x
მეტი
  • 07.12.2024
  • სტატია:138642
  • ვიდეო:351979
  • სურათი:512345
მართა-მარიამ ბაგრატიონი - ევროპის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსი და გავლენიანი ქალი

მართა-მარიამ ბაგრატიონი, იგივე მარიამ ალანელი - ბაგრატ მეოთხის და მისი მეორე ცოლის - ბორენას ქალიშვილი. ბიზანტიის ორგზის დედოფალი 1071-1081 წლებში ჯერ როგორც იმპერატორ მიხეილ VII-ის, ხოლო შემდგომში როგორც ნიკიფორე III-ის მეუღლე. მეფე დავით IV აღმაშენებლის მამიდა. დაიბადა 1050 წელს. მართას ბავშვობიდან ბიზანტიაში გასათხოებლად ზრდიდნენ. 1065 წელს ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე დუკის ვაჟზე მიხაილზე იქორწინა. მართა ბაგრატიონის სურვილით, პირველად შედგა საქორწინო კონტრაქტი, სადაც მარიამმა გარკვევით ჩააწერინა, რომ ყოველი ცოლ-ქმრული ცხოვრების წინ, მიხაილის დუკასს აუცილებლად უნდა ებანავა. შეთანხმება შედგა და 1074 წელს წყვილს მემკვიდრეც შეეძინა - კონსტანტინე პორფიროგენეტი. 1071 წელს მისი მეუღლე გადატრიალებას აწყობს და იმპერატორი ხდება, მარიამი კი - დედოფალი.

image

1078 წელს კვლავ მარიამის მონაწილეობით მოხდა კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება, რა დროსაც დაამხეს მიხეილის მმართველობა და ტახტზე ნიკიფორე III ავიდა. მარიამი ნიკიფორეს გაჰყვა ცოლად, მიხეილი კი მონასტერში გამოკეტეს. მარიამი მასზე ქორწინებას მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, თუ იგი მის ვაჟს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდა, თუმცა ნიკიფორემ სიტყვა გატეხა, რის გამოც დედოფალმა მხარი დაუჭირა ძმებ კომნენოსებს, რომლებმაც მარიამთან ერთად კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.1081 წელს მათ დაამხეს ნიკიფორე III-ის მეფობა და ტახტზე ალექსი კომნენოსი ადის. ამის შემდეგ ალექსიმ მარიამის ვაჟი თანამმართველად დაინიშნა. მიუხედავად ამისა, დედოფალი ვაჟის ტახტზე ასაყვანად ბრძოლას კვლავ განაგრძობდა, თუმცა მისი ვაჟი 1096 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მარიამი ჩამოსცილდა პოლიტიკასა და ინტრიგებს.

მარიამი იმდენად წარმატებული მოღვაწე გახდა, რომ მიუხედავად იმისა, ბიზანტიელები სხვა ერებს არ წყალობდნენ, გარდა ბერძნებისა, მაშინდელი ბიზანტიელი ისტორიკოსები ვერ მალავენ აღფრთოვანებას მისი გონების და სილამაზის წინაშე.

მარიამ ბაგრატიონ-დუკასს არასდროს დავიწყებია საქართველო. მისი რჩევით დავით აღმაშენებელმა დააარსა იყალთოს და გელათის სამეცნიერო აკადემიები, სადაც მაშინდელი მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო, ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ლიტერატურა და მიღწევები, ასევე უძველესი ბერძნული თუ სხვა ცივილიზაციების შემორჩენილი ლიტერატურა და ფილოსოფია ითარგმნებოდა ქართულ ენაზე.

დედოფალი პირადად ესწრებოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას, სადაც ჩატარდა მისი და დავითის ხელმძღვანელობით უღირსი მღვდლების განკვეთა ეკლესიიდან და მოღალატე მღვდელთმთავრების ჩანაცვლება ქართული სახელმწიფოს ერთგული სასულიერო პირებით.

მარიამ დედოფლის მოთხოვნით, ათონის მთაზე მოღვაწე ყველა ბერს ეროვნებით მოიხსენიებდნენ მემატიანეები საეკლესიო კრებულებში და ჟამთააღწერაში, რომ იბერიელი ბერ-მონაზვნების მიერ გაწეული დიდი ღვაწლი ვერავის მიეთვისებნა მომავალში.

მარიამი ევროპის ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკოს ქალადაა აღიარებული. გარდაიცვალა 1118 წელს 68 წლის ასაკში.

0
470
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
Mediator image
470
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0