x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 ყველაზე საინტერესო ფაქტები ჩვენი პლანეტის შესახებ

ადამიანს, ფიზიკურად, არ შეუძლია ყველაფერი იცოდეს. ხოლო აქ, თქვენ ყველაზე საინტერესო ფაქტებს შეიტყობთ, ჩვენი პლანეტის შესახებ:


საჰარა, ოდესღაც, ტროპიკები იყოimage


როგორც მეცნიერები ამბობენ, სულ რაღაც, 6000 წლის წინ, ადგილი სადაც ახლა საჰარის უდაბნოა, ბალახით და ხე–მცენარეებით იყო დაფარული. მაგრამ, კლიმატის ცვლილებამ, ლანდშაფტის ცვლილება გამოიწვია და აღნიშნული ტერიტირია ქვიშიან უდაბნოდ აქცია. კვლევის შედეგების თანახმად, ასეთი რადიკალური ძვრები ბუნებაში, დაახლოებით, 23 000 წელიწადში ერთხელ ხდება.


ზღვები და ოკეანეები ერთმანეთს არ ერევა
image


იმის თქმა, რომ აბსოლუტურად არ ერევა — შეცდომა იქნება. წყალი მაინც თხევადი სტიქიაა. მაგრამ, შერევა იმდენად უმნიშვნელოა, რომ შეგვიძლია საწინააღმდეგოც ვამტკიცოთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მეცნიერთა ვერსია ასეთია: გიგანტური წყლის მასებს, სრულად შერევის საშუალებას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში დინების სხვადასხვა მიმართულები არ აძლევს, ამ უკანასკნელის მიზეზი კი, კორიოლისის ძალაა.


ეგვიპტის პირამიდის თავზე ტაძარი იყო?!

image


ჩვეულებრივ, როდესაც მშენებლობას ასრულებენ, სულ ბოლოს ზედა ნაწილს აშენებენ. ასე იყო ძველ ეგვიპტეშიც. ე. წ. ზედა ქვა, ყველაზე მნიშვნელოვანად ითვლებოდა და ხშირად, ძვირფასი ქვიდან ან თუნდაც, ოქროსგან მზადდებოდა. ხეოფსის პირამიდა კი — წვეტის გარეშე არის. ის ყოველთვის ასეთი იყო, თუ ზედა ქვა მოიპარეს, არავინ იცის. მაგრამ, არსებობს ინდორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ მას, ახ. წ. აღრ. I საუკყნეში, წვეტი უკვე აღარ ჰქონდა. შესაძლებელია, რომ ყველაზე დიდი პირამიდის თავზე, ტაძარიც ყოფილიყო, რომელიც, დროთა განმავლობაში, დაინგრა.



ყინულის ბურთულები — მითი არ არისimage


არქტიკისა და ანტარქტიდის კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ეს მეტად იშვიათი მოვლენაა, რომელიც ძლიერი ქარის გამო წარმოიქმნება — ქარი თოვლს მიწიდან იტაცებს, მას გუნდად აქცევს და ზემოდან აპრიალებს. ამის შემდეგ, ბურთულები შეიძლება სანაპიროზე დაგროვდეს. ამასთან, ზოგიერთის დიამეტრი, შეიძლება, 50 სმ–ც იყოს.


«ჯვარედინი» ან კვადრატული ტალღებიimage


ეს ლამაზი და ძალიან იშვიათი ფენომენია, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ზღვაზე მართი კუთხით მოძრავი, ტალღების ორი სისტემა იქმნება. ზოგიერთი ტალღა ქარით არის გამოწვეულია, სხვები კი — ბუნებრივი პირობებით. შედეგად, ზღვის ზედაპირი ისე გამოიყურება, როგორც ბადე. მოვლენა ძალიან ეფექტურ და ლამაზია, მაგრამ, ამავდროულად, სახიფათოც. ასეთ ტალღებს, შეუძლია გემის გადაბრუნება ან მისთვის კურსის არევა. ხოლო, ადამიანი შეიძლება დაიხრჩოს კიდეც, რადგან მსგავს სიტუაციაში, ნაპირამდე მისვლა ძნელია.


image


imageimageimageimage




1
653
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
653
  
2023, 28 იანვარი, 23:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1