x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა განსხვავებაა პეპსი-კოლას და კოკა-კოლას შორის - საინტერესო ფაქტები სასმელების შესახებ

I. ერთადერთი განსხვავებაა პეპსი-კოლას და კოკა-კოლას შორის, ის არის, რომ პეპსიში ლიმონმჟავას ამატებენ, ხოლო, კოკა-კოლაში - არა. დიახ, განსხვავება არის, მაგრამ ის - უმნიშვნელოა.


image


II. პეპსი-კოლას მიერ წარმოებული მაუნთინ დიუ - ფაქტობრივად, ფორთოხლის წვენია, სიმინდის სიროფით და გლუკოზის მაღალი შემცველობით.


image


III. ალკოჰოლური სასმელებიდა, წითელი ღვინო ყველაზე მეტად იწვევს ძილიანობას. ასე, რომ, თუ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, მოდუნების სურვილი გაგიჩნდებათ - უმჯობესია, 1 ბოკალი წითელი ღვინო დალიოთ, ვიდრე 1 ბოთლი ლუდი ან ჭიქა არაყი.


image


IV. თავდაპირველად, ვისკი ისეთივე გამჭვირვალეა, როგორც არაყი - მას ყავისფერ ფერს ხის კასრი აძლევს, რომელშიც სასმელის დაძველება ხდება, მის ბოთლებში ჩამოსხმამდე.


image


V. კომპანია კოკა–კოლა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, 3500-მდე დასახელების გამაგრილებელ სასმელს აწარმოებს. ასე, რომ, დღეში ერთი სასმელი რომ დააგემოვნოთ, ყველას გასასინჯად, 9 წელი დაგჭირდებათ. განსაკუთრებით საოცარია აზიის ბაზრებისთვის განკუთვნილი სასმელების გემო: აქ ტრადიციული ხილის გემოების გარდა, შეიძლება შეხვდეთ იოგურტის, ყველის, თევზის, კიტრის გემოს და მწვანე ჩაის უამრავ ვარიაციას.



image


VI. თუ რამე ძალიან მწარე მიირთვით, რძე დააყოლეთ: ცხიმი, რომელსაც რძე შეიცავს, ანეიტრალებს კაპსაიცინის ეფექტს. სწორედ ეს ნივთიერება მოქმედებს პირის ღრუს რეცეპტორებზე და წვის შეგრძნებას იწვევს.


image


VII. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლიქიორი ბაიჯიუ არის — მარცვლეულისგან დამზადებული, 50–55% სიმაგრის თეთრი ლიქიორი. იწარმოება ჩინეთში და იქ ის ტრადიციულ სასმელად ითვლება. საგემოვნო თვისებებით, მას არაყის გემო აქვს, მოხმარებით კი — ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად გაშლილ სუფრას ამშვენებს: ქორწილიდან დაწყებული — წარმატებული ბიზნეს–გარიგებით დასრულებული.


image


image


imageimageimageimage



1
411
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
411
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1