x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბეტი პეიჯი - სკანდალურად ცნობილი მოდელი, რომელსაც მონროსთან რომანს მიაწერენ

image


1923 წელს ამერიკულ ქალაქ ნეშვილში, ერთ მოკრძალებულ ოჯახში გოგონა დაიბადა, რომელსაც ბეტი დაარქვეს, როდესაც გოგონას 10 წელი შეუსრულდა, მშობლები განქორწინდნენ, მას შემდეგ პატარა ბეტი იძულებული იყო ორ უმცროს დაზე თავად ეზრუნა.



imageimage


ალბათ, რომ არა ეს გარემოება, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბეტი პეიჯის სახელი ოდესმე გაგვეგო. სხვათა შორის, სწორედ ამ პატარა გოგონამ, მოგვიანებით ამერიკაში ნამდვილი სექსუალური რევოლუცია მოახდინა.


image

image


50-იანი წლების დასაწყისში ბეტიმ ეროტიკული ღია ბარათებისთვის პოზირება დაიწყო, რომელსაც "პინ - აპის" სტილის ფოტოსესიებსა და ფეტიშ - გადაღებებში მონაწილეობა მოჰყვა, შეიძლება თამამად ითქვს, რომ ბეტი პეიჯი იმ პერიოდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო.



imageimage


მას თითქმის ყველა დამწყები მოდელი ბაძავდა, ხოლო ფოტოგრაფები, სილამაზის ეტალონად აღიარებული, "პინ -აპის" სტილის დედოფლის ხელში ჩაგდებას ყველა არსებული მეთოდით ცდილობდენ.


imageimage


50 -იანი წლების ლეგენდარული ფოტომოდელი და მსახიობი იმ ეპოქის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ჟურნალებისთვის პოზირებდა, რომელთა შორის, რაღა თქმა უნდა "მისი აღმატებულება" თვით "Playboy" - იც იყო. ბეტის ბობოქარი პირადი ცხოვრების გარშემო არაერთი ლეგენდა დადიოდა, იმასაც ამბობდნენ, რომ "პინ - აპის" ტიტულოვან დედოფალს ურთიერთობა მერილინ მონროსთანაც ჰქონდა. სამწუხაროდ როგორც მონროს შემთხვევაში, წარმატებას არც ბეტისთვის მოუტანია ბედნიერება.


imageimage



მრავალრიცხოვანმა ქორწინებებმა და საეჭვო რეპუტაციამ ვარსკვლავის ფსიქიკური ჯანმრთელობა საბოლოოდ შეარყია, ექიმებმა მას პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, რომლის გამოც ფოტოგრაფების მუზა იძლებული იყო სიცოცხლის ბოლომდე ფსიქიატრების ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყო.


imageimage

ერთ დროს წარმატების მწვერვალზე მყოფი, კაშკაშა ფოტომოდელის ვარსკვლავი მოულოდნელად, 2008 წლის 11 დეკემბერს სამუდამოდ ჩაესვენა. 50 - იანი წლების ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონი - ბეტი პეიჯი 85 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.



image




0
1137
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1137