ამოცანები 5 დამაბნეველი, თუმცა ძალიან მარტივი გამოცანა ტვინის გასავარჯიშებლად (+ პასუხები) 2020, 15 თებერვალი, 16:28 ზოგიერთი გამოცანა მარტივი ჩანს, თუმცა დაკვირვების გარეშე შესაძლოა სწორი პასუხი ვერ გასცეთ, ამიტომ უფრო მეტი ყურადღება გმართებთ. წარმოგიდგენთ 6 დამაბნეველ გამოცანას, რომლებსაც ასევე საინტერესო პასუხები გააჩნია. ![]() 1. თაროზე 5 ჩიტი ზის, რომლებსაც მონადირე შენიშნავს. მოიმარჯვებს თოფს და ესვრის, შედეგად 2 კვდება. რამდენი ჩიტი დარჩება? ![]() 2. ექიმმა დაგინიშნათ 3 მედიკამენტი, რომლებიც ნახევარ საათში ერთხელ უნდა დალიოთ. რა დრო გჭირდებათ იმისთვის, რომ სამივე წამალი მიზანშეწონილი გრაფიკით მიიღოთ? ![]() 3. შედარებით მარტივი კითხვა. თვეებიდან ზოგში 31, ხოლო ზოგში 30 დღეა. რომელ თვეშია 28 დღე? ![]() 4. თბილისიდან ავტობუსით 47 მგზავრი გადაგყავთ. მცხეთაში 9 მგზავრი კიდევ ამოვიდა, ხოლო 5 ჩავიდა. გორში კიდევ 8 მგზავრი ჩავიდა, 6 საპირფარეშოში გავიდა და ისევ მობრუნდა, ხოლო 5 წუთის შემდეგ, 4 ახალი მგზავრი ამოვიდა ავტობუსში. 3 საათის შემდეგ დანიშნულების ადგილას გაჩერდა ავტობუსი, საინტერესოა ვინ იყო მძღოლი? ![]() 5. აკვარიუმში 10 თევზია. აქედან 2 დაიხრჩობა, 4 ისევ დაცურავს, ხოლო 3 მოულოდნელად კვდება. რამდენი თევზი დარჩა აკვარიუმში? ![]() პასუხები:1- დარჩება ის ორი, რომელსაც მონადირე კლავს, დანარჩენები გაფრინდებიან. 2 - ალბათ უცებ თავში გაგიელვებთ 1 საათი და 30 წუთი, თუმცა ეს პასუხი მცდარია. სამივე მედიკამენტის მისაღებას საჭიროა ერთი საათი: 0- 30 - 60. 3 - 28 დღე ყველა თვეშია. 4 - რათქმაუნდა მძღოლი თქვენ ხართ! 5 - აკვარიუმში ისევ 10 დარჩება, რადგან მკვდარი თევზები ისევ აკვარიუმში იქნებიან. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<ქორწილის დღეს მიტოვებული პატარძალი - კამილას და ალეხანდროს დრამატული ისტორია ![]() მგელი ხროვას გამოეყო და ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა - კაცობრიობა ანადგურებს დედამიწას ![]() ჩვენი ბავშვობის მულტფილმების დასასრულები, რომელიც ტელეარხებმა არ გააშუქეს ![]() 7 გამოგონება, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს! ![]() "ნეტავ სულ არ მცოდნოდა" - მეცნიერულად დამტკიცებული 15 შემაშფოთებელი ჭეშმარიტება ![]() დასახელდა ყველაზე მიმზიდველი 5 მასწავლებელი - რომელია თქვენი რჩეული? ![]() სოფელი, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ - " მამაკაცების გარეშე ცხოვრება მშვენიერია" ![]() მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება, მაგრამ ავსტრალიამ უკვე გამოსცადა ჯოჯოხეთი დედამიწაზე ( + 27 კადრი) ![]() როგორ და რაში ხარჯავს ლიონელ მესი მილიონებს? ![]() მუშმალა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! ![]() 916 6-ს მოსწონს
|