სხვა დამღალეთ! (უბრალო ჩანაწერი) 2012, 4 აგვისტო, 19:29
ისევ ის მძიმე გაურკვევლობა ჩადგა ჩემსა და შენ შორის..არადა, თითქოს ყველაფერი მოგვარდა..მეც გამოვუტყდი ყველას რომ შეყვარებული ვარ და შენც..ახლა კი..ისევ ის პრობლემები, ვიქნებით კი ერთად?!..გავცივდი ყველაფრის მიმართ.. დღეს გადავწყვიტე ჩემი ცხოვრებაგამეხალისებინა, სიახლეები შემეტანა, ვარჯიშიც კი დავიწყე(არადა, შენ ხომ იცი როგორ მეზარებოდა ეს), მაგრამ ახლა თავს მართლაც ვერ ვგრძნობ ხალისიანად...არ ვიცი უნდა დაგელოდო თუ არა..არ ვიცი ეს "მე შენ მიყვარხარ" გამომშვიდობების წინ ნათქვამი სიტყვებია, თუ უბრალოდ დასამშვიდებელი..არა, ახლა არაფერი არ ვიცი და არც მინდა კითხვები დავსვა..ხალხო, საზოგადოებავ, მე დავიღალე! დამღალა ამ უაზრო ერთფეროვნებამ, რამდენჯერ ვცადე რამე ორიგინალურის მოფიქრება, მაგრამ არაფერია ისეთი რაც არავის გაუკეთებია, დამღალა ყოველდღე ერთი და იგივე ადამიანებმა და მათმა მეწვრილმანეობამ, დავიღალე გამუდმებული შიშით, დავიღალე მოლოდინით, იმაზე მსჯელობით რაც ისედაც ნათელია, მაგრამ ყველა თავისას "აწვება", ვინ უფრო ორიგინალურად იტყვის სათქმელს..დავიღალე იმით რომ ყველას პრობლემები გაქვთ, დავიღალე ქუჩაში მოწყენილი სახეების ყურებით, მართალია ადრინდელთან შედარებით თბილისი გაფერადდა და ეს კარგია, მაგრამ რა ვქნა, ამ სიჭრელემაც დამღალა...ჩემთვის მინდა ვიყო, ნაცრისფერ ბურუსში გახვეული ყოველგვარი კითხვებისა და პასუხისმგებლობის გარეშე, ერთი ჭიქა ყავით ხელში... P.S ეს არც ჩანახატია და არც სხვა რამ..უბრალოდ ბოღმა მახრჩობს და რომ არ ვთქვა არ შემიძლია.. 63 6-ს მოსწონს
|