"თამარ ჩერგოლეიშვილს - ტროლებისა და ბოტების ფაბრიკა-ქარხნების დირექტორობა გადავულოცე!
გიგა ბოკერიას ცოლმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გააყალბა!დატროლა ორიგინალი სთეითმენტის თარგმანი და სააგენტო "ტაბულას" - ფეიკ ნიუსი დაადებინა!
Tamara Chergoleishvili - შენ თუ ამ ტექსტში არ ანახებ ერს სიტყვას "დაჟინებით" - ამ წუთიდან, პირადად მე გნიშნავ ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის დირექტორად!სიტყვა - "დაჟინებით" - რატომ ჩაამატე გოგო? მთელ "ტაბულაში" - ერთი თანამშრომელი როგორ არ აღმოჩნდა, რომელიც მთლად სახდეპის განცხადების გაყალბებას გაგიპროტესტებდა მაინც. ამერიკას უყალბებ პოზიციებს შე "პროდასავლურო?", “ - წერს კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში და მტკიცებულებად ორიგინალ ტექსტს და შესაბამის სქრინებს აქვეყნებს, სადაც დასტურდება, რომ სიტყვა ნამდვილად ჩამატებულია.
ობიექტურობისთვის კი საჭიროა ვთქვათ, რომ ორიგინალში ნათქვამი Urge ნამდვილად ნიშნავს დაჟინებით მოთხოვნას, ან ისეთ თხოვნას, რომელიც "უნდა" შესრულდეს.
ამათი "ლაქია" დედები ვატირე, გინდ "პროდასავლურის" და გინდ "პროაღმოსავლურის"("პრო" მაინც პროა რა), მაინც თავად როგორც უნდათ, ისე უბერავენ...
და სულ სხვა თემაა, ზოგადად ვინაა უცხო სახელმწიფო, თუნდაც აშშ, რამეს რომ გვთხოვს?
ისე კი, რასაც გვთხოვენ, ჩვენთვის მართლაც უკეთესია!