საზოგადოებრივი მანგური - სვანური ფოლკლორი 2019, 24 დეკემბერი, 7:16 მანგური არის სახალხო გმირი, უძლეველი ვაჟკაცი სვანურ სიმღერა-ბალადებში. მისი ერთ-ერთი საგმირო საქმე, ხალხში ასეა შემორჩენილი: მე გახლავართ შავი მანგურ, შინ მოვდივარ შორი გზიდან, მოვდივარ და მოვიმღერი, არ მოველი არსით ხიფათს. რა ვიცოდი ცენის ხევი იქნებოდა მტრებით სავსე, რომ მივედი სეტყვასავით დამაყარეს ტყვია ცხარე. შიშის ზარი უნდათ დამცენ, ვერ მიცნობენ მანგურს კარგად, ქვიდან ქვაზე, კლდიდან კლდეზე, ვხტივარ, როგორც შავი ეშმა. მე გასწავლით, ნაბიჭვრებო როგორ უნდა თოფის სროლა. შეწყდა ტყვიის ჩქამი უცბათ, თეთრი კვამლი გაიფანტა. ხევი ვნახე ამღვრეული, მღვრიე იყო წითელ ფერად, თქვენი თეთრი თავის ქალა გველებს მიაქვთ საბუდარად, თქვენი თმები თაგვებს მიაქვთ სოროებში ჩასაფენად. თქვენი ძვლები ორბებს მიაქვთ ორბებს მიაქვთ ცხრა მთის გაღმა, ცხრა მთის იქით, ჰალიბ ქალაქს, ვაჰ, რამდენი თეთრი ქალი ტანთ ჩაიცვამს გლოვის კაბას! ვაჰ, რამდენი თეთრი ქალი დაიხოკავს გულ-მკერდს ლამაზს, ცხარე ცრემლით ატირდება, შეღებილი წითელ-შავად. ასე ვიცი მანგურ-შავმა." (სვანურიდან ქართულად თარგმნა დავით წერედიანმა). თეთრი მანგური - მამაცი მონადირე, რომელიც სავებმა (მუსლიმებმა) მოკლეს. მისმა სატრფომ, დალმა კი თმა გადაუსვა და გააცოცხლა. წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი მეორე) 6. ნაციზმი 7. ჰიტლერი 8. რელიგია 9. პარანორმალი 10. მეცნიერება 11. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 12. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე 83 1-ს მოსწონს
|