საზოგადოებრივი ქალდეველები 2020, 24 იანვარი, 18:45 ქალდეველები, ქალდეელები (Chaldoi, Chaldeans) იყვნენ სამხრეთ ბაბილონის მკვიდრი, არამეული მოდგმის ხალხი. ცხოვრობდნენ ქალდეს ანუ ქალდუს ქვეყანაში, რაც უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია მესოპოტამიაში, ტიგროსსა და ევფრატს შორის. ქალდუ, მათი სახელმწიფო არსებობდა ძვ.წ. მე-10 საუკუნიდან ძვ.წ. მე-5 საუკუნემდე. ბერძნები და რომაელები დასაბამიდან იცნობდნენ ქალდეველ ასტროლოგებს, ვარსკვლავთმრიცხველებს, მოგვებს, მათი აღმოსავლური სიბრძნის სალაროს, ნეოპლატონიზმი მაღალ შეფასებას აძლევდა ქალდეველთა ორაკულს, მისნობას, მაგიას, მითოლოგიურ სამყაროს. ბერძნები ქალდეველებს ბაბილონელებად თვლიდნენ. შეუძლებელია ქალდეველთა კულტურის, ენისა და რაობის მიმოხილვა ძველქართულ ტომთა ისტორიისგან დამოუკიდებლად. ამ გარემოებას მეცნიერებამ ადრევე მიაქცია ყურადღება (ლენორმანი და სხვ.). ძალზე საგულისხმოა, რომ საქართველოში, სვანეთში შემორჩენილია სოფელ-სიმაგრე ქალდე. ასევე ცნობილია სვანური წარმართული სიმღერა ქვიან ქალდეზე - "იავ ქალდი". ბევრი სიტყვა და მითი გვაძლევს საფუძველს ვილაპარაკოთ ამ ძველი ცივილიზაციების კავშირზე და ნათესაობაზე. იმავე სოფელ ქალდეს მიდამოებში ვარსკვლავთმრიცხველთა გვარი დღემდეა ხალხში ცნობილი ("ცაში ვარსკვლავებს ითვლიანო", იტყვიან სოფელ ქალდეს მახლობელი ლალხორის მკვიდრთა გვარზე). "უკირის" სვანური სახელია "ნაგზი" - ნ. მგზავრი, გზაგავლილი, რაც ზოდიაქოს გზაზე მნათობის გავლაზე მეტყველებს. ასე თქმები: "ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული", "ეტლიანია", "გზიანია"; "ვარსკვლავებს ეთამაშება" (ლამაზ ქალზე). ზოგი ავტორი ქალდეველებს ქურთთა წინაპრად თვლიდა, მაგრამ ეს არაა მართებული და არც რა საბუთი არსებობს საამისო. უფრო სწორი დასკვნით, ესაა ქართი, ქორთუ, კართუხი, ქართველი, იგ. ქალდე. ასეა დარჩენილი ტიპონიმიკაში, მითებში, ფოლკლორში, წერილობით წყაროებში, ტრადიციაში, ფაქტებში. ქალდე, ქალდია, ჰალდია მთვარის ღმერთია ბაბილონურ მითოლოგიაში. ქალდური სამების პირველი წევრი (ვანის წარწერებში), მეორე წევრი შეესატყვისებოდა ასურთა "ბინს" (ცას, სვ. "მშვილდს") და შამაშს (მზეს). მეცნიერთა ვარაუდით, აქედან წარმოებული ქალდეველი - ქართველის სინონიმია: ორივე მთვარის შესატყვისია. ქალაქი "ქართი" მეგრულად და სვანურად "თბილისია". უფრო სარწმუნოა მეორე ცოცხალი საბუთი - მთვარის ღვთაებას, ქალდის, ძველ ქართულში მრავალი შესატყვისი მოეძებნება. კერძოდ სვანურში სოფელი ქალდე (ხალდე) დღესაც კლდე-სოფელია სვანეთში და იქ მროკავი მძლავრი მამაკაცების გუნდი დღესაც მღერის წარმართულ ჰიმნს: "იავ ქალდი და ბებუცია", ეს უთუოდ მთვარის ჰიმნია. სვანური გვარი ქალდანი დღესაც ცოცხალია. ქალდეველთა ტომობრივ სახელში ალბათ ისმის "ქალ", ქალი, რაც შუმერულადაც ქალს ნიშნავდა. მეორე ნაწილში ზოგი მკვლევარი ხედავს "დევს", ე.ი. "ქალდეველი" "ქალდევის" შესატყვისი გამოდის, რაც აღმოსავლურ მითოლოგიებში სრულიად ბუნებრივია, მათ შორის ქართულშიც. წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი მეორე) 6. ნაციზმი 7. ჰიტლერი 8. რელიგია 9. პარანორმალი 10. მეცნიერება 11. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 12. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე572 1-ს მოსწონს
|