x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508424
რატომ იყიდებოდა საბჭოთა კავშირში რძე სამკუთხა პაკეტში?
image

თავის დროზე სსრკ-ში რძე იყიდებოდა სამკუთხა მუყაოს პაკეტებში, ეს იყო ძალიან უჩვეულო შეფუთვა - ისინი წარმოუდგენლად ერგონომიული და მოხერხებული იყო გადატანისას და კიდევ უკეთესი უტილიზირებისათვის გამოყენების შემდეგ, თანაც ეკოშეფუთვით!

ერთი მინუსი ჰქონდა, ზოგჯერ კუთხეები კარგად არ იყო შეწებებული და რძე ჟონავდა.

image


მაინც საიდან იწყება სამკუთხა პაკეტის ისტორია?მისი ხაზი საბჭოთა კავშირმა შვედურ კომპანია Tetrapack-გან შეიძინა, ხოლო სამკუთხედი შეფუთვის იდეა ეკუთვნოდა Åkerlund & Rausing-ის ლაბორანტს, ერიკ ვალენბერგს.

დადის ხმები, რომ სამკუთხა მუყაოს პაკეტის გამომგონებელმა ფრანგულ ჟურნალში ამოიკითხა სტატია, სადაც ეწერა, რომ ნებისმიერი პირამიდის ფორმის ნივთის შიგნით, რისგანაც არ უნდა იყოს დამზადებული, საოცარი ენერგია ბუდობს. და თითქოს სხეული იქ ინარჩუნებს მარადიულ ახალგაზრდობას, სწორედ ამიტომაა, რომ მუმიები ათსწლეულობით ინახებოდნენ, მაშინ რატომ არ შეიძლება პროდუქტი პირამიდის ფორმის პაკეტებში ინახებოდეს?

image

გამომგონებელი ერიკ ვალენბერგი იმასაც ამტკიცებდა, რომ სამკუთხა ფორმის ჭურჭელში შენახული რძე უფრო დიდხანს ინახებოდა.

ასე დაიწყო შვედეთში კომპანია AB Tetra Pak-მა 1944 წელს სამკუთხა ფორმის პაკეტების გამოშვება, მალე პატენტი იყიდა საფრანგეთმაც.(1952 წელს)

image

მალევე საბჭოთა კავშირმაც შეიძინა სამკუთხა პაკეტების პატენტი და 1959 წლიდან დაიწყო მასიური წარმოება, ზუსტად ამავე წელს შვედურმა კომპანიამ უარი თქვა სამხუთხა პაკეტებზე და შეწყვიტა მისი წარმოება, მიზეზი რამდენიმე იყო, ის, პირველი ის, რომ სამკუთხა პაკეტებში რძე უფრო დიდხანს არ ინახებოდა და მეორეც მისი დისტრიბუცია მარკუთხა ყუთებით საკმაოდ არარენტაბელური იყო.


საბჭოთა კავშირში კი პირამიდის ფორმის შეფუთვა 1980-იანი წლების შუა ხანებამდე გამოიყენებოდა. შვედური ხაზი აქ კიდევ უფრო უარესად მუშაობდა - კიდეები მჭიდროდ შეკრული არ იყო, რის გამოც ხშირად რძე ჟონავდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პარალელურად რძე მინის ბოთლებშიც ისხმებოდა.

დღეს უფროსი თაობა ნოსტალგიურად იხსენებს წითელ-თეთრ-ცისფერ სამკუთხა პაკეტებს მხოლოდ იმიტომ, რომ ნამდვილად ნატურალური რძე ესხა შიგნით.

image

2
1241
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1241
  
2020, 14 იანვარი, 3:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 10 იანვარი, 1:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2