სხვა როგორ ებრძოდა ბოროტი საბჭოთა იმპერია ხინკალს-ბაკურ სვანიძე 2020, 14 იანვარი, 13:41
რა ვქნა, არ მინდა მჯეროდეს, მაგრამ ფაქტია- ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ძრომიალისას, გადავაწყდი სტატიას ქართული კულინარიისა და სამზარეულოს შესახებ, სადაც ერთ-ერთ აბზაცად ეწერა, თუ როგორ ებრძოდა ბოროტი საბჭოთა იმპერია ხინკალს, როგორც ჩვენს ეროვნულ კერძს და როგორ გმირულად შეძლეს ჩვენმა დისიდენტებმა ხინკლის შენარჩუნება!
იმედი მაქვს, პატრიოტული პროპაგანდის ეს ახალი მიმართულება კიდევ უფრო დაიხვეწება და მომავალში "ხინკლური ეროვნული გმირობების" თემა არა მხოლოდ ერთ აბზაცად, არამედ დიდ სამეცნიერო ნაშრომებად შეგვხვდება ხოლმე ქართულ სინამდვილეში! აბა თქვენ იცით.."-წერს ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში. 452 4-ს მოსწონს
|