x
image
Yoona
Mediator image
დაბადების თვე თქვენს ფარულ ხასიათს გამოავლენს
ზოგჯერ დაბადების თვე ადამიანის ხასიათს უფრო უკეთ ავლენს, ვიდრე ზოდიაქოს ნიშანი. არ გჯერათ? ამაში თავად დარწმუნდებით. ამასთან თქვენ ქვას, ყვავილს, სურნელს და ძაღლის ჯიშს გაიგებთ.

იანვარი

image

ქვა: ძოწი


ძაღლი: ჰასკი

ყვავილი: მიხაკი

სურნელი: თბილი რბილი პირსახოცი

თუ იანვარში დაიბადეთ, თქვენ გონიერი და მზრუნველი ადამიანი ხართ. იმის გამო, რომ წლის პირველ თვეს დაიბადეთ, ლიდერის თვისებები განვითარებული გაქვთ. როცა ირგვლივ ქაოსი და პანიკაა, თქვენ სიმშვიდის ერთადერთ კუნძულად რჩებით.


თებერვალი

image

ქვა: ამეთვისტო

ძაღლი: კოკერ-სპანიელი

ყვავილი: ზამბახი

სურნელი: ცხელი შოკოლადი დარიჩინით

თებერვალში დაიბადეთ? მაშინ მხიარულება გიყვართ, მაგრამ ამასთან მიწაზე მყარად დგახართ. მეგობრობა და ერთგულება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ცდილობთ, რომ პირობა არ დაარღვიოთ. თქვენ კეთილი ხართ, ადამიანებს პატივსცემთ და ეხმარებით მათ, ვინც გასაჭირშია. ასევე სისუფთავეს და წესრიგს აფასებთ.


მარტი

image

ქვა: აკვამარინი

ძაღლი: ბოსტონ ტერიერი

ყვავილი: ნარგიზი

სურნელი: პიტნის ნაყინი შოკოლადის ნატეხით

თუ მარტში დაიბადეთ, თქვენ ვნებიანი, კრეატიული ადამიანი ხართ. ცოტა გაზვიადება გახასიათებთ. თქვენ პირდაპირი ხართ, ყოველთვის სიმართლეს ამბობთ, ამასთან ცხოვრება გიყვართ და მისგან სიამოვნებას იღებთ.

სხვებისთვის გულის გადაშლა გიჭირთ, მაგრამ როცა ამას აკეთებთ, მძიმე ტვირთს იშორებთ და იშლებით. ქუჩაში დროის გატარება, დიდხანს სეირნობა გიყვართ. ჩვეულებრივ საკუთარ საქმეს პოულობთ და ამ საქმეში მთელ გულს დებთ.


აპრილი

image

ქვა: ალმასი

ძაღლი: პომერანიული შპიცი

ყვავილი: ზიზილა

სურნელი: ვარდისფერი ლიმონათი

აპრილში დაიბადეთ? მაშინ თქვენ არაორდინალური, კაშკაშა ადამიანი ხართ ოქროს გულით. თქვენ საჩუქრების ჩუქება და სიურპრიზების გაკეთება გიყვართ. როცა ხედავთ, რომ ადამიანი თქვენი საჩუქრით გახარებულია, სულში სითბოს გრძნობთ.

სამსახურში მთელ სულსა და გულს დებთ. საკუთარ მოსაზრებას ბოლომდე იცავთ, თუ თვლით, რომ მართალი ხართ. მორალური ღირებულებების ზუსტი სისტემა გაქვთ და ამ სისტემის მიხედვით ცხოვრებას ცდილობთ.


მაისი

image

ქვა: ზურმუხტი

ძაღლი: ბორდერ-კოლი

ყვავილი: შროშანა

სურნელი: ბანანის პუდინგი

თუ მაისში დაიბადეთ, თქვენ გულწრფელი და მოკრძალებული ადამიანი ხართ. ამასთან დიდხანს არ ფიქრობთ, თუ რას ამბობთ. სწორედ ამიტომ, არავინ იცის, თუ თქვენგან რას უნდა ელოდონ. ზოგჯერ ზედმეტად ჯიუტი ხართ, მაგრამ ამას შეიძლება შთამბეჭდავიც ვუწოდოთ.


ივნისი

image

ქვა: ალექსანდრიტი

ძაღლი: მოპსი

ყვავილი: ვარდი

სურნელი: მარწყვის ჩიზქეიქი

თქვენ ვნებიანი სული გაქვთ და პასუხად არას არ იღებთ. როცა იცით, თუ რა გსურთ, უბრალოდ მიდიხართ და იღებთ.

თქვენ ბევრი სხვადასხვა ინტერესი გაქვთ, ამიტომ თქვენთან საუბარი ყველას მოსწონს. სხვების ხასიათთან მორგებას ახერხებთ, ამიტომ ნდობას ადვილად პოულობთ. ჭკვიანი ხართ, ხელოვნება და მახვილგონიერი, სარკაზმით სავსე ხუმრობა გიყვართ.


ივლისი

image

ქვა: ლალი

ძაღლი: ოქროსფერი რეტრივერი

ყვავილი: შროშანი

სურნელი: თბილი რუჯის კრემი

თქვენ ძალიან კეთილი ადამიანი ხართ. სამყაროს შეცნობა გიყვართ, მუდმივად კითხვებს სვამთ და მათზე პასუხს ეძებთ.

თქვენი სამსახურით ამაყობთ და ცდილობთ ყველაფერი გააკეთოთ, რაც თქვენზეა დამოკიდებული. ადამიანები თქვენს გვერდით თავს კომფორტულად გრძნობენ, ამიტომ მეგობრებს ადვილად იძენთ.


აგვისტო

image

ქვა: ქრიზოლითი

ძაღლი: პიტბული

ყვავილი: გლადიოლუსი

სურნელი: შემწვარი ზეფირი

აგვისტოში დაიბადეთ? თქვენ პირდაპირი და უდრეკი ადამიანი ხართ, ძლიერი ხასიათი გაქვთ. ყველაზე მძიმე დღეებშიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებთ. ახლობლებმა იციან, რომ თქვენი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ.

ლოგიკა კარგად განვითარებული აქვთ, ასევე დაგვიანებას ვერ იტანთ და ყოველთვის ცდილობთ, რომ პუნქტუალური იყოთ.


სექტემბერი

image

ქვა: საფირონი

ძაღლი: კორგი

ყვავილი: ასტრა

სურნელი: კოჭის ორცხობილა

თქვენ ტრადიციის მოყვარულები ხართ. უბრალო ნივთები მოგწონთ და არასდროს ჩქარობთ და ცხოვრებით ტკბებით. სხვებს ეჩვენებათ, რომ თქვენ ძალიან ნელი და აუჩქარებელი ხართ, მაგრამ მათი მოსაზრების გამო გული არ გაიტეხოთ. თქვენ თითქოს ამ დროიდან არ ხართ.

კარგი მანერები, სტუმართმასპინძლობა, სეირნობა და საუბარი ჭიქა ჩაისთან ერთად - თქვენ ორი საუკუნის წინ უნდა დაბადებულიყავით.


ოქტომბერი

image

ქვა: ვარდისფერი კვარცი

ძაღლი: ბერნული ზენენჰუნდი

ყვავილი: გულყვითელა

სურნელი: ცხელი ვაშლის სიდრი

თქვენ მცირე კრეატივს ყველაფერში დებთ, რასაც აკეთებთ. ისტორიას აფასებთ, მაგრამ ამასთან ახლის შესწავლაც გიყვართ.

გარედან შეიძლება ცივ ადამიანად ჩანდეთ, მაგრამ შიგნით მგრძნობიარე ადამიანი იმალება.


ნოემბერი

image

ქვა: ტოპაზი

ძაღლი: დალმატინელი

ყვავილი: ქრიზანთემა

სურნელი: ახალ გამომცხვარი პური

თუ ნოემბერში დაიბადეთ, გარშემომყოფებს ძალიან უბრალო და არც თუ ისე ჭკვიან ადამიანად მიაჩნიხართ. სინამდვილეში ძალიან ეშმაკი ხართ და მხოლოდ თავს აჩვენებთ, რომ არაფერი იცით. ასე იმიტომ იქცევით, რომ ზედმეტი საქმე არ დაგავალონ.


დეკემბერი

image

ქვა: ცისფერი ცირკონი

ძაღლი: კოლი

ყვავილი: პუანსეტია

სურნელი: ყავა „ამარეტო

თუ დეკემბერში დაიბადეთ, კომფორტს აფასებთ, ღია ფერები და თბილი ნივთები გიყვართ. თქვენ წესრიგი და სისუფთავე გიყვართ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ისე აფეთქდეთ, რომ თქვენი აფეთქების შემდეგ ახალი სახლის აშენება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ყველაფრის დალაგება.

ჩაკეტილი ხართ და თქვენი ცხოვრების შესახებ დეტალებს მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანებს უზიარებთ. შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული ხართ - ყველაფერ ახალზე არ წუწუნებთ, მაგრამ დროში გამოცდილი უფრო გიყვართ.


ასევე დაგაინტერესებთ:

გაიგეთ თქვენი პიროვნების ძლიერი მხარის შესახებ

image

ტესტი: აირჩიეთ აკრობატი და ნახეთ თქვენი პიროვნების ინსტინქტური თვისება

image

ტესტი: წარბის ფორმა განსაზღვრავს, თუ რამდენად აგრესიული ხართ

image

აირჩიეთ ცხოველი და გაიგეთ, რა გელოდებათ სიყვარულსა და სამსახურში უახლოეს დროში

image

ტესტი: თქვენი პირველი მოქმედება განსაზღვრავს, თუ როგორი ადამიანი ხართ

image

0
285
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
285