x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
გენიოსთა აზრები
ეცადე მზის ამოსვლას დაესწრო რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მის ჩასვლას...

image

ღმერთს გული გრძნობს და არა გონება. / სტენდალი /


მოთმინება ისეთი უნარია, რომელიც მაშინ ამოიწურება, როცა ყველაზე მეტად არის საჭირო. / უილიამსი /



ნდობა არის ის გრძნობა, როცა მაშინაც უჯერებენ ადაიმანს, როცა იცი რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა. / მენეკენი /


შორეული მუდამ სანუკვარია, ვიდრე ახლობელი, ის რაც ხელზე ახლოა მუდამ მოსაწყენია!!!


ვისაც ნამდვილი სიყვარული განუცდია მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამ ქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც.

/ .გამსახურდია /


გიყვარდეს, არ ნიშნავს ერთმანეთის ყურებას, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით. / სანტ-ეგზიუპერი /


ერთგულება რომელიც მხოლოდ ვაივაგლახით შეიძლება შეინარჩუნო, ღალატს არაფრით სჯობს...


სიყვარული მეტია, ვიდრე სიტყვა

ზრუნვა უსიყვარულოდ უშედეგოა

პასუხისმგებლლობა უსიყვარულოდ თვალთმაქცობაა

სამართლიანობა უსიყვარულოდ გულქვაობაა

მეგობრობა უსიყვარულოდ მლიქვნელობაა

წესრიგი უსიყვარულოდ მეწვრილმანობაა

პატივი უსიყვარულოდ ქედმაღლობაა

ქონება უსიყვარულოდ სიხარბეა

რელიგია უსიყვარულოდ ფანატიზმია

სიყავრული იზრდება რწმენით

/ ძველი აღთქმა /


კაცი, რომელსაც არ ახსოვს თავისი წარსული, ჰგავს იმ ადამიანს, რომელმაც არ იცის საიდან მოვიდა და საით მიდის.

/ წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) /


ღვთისმშობელი მარიამი აპირებდა საქართველოში გამომგზავრებას, მაგრამ გამოეცხადა ძე მისი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე და უთხრა "ჰოი, დედაო ჩემო, მე არ უგულვებელ-ვყოფ ყველა ხალხზე უფრო საზეპურო(რჩეული) ქართველ ერს შენი მეოხებით, ხოლო შენ შენს ხვედრულ საქართველოში წარავლინე ანდრია პირველწოდებული, თან წარატანე შენი ხატი, რომელიც შენ პირზე დადებით გამოისახება, შენს წილად ის ხატი მკვიდრობდეს იქ, მათ მცველად უკუნისამდე!"

/ ქართლის ცხოვრება /


ისტორიკოსი წერდა ვახტანგ გორგასალზე: "მეფობდა ვითარცა ლომი შორის ცხვართა."


"ისე იცხოვრეთ, რომ ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის, რათა წარუვალი დიდება მოიპოვოთ"

/ ვახტანგ გორგასალი /


ბერძნული სამღვდელოება ყოველთვის ცდილობდა ქართული ეკლესიის შევიწროებას, ერთხელ სვიმონწმინდელმა ბერებმა ანტიოქიის პატრიარქს, თეოდოსის, მოახსენეს, რომ თითქოს საქართველოში მოციქულებს არ უქადაგიათ, მცირერიცხოვანი არიან და თქვენ უნდა გემორჩილებოდნენო.პატრიარქმა იცოდა რომ გიორგი მთაწმინდელი ანტიოქიაში ქართული ეკლესიისა და მეფის წარგზავნილი დიპლომატი იყო.მან იგი თავისთან იხმო და უბრძანა შეეთვალა მეფისთვის, რომ საქართველოს ეკლესია ანტიოქიის ეკლესიისთვის დაექვემდებარეინა, მაშინ გიორგი მთაწმინდელმა მოითხოვა წიგნი –" მიმოსვლა ანდრია მოციქულისა", და მოახსენა, რომ პატრიარქი ბერძენმა ბერებმა შეცდომაში შეიყვანეს.საქართველოში იქადაგა არა ერთმა, არამედ რამდენიმე მოციქულმა ანდრიამ, მატათამ, სვიმონ კანანელმა, ბართლომემ, თომამ და თადეოზმა.აქედან ორი მოციქული სვიმონი და მატათა საქართველოში განისვენებს.თქვენ ამბობთ, რომ პეტრე მოციქულის ტახტზე ზიხართ, ჩვენ კი _ ანდრია მოციქულისა.ანდრია პეტრეს უფროსი ძმაა და ამიტომ ჩვენ კი არ უნდა გემორჩილებოდეთ თქვენ, პირიქით, კეთილი ინებეთ და თქვენ დაგვემორჩილეთ ჩვენ, როგორც უმცროსი ძმა უფროსს.Pპატრიარქი მიხვდა.რომ ღვთის მადლი სუფევდა ბერთან.ბერძენ ბერებს გაოცებით შეხედა და უთხრა "ხომ ხედავთ რამდენი ვართ, ერთი კი გვამარცხებს, იმიტომ, რომ ჭეშმარიტება მის მხარეს არის."პატრიარქმა თეოდოსიმ დასაჯა ბერძენი ბერები, გიორგი მთაწმინდელი კი იმ დღიდან გვერდიდან არ მოუცილებია.ასე იხსნა საქართველოს ავტოკეფალია გიორგი მთაწმინდელმა.


ბერი უფსკრულია _ მოთმინებისა, ზღვა _ სიმდაბლისა და ოკეანე მორჩილებისა.


"ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, " _ და ვაი თქუენდა, რომელნი იცინით.


დაბლობში მდებარე მინდვრები თითქმის ყოველთვის უხვი და მოსავლიანია, მაღალი მთები კი უმეტეს წილად გამოფიტული და უბარაქოა. ასევე მაღლად აწეული თავთავი მუდამ ცარიელია, ხოლო რომელსაც თავი აქვს დახრილი, მასში ბევრი მარცვალია. გქონდეთ დამდაბლებული გული და გამდიდრდებით ყოველივე ხსნისათვის საჭიროთი.


გულით ლოცვა _ ეს არის ჩურჩული ქრისტესთან.


უფალმა კვართი ჩაგვაბარა და ღვთისმშობელს მიგვაბარა.


უფალი ამბობს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე."


"სიმამაცე ის არის, როცა მარტო შენ იცი თუ რა მწარედ გეშინია"


"ქალი ეს ის ვერცხლის თასია, სადაც მამაკაცმა ოქროს ვაშლები უნდა დააწყოს."

/ გოეთე /


"ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა _ მიანიჭოს ადამიანს სიხარული და შთაბეროს მას მხნეობა"

/ კოტე მარჯანიშვილი /


"კალამი სულის ენას წარმოადგენს"

/ მიგელ დე სერვანტეს საავედრა /


სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად.

/ მიგელ დე სერვანტეს საავედრა /


მეუფება ერისა რჩეულთა საქმეა და არა ყოველთა.


"როგორ შეიძლება გაანათლოს ვინმემ ერი, რომელმაც ვეფხისტყაოსანი იცოდა ზეპირად, ერი შეიძლება გაანათლოს მისმა სულიერმა მოძღვარმა."

/ სანდრო ბარათელი (ფილმიდან "მონანიება") /


"ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია"

/ ბერი გაბრიელი /


"ქართული ენა _ ეს ღმერთების ენაა"

/ იოანე ზოსიმე /


"ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან"

/ ილია მართალი /


ჩვენი წინაპრები ამბობდნენ: "ადამიანმა ქართული მიწა რომ აიღოს და ხელი მოუჭიროს, ქართული წმინდანების სისხლი გამოუვაო."


"და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია"

/ იოანე 1, 5. /


"კაცი მაინც იმით იზომება, რამდენს იტვირთებს ცხოვრებაში"

/ "როცა აყვავდა ნუში" (ქართული ფილმი) /


"ადამიანი სიცოცხლეს მაშინ აფასებს, როცა სიკვდილი ემუქრება"

/ "ლეონი" (ფრანგული ფილმი) /


ქვეყანა ვისია? ყოველივე ჩემიაო – ამბობს ოქრო.

ყოველივე ჩემიაო _ იძახის ხმალი.

ყოველსფერს ვიყიდიო _ მოჰკვეხს ოქრო.

ყოველსფერს ხელში ვიგდებო _ იძახის ხმალი.

ვითამ ეგრეა? არა მგონია. ჩვენის ფიქრით,

თავმოწონებულს ოქროსა და გაზვიადებულს ხმალს,

ამ ორს პატიოსანს მეტოქეს, დაჰვიწყებიათ, რომ ქვეყანაზედ

მაგათ გარდა არის ერთI კიდევ რაღაცა, რომელსაც

თუ არა პირველი, უკანასკნელი ადგილი არ უჭირავს

ქვეყნის განაწილებაში. მართალია, ის ერთი რაღაცა

ქედმოხრილია. ჩუმი, წყნარი, უწყინარი, ტანად მრუდე,

მაგრამ გულით მართალი და პირად ბრწყინვალეა.

იგი ხმაამოუღებლივ, ხმაგაკმედილი, ფეხმძიმედ დაიარება

ქვეყანაზედ: არც ჰკვეხს, არც ბაქიაობს, არც არავის ერჩის,

არც არავის ეცილება და საქმობს თავის-თავად დინჯად,

აუშფოთებლად, სულ მუდამ და დაუძინებლივ. იმას რომ

ერთს ბეწო ხანს ჩასთვლიმოს, არც ოქროსღა ექნება რამე

სასყიდელი და არც ხმალს მოსატაცებელი. იმას რომ ერთს

ბეწო ხანს ჩასთვლიმოს-მეთქი, არ ვიცი ქვეყანას

რა დაემართებოდა, ტუნდა ოქროს მთები იდგეს და ხმლების

ტყეები. უიმისოდ ოქროს ქვეყანაზედ მოედანი არა აქვს და

არც თითონ ძალოვან ხმალს დიდი და ხანგრძლივი მანძილი.

ის ერთი რაღაც _ გუთანია. / /



"ბედნიერება ეს არის სიამოვნებაში სიამოვნებით სიკვდილი."


"რა აზრი აქვს გზას, თუკი ის ტაძართან არ მიგვიყვანს."

| "მონანიება" ქართული ფილმი |


ვისაც რომ სამშობლო უყვარს,

სიცოცხლე მისთვის ომია.

/ ვაჟა-ფშაველა /


დედამიწაზე მთავარი სულ ოთხი კითხვა არსებობს:

რისან შედგება სული?

რა არის საიდუმლოება?

რად ღირს ცხოვრება?

რისთვის ღირს სიკვდილი?

პასუხი ერთია _ სიყვარული

დონ ჟუან დე მარკო (მხატ. ფილმი)


“სიგიჟეს თავისი სიამოვნება სდევს თან, რისი შეგრძნებაც გიჟს ძალუძს მხოლოდ.”

დრაიდენი


“ცხოვრება მოკლეა, ხელოვნება _ მარადიული”

ჰიპოკრატე


“ღმერთი განსაკუთრებით მფარველობს მთვრალებს, გიჟებს და ამერიკის შეერ­თებულ შტატებს” - ბისმარკი

ქაშაყი შეიძლება გამხდარიყო დელიკატესი, უფრო ცოტა რომ ყოფილიყო.

ქალის და კაცის მეგობრობა მაშინვე იხევს უკანა პლანზე როცა მზე იწყებს ჩასვლას.

ალბერტ აინშტაინი: “ნაციონალიზმი ეს არის სიყრმის სახადი, ადამიანთა მოდგმის წითელა.”

კონსერვატორების აზრით, ხალხი, რომელსაც წარსული არ ახსოვს, არის ხალხი მომავლის გარეშე.

აღმოსავლური ანდაზა: “ ვინც წარსულს პისტოლეტიდან ესვრის, მას მომავალში ქვემეხიდან ესვრიან.”

არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს.

შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.

ზვავის შემადგენელი თოვლის ფიფქი არასდროს გრძნობს პასუხისმგებლობას.

/ვოლტერი/

თუ ლამაზი რამის დაკიდვა გინდათ კედელზე, ჯობს სარკე იყიდოთ.

სემინარები ტვინს აჩლუნგებს, შემოქმედებით ნიჭს კლავს.

გაწონასწორებულობა ეს არის მდგომარეობა, როცა არ არსებობენ გამარჯვებულები და დამარცხებულები.


იღბალს მამაცები უყვარს.

ადამიანის ხმა ყველგან შეიძლება გაიგო, მაშინაც კი როცა ის ჩურჩულებს მისი ხმა უფრო გასაგებია, ვიდრე ათასი შეიარაღებული ჯარისჯაცისა თუ ის სიმართლეს ამბობს.

თუ წინ წავედი მომყევით, თუ უკან დავიხევ მესროლეთ, თუ მომკლავენ შური იძიეთ.

ის რაც არ კლავს, აძლიერებს.

2
9411
9-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
9411
  
2013, 20 იანვარი, 19:00
მეც 100% ვეთანხმები.
2012, 9 აგვისტო, 17:22
"ის რაც არ კლავს, აძლიერებს." სრულიად 100% ვეთანხმები და ვიცი რომ ასეა....
0 1 2