რომლის მიზანია ადამიანებს ასწავლოს ეფექტიანი კომუნიკაცია, შეცვალოს მათი ფსიქიკურ და ემოციონალურ ქმედებათა თარგები. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ნლპ-ს სისტემების დახმარებით შესაძლებელია ადამიანის ცნობიერებაზე ზეგავლენის მოხდენა.




image

ცნობილი ფსიქოლოგი დაფიქრდა: "-თუკი მე შევძელი და დავეხმარე უამრავ სრულიად უცხო ადამიანს - ჩემს კლიენტებს, რატომ არ უნდა შევეცადო დავეხმარო საკუთარ დედას?''


დილტსი რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში დედასთან ერთად ჩაიკეტა, დედის გარდა ის არავისთან ურთიერთობდა, აკვირდებოდა და სწავლობდა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მუშაობის პროცესში მან გააკეთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ფსიქოლოგიაში: რობერტმა აღმოაჩინა მიზეზები, რის გამოც ადამიანები არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ. ამ თვისებას-ქცევას დილტსმა უწოდა " შეზღუდული მტკიცებულებები" ანუ " ცნობიერების ვირუსები". რობერტ დილტსმა ასეთი სულ სამი " ვირუსი აღმოაჩინა.


''- შვილო, -უთხრა რობერტს დედამ, - მე მესმის, რომ შენ ძალიან გიყვარვარ და არ გინდა, რომ მოვკვდე, მაგრამ ჯერ არავინ არ გადარჩენილა მეოთხე სტადიის კიბოსაგან, მით უმეტეს, ექიმებმა გვითხრეს, რომ არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება ჩემს გადასარჩენად"...

სწორედ ეს იყო პირველი "შეზღუდული მტკიცებულება", რომელსაც დილტსმა "უიმედობა" უწოდა - ''თუ ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლო ეს, მაშინ ვერც მე შევძლებ", - სწორედ ასე ფიქრობს უიმედო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, მაგრამ რობერტი გენიალური ფსიქოლოგი გახლდათ და მან საკმაოდ მალე იპოვა გამოსავალი ამ უიმედო მდგომარეობიდან: ეს იყო გამონაკლისის დაშვების შანსი.

რობერტმა დედას მოუტანა ამონაჭრები გაზეთებიდან, სტატიები სამედიცინო ჟურნალებიდან, აჩვენა ტელეგადაცემების ჩანაწერები, სადაც მოთხრობილი იყო იმ ადამიანებზე, რომლებიც მძიმე ავადმყოფობისგან სასწაულით, ექიმებისათვის აუხსნელი მიზეზით განიკურნენ. ასეთი შემთხვევები ნამდვილად არსებობს, განკურნებული ადამიანებიც არიან, მართალია ცოტანი, მაგრამ ისინი არსებობენ. ამ ადამიანებმა შეძლეს და დაამარცხეს მძიმე სენი. საუკეთესო წამალი შეზღუდული მტკიცებულების პირველი ვირუსისა სწორედ ასეთი, სიკვდილს გადარჩენილი ადამიანების ისტორიებია. ასე რომ, დილსტმა შეძლო დაერწმუნებინა დედა, რომ კიბო განაჩენი არ არის და მისგან განკურნება შესაძლებელია.

როგორც იქნა, დებორა დილსტმა პირველი დაბრკოლება გადალახა, მაგრამ რობერტს გზაზე მეორე, უფრო სერიოზული დაბრკოლება გადაეღობა: '' შემეცნების ვირუსი"-უიმედობა.

''- დიახ, მართალია, ასეთი ადამიანები არსებობენ, -უთხრა რობერტს დედამ, - მაგრამ ისინი განსაკუთრებულნი არიან. მე ასეთი არ ვარ: მე ხომ ხანშიშესული, უღონო, სუსტი და ავადმყოფი ქალი ვარ. მე ვერ შევძლებ იმას, რაც მათ გამოუვიდათ. მე არ გამაჩნია ამისათვის საკმარისი რესურსები.''

მაგრამ რობერტი ჯიუტად ცდილობდა დედის ფსიქოლოგიაში გადატრიალების მოხდენას. მან შეძლო და გაფანტა მეორე წინააღმდეგობაც: რობერტ დილტსმა, რომელიც თვლიდა, რომ ყველა ადამიანს აქვს განუსაზღვრელი რესურსები, შეახსენა დედას, რომ ოდესღაც მათი ოჯახი სიღატაკეში ცხოვრობდა და შიმშილობდა, თუმცა დებორა ყოველთვის პოულობდა გამოსავალს მძიმე სიტუაციიდან. რობერტი ერთიმეორის მიყოლებით ახსენებდა დედას ეპიზოდებს წარსული ცხოვრებიდან და ამით უნერგავდა იმედს, რომ ნებისმიერი, თუნდაც ფაქტიურად გამოუვალი მდგომარეობიდან შეიძლება გამოსავლის პოვნა და თავის გადარჩენა. "- თვალებს ეშინიათ, მაგრამ ხელები აკეთებენ, - შეახსენა დილსტმა დედას ის პრინციპი, რომლითაც ის ოდესღაც ხელმძღვანელობდა.

დებორა იხსენებდა განვლილ წლებს და იმ სირთულეებს, რომელსაც მან თავი წარმატებით დააღწია, ამან ქალზე დადებითად იმოქმედა და ის მომჯობინდა, თუმცა მხოლოდ დროებით.



imageფოტოზე: რობერტ დილტსი დედასთან და მამინაცვალთან ერთად



დედა-შვილს გზაზე უკანასკნელი, ყველაზე ძნელად გადასალახავი წინაღმდეგობა გადაეღობა... რობერტმა მას " სასოწარკვეთილება" დაარქვა.

დებორა ყველანაირად არიდებდა თავს ამ თემაზე შვილთან საუბარს, მაგრამ რობერტის დაჟინებული თხოვნით ბოლოს და ბოლოს ის გულახდილად დაელაპარაკა მას. "-გახსოვს დედაჩემი-შენი ბებია?" -ჰკითხა მან რობერტს. "-დიახ, რა თქმა უნდა"-, უპასუხა რობერტმა. ''-ისიც გემახსოვრება, თუ რით მოკვდა ის". "-მკერდის კიბოთი", - მძიმედ გასცა პასუხი შვილმა. ''- მისი და, შენი დეიდაც გემახსოვრება და ისიც გეცოდინება, რით გარდაცვალა ის", -მორიგი კითხვა დაუსვა პატრიციამ შვილს. " -კუჭის კიბოთი", - უპასუხა რობერტმა. ''-ხედავ?- ჩემი ყველა ახლობელი კიბოთი მოკვდა, რით ვარ მე მათზე უკეთესი და გამორჩეული, რატომ უნდა გადავრჩე ცოცხალი, თუ ისინი ამ დაავადებამ მოკლა?''- ჰკითხა დედამ რობერტს.

და აქ დილტსმა აღმოაჩინა, რომ ადამიანის ერთგულებამ ოჯახის წევრების, კერძოდ უფროსი თაობის მიმართ, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან კარგი ჩვევაა, შეიძლება ძალიან ცუდი გავლენა მოახდინოს მის ჯანმრთელობაზე. დედამისისათვის გამოჯანმრთელება იმ სიტუაციაში, რომელმაც მისი დედა იმსხვერპლა, ლამის ღალატის ტოლფასი იყო. მოკლედ, როგორც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, ისე უნდა ვიცხოვროთ (და მოვკვდეთ ) ჩვენც... ალბათ ყველა ჩვენგანისათვის საკმაოდ კარგად ნაცნობი სიტუაციაა.

ამ წინააღმდეგობის გადალახვა ყველაზე რთული აღმოჩნდა, მაგრამ დიდი ფსიქოლოგი არ დაიბნა და მოიფიქრა, თუ რა უნდა მოემოქმედა.

"- კარგად დაფიქრდი, - უთხრა მან დედას. შენ ხომ ძალიან გიყვარს ჩემი და. იქნებ ოდესმე ისიც დაავადდეს კიბოთი. გინდა, რომ მანაც შენსავით თქვას: რახან დედაჩემი კიბოთი მოკვდა, არც მე მაქვს სიცოცხლის უფლება და მეც უნდა მოვკვდე, . შენ ეს მოგეწონებოდა?"

"- გაგიჟდი, ამას როგორ ამბობ?"- აღშფოთდა დებორა."- ჰოდა მიეცი მას კარგი მაგალითი, "- ნიშნის მოგებით უპასუხა რობერტმა, - თუ შენ იბრძოლებ სიცოცხლისთვის და შენს თავს პირობას მისცემ, რომ აუცილებლად გამოჯანმრთელდები, მაშინ ისიც ისევე მოიქცევა, როგორც შენ და ერთხელაც ის საკუთარ თავს ეტყვის: თუკი დედაჩემი გამოჯანმრთელდა, მეც შევძლებ იგივეს''.

თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ამ წინააღმდეგობების გადალახვის რესურსები მომავალში დევს- შვილები მშობლების ასლები არიან: თუ ჩვენ ვერ ვიპოვით ქცევის ახალ მოდელს, რომელიც დაგვეხმარება გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე საკუთარი თავის და ახლობლების საკეთილდღეოდ, უმოქმედოთ ვისხდებით და გამუდმებით ვიწუწუნებთ ცხოვრების უსამართლობაზე, ამით მომავალ თაობას ჩავუნერგავთ ნეგატიურ აზრებს, ვაჩვენებთ უიმედობასა და სასოწარკვეთილებას... ჩვენი შვილები როდესაც 50 წლის გახდებიან, ისინიც ეტყვიან საკუთარ თავს: რით ვარ დედაჩემზე უკეთესი, რომელიც 50 წლის ასაკში უკვე მოხუცებული იყო? კარგი მაგალითი-ყველაზე საუკეთესო წამალია...

რაც შეეხება რობერტ დილტსის დედას, მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც გარდაიცვალა- ოცი წლის შემდეგ, ღრმად მოხუცებული და მისი გარდაცვალების მიზეზი კიბო სულაც არ ყოფილა.

3
441
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
441
  
2020, 3 თებერვალი, 22:43
სიტყვას მართლაც დიდი ძალა აქვს, ტკბილადმოუბარი ექიმის პაციენტები მალე ჯანმრთელდებიან
2020, 2 თებერვალი, 0:07
რა თქმა უნდა, თვითშთაგონება ყველაზე კარგი მკურნალია.
2020, 1 თებერვალი, 14:23
შთაგონება სასწაულებს ახდენს. საინტერესო სტატიაა...
0 1 3