x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138435
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
ცივი წყალი თუ თბილი? იცით, რა ზიანს აყენებთ საკუთარ ორგანიზმს?

image

იმ ფაქტმა, თუ რა ტემპერატურის წყალს სვამთ, შესაძლოა არსებითად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თქვენს ორგანიზმზე, კერძოდ კი: ტკივილის შემსუბუქებაზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, სისხლის მიმოქცევაზე და მეტაბოლიზმზეც კი.


გაუწყლოება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია შეკრულობის, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების, სახსრებისა და თავის ტკივილის. ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ ვიღებთ საკმარისი რაოდენობის წყალს, სითხეს, რომელიც ფიზიკური ფუნქციების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.


რამდენადაც წყალი ჩვენი სხეულის 60% -ს შეადგენს, აუცილებელია ყოველდღე საკმარისი რაოდენობა მივიღოთ. მაშინ, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ცივ წყალს ანიჭებს უპირატესობას, აღმოჩნდა, რომ ზუსტად თბილი წყალია სასარგებლო ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობისთვის.



რას აკეთებს ცივი წყალი?


კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალში European Journal of Pharmaceutical and Medical Research გამოქვეყნდა, აი რა ხდება, როდესაც თქვენ ცივ წყალს იღებთ:

  • ვიწროვდება სისხლძარღვები და ხელს უშლის საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას.
  • ორგანიზმი მთელი დატვირთვით მუშაობს, მეტ ენერგიას ხარჯავს ტემპერატურის დასარეგულირებლად.
  • ხდება ლორწოს ჭარბი რაოდენობით გამოყოფა, შესაბამისად იზრდება სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკი.
  • ორგანიზმს ხელს უშლის არასასურველი ცხიმების მონელებაში.

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავლიოთ თბილი წყალი


ტრადიციული ჩინური და ინდური მედიცინა გვირჩევს, თბილი წყალი ხანგრძლივი დროით მივიღოთ. დამტკიცებულია, რომ ამას სასარგებლო ფიზიოლოგიური გავლენა აქვს და მთლიანობაში რამდენიმე დონეზე მუშაობს:



1. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას

თბილი წყალი ხელს უწყობს უფრო სწრაფ და ჯანსაღ ნივთიერებათა ცვლის პროცესს. მეცნიერები რეკომენდაციას იძლევიან, მივიღოთ უზმოზე თბილი წყალი ცოტაოდენ ლიმონის წვენთან ერთად, რამდენადაც აღნიშნული ნაერთი ეხმარება მეტაბოლიზმის დაჩქარებას.


2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

ერთი ჭიქა თბილი წყლის მიღება არაჩვეულებრივი საშუალებაა, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოსადევნად. თბილი წყალი უფრო სწრაფად შლის საკვებს და ცხიმებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამიტომაც ჭამის შემდეგ უმჯობესია მიიღოთ თბილი წყალი (რეკომენდირებულია საათნახევრის შემდეგ).


3. წმენდს სისხლს

ითვლება, რომ სპილენძი ეფექტურია მავნე ბაქტერიების გასანადგურებლად და სისხლის გასასუფთავებლად, ამიტომაც ექსპერტები გვირჩევენ თბილი წყალის მიღებას უშუალოდ სპილენძის კონტეინერიდან, რადგან ეს ორგანიზმის ბუნებრივი დეტოქსიკაციის უნარს ზრდის.


4. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში

თბილი წყალი ლიმონით ან ლაიმით განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. ეს ასევე წმენდს დაბინძურებულ არტერიებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. თბილი წყალი და ლიმონის წვენი არეგულირებს წონას და შაქრის დონეს სისხლში.



5. ხსნის ყაბზობას

ყაბზობის დროს შებერილობა შესაძლოა გაუწყლოების შედეგად განვითარდეს. იმ მიზნით რომ ხელი შეუწყოთ ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას, დაიწყეთ დღე ჭიქა თბილი წყლით და მიიღეთ კიდევ ერთი დღის მანძილზე.



6. ხელს უშლის ლორწოს დაგროვებას

ერთ-ერთი კვლევის დროს მეცნიერთა ჯგუფი სწავლობდა ცივი წყლის, ცხელი წყლის და ქათმის ბულიონის გავლენას ორგანიზმში ლორწოს დაგროვებაზე. რის შედეგადაც დაადინეს, რომ როდესაც ექსპერიმენტის მონაწილეები თბილ წყალს სვამდნენ, ლორწოს რაოდენობა ყელში, ცხვირსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მცირდებოდა.

რაც იმას ნიშნავს, რომ თბილი წყლის მიღება საგრძნობლად ამცირებს ვირუსით დაავადების რისკს და ხელს უშლის ლორწოს გადაადგილებას, რითაც არ აძლევს ბაქტერიებს აღნიშნულ ზონებში გავრცელების საშუალებას.


7. აუმჯობესებს გუნება-განწყობას

ბოლო, არანაკლებ მნიშვნელოვანმა კვლევამ, რომელიც ჟურნალში Science გამოქვეყნდა, აჩვენა რომ თბილი წყალი პოზიტიურად მოქმედებს ხასიათზე და საგრძნობლად აუმჯობესებს განწყობას.



ასევე დაგაინტერესებთ:


მეხსიერების გაუმჯობესება თუ გსურთ, მიიღეთ ეს ალკოჰოლური სასმელი


წყალი, რომელიც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, აქრობს ანთებას და გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები


როგორ დავლიოთ წყალი სწორედ და რა რაოდენობის სხეულის წონის გათვალისწინებით


10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია – ეს ყველამ უნდა იცოდეს!


იაპონელ მეცნიერთა კვლევები – რა დაემართება თქვენს ორგანიზმს თუ ერთი თვის მანძილზე უზმოზე წყალს მიიღებთ


წყალი, რომელიც ახდუნებს და წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან. მომზადების 10 მარტივი რეცეპტი


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!

5
4142
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
4142
  
2020, 31 იანვარი, 19:05
2020, 30 იანვარი, 2:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 29 იანვარი, 14:56
წარმატებები. ერთერთი საუკეთესო ავტორი ბრძანდებით ინტერმედიაზე და თქვენს სტატიებს მუდამ გულდასმით ვეცნობი.
2020, 29 იანვარი, 13:55
გაიხარეთ, გუჯა. დიდი მადლობა შეფასებისთვის :)
2020, 29 იანვარი, 12:41
უმაგრესი სტატიაა, სასარგებლოც და საინტერესოც...
0 1 5