x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რუსეთმა სომხეთს გადასცა იარაღი, რომელიც ჯერ თავად არა აქვს მიღებული შეიარაღებაში

image დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა სურათი, სადაც ის " КАМАЗ"-ის ფონზე დგას. უდაბნოს ფერებში შეღებილი მანქანები სამხედრო დანიშნულებისაა და ისინი სომხეთს გადასცა რუსეთმა.
წუხელ საქართველოს გავლით გადაფრენილმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა ერევანში ჩაიტანა (რუსების თქმით მსოფლიოში უანალოგო) საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები "Тор-М2КМ", რომელთა ერთადერთი ოპერატორი ჯერჯერობით მხოლოდ სომხეთია.
თავად რუსეთსაც არა აქვს აღნიშნული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ბორბლებიანი შასით შეიარაღებაში.
რუსული ვერსია "Тор-М2" მუხლუხებიან შასზეა და სირიაშია რუსეთიდან გადასროლილი.
გაშლილ მდგომარეობაში რუსეთის შეიარაღებაში არსებული აღნიშნული კომპლექსი მუხლუხებიანი შასით სირიაში ასე გამოიყურება.
image "Тор-М2"-ის ჩატანა იმ ერთადერთი ერთეულის გარდა, რომელიც ადრევე იქნა ჩატანილი "ჰმეიმის" საავიაციო ბაზაზე არ იგეგმებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა-ბაზაზე ტერორისტების მიერ ხის და პლასტიკატის მასალებისაგან დამზადებული დრონებით იერიშის მიტანა, "Панцирь-С1"-მა დრონები ფრინველების გუნდად ჩათვალა და რეაგირების გარეშე დატოვა, "Тор-М2"-მა კი სწრაფად "გაშიფრა" მფრინავი საშუალებები და ცეცხლიც გაიხსმა.
image "Панцирь-С1" და "Тор-М2"0ი სირიაში ჰმეიმის საავიაციო ბაზას იცავენ.
ეს კი სომხეთისათვის გადაცემული სამხედრო ტექნიკა.
imageimageimageimage ამ დღეებში კი სომხეთში გადაფრინდება ორი გამანადგურებელი "Су-30СМ".
ბორტი 30 და ბორტი 31 გააძლიერებს სომხეთის საჰაერო სივრცის დაცვას.

P.S
ცხადზე უცხადესია იარაღი სომხეთს გადაეცა რეგიონში რუსეთის ერთადერთი მოკავშირის გასაძლიერებლად, მაგრამ ისიც ცხადია, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსაც და გამანადგურებლებსაც მოემსახურებიან ისევ რუსები.



0
1354
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
1354