სხვა დედამიწის მოსახლეობის ყოველ მე-8 მაცხოვრებელს ობობის ეშინია - ყველაზე გავრცელებული ირაციონალური ფობიები 2020, 12 იანვარი, 13:08 დედამიწის მოსახლეობის 15% მთელი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ფობიით იტანჯება. ერთი საქმეა, როცა შიში ლოგიკური მტკიცებულებით შეგიძლიათ განმარტოთ, მაგალითად, როცა ეს ცხოვრებას საფრთხეს ნამდვილად უქმნის. სხვა საქმეა, როცა ფობია ირაციონალურია. თუმცა ამით პრობლემა ნაკლებად მნიშვნელოვანი არ ხდება. შიშით გამოწვეული სტრესი ძალიან რეალურია და აღიარებას საჭიროებს.
![]() ხშირად ფობია ბავშვობიდან იწყება, თუმცა შეიძლება ნებისმიერ ასაკში წარმოიშვას. ქალებში 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კაცებში. ექიმი რობერტ რეივანი მსოფლიოში ობობების ექსპერტს და კვინსლენდის მუზეუმში ობობისნაირთა უფროს კურატორს წარმოადგენს. მან 400-ზე მეტი ახალი სახეობა დაასახელა და 100-ზე მეტად დაკბენილი იყო, თუმცა ბავშვობაში ობობების ეშინოდა. ![]() ბრძოლა ირაციონალურ შიშთან „კვინსლენდის უნივერსიტეტში ზოოლოგიის შესწავლა დავიწყე. ობობების შიში მქონდა და მასზე სპეციალიზაცია გადავწყვიტე. ეს ფობიასთან ბრძოლის ჩემი მეთოდი იყო. გავაცნობიერე, რომ შიში ირაციონალური იყო და მასთან შეჯახება მჭირდებოდა“. ამ დროისთვის ექიმი რეივანი ობობების შესახებ მსოფლიოში წამყვან ექსპერტს წარმოადგენს. ის მსოფლიოში მოგზაურობს, ობობებს იჭერს და მათ იდენტიფიცირებას ახდენს, თუმცა აღიარებს, რომ ბავშვური შიში არასდროს დაუკარგავს. „ობობის დანახვისას დღემდე ცივი ოფლი მასხამს და კონცენტრირება მიჭირს“ - აღიარებს მეცნიერი. ![]() ის ფობიას გაქცევის მეთოდით ებრძვის „ღია სივრცეში ნამდვილად აღარ ვცურავ. ოჯახთან ერთად დიდ ბარიერულ რიგთან ვისვენებდი. ჩემი ახლობლები და მეგობრები წყალქვეშ ცურვით იყვნენ დაკავებულნი, მე კი სანაპიროსთან ახლოს ვისვენებდი“ - ამბობს ჯილანი. ასევე დაგაინტერესებთ: მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია ![]() ![]() რატომ გვიჭირს სხვის ლოგინში დაძინება - კვლევის შედეგი ![]() ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა ![]() აშშ-ში სამკაულით კონტრაცეპტივების ტესტირებას ატარებენ ![]() 85 შეფასება არ არის |