x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მინოტავრი - კოლხი ურჩხული
მინოტავრი - კოლხი ურჩხული


მინოტავრი (Minotauros, Minotaur - "მინოსის ხარი") იყო კაცისტანიანი და ხარისთავიანი ურჩხული, რომელიც პოსეიდონის ხართან შეუღლებულმა კრეტის კოლხმა დედოფალმა, პასიფაემ შვა. ლაბირინთში დაბმული ხარ-კაცი მეფე მინოსის მიერ მსჯავრდებული ადამიანების ხორცით და მოხარკე ათენიდან ჩამოყვანილი ქალ-ვაჟებით იკვებებოდა, რაც მას ფინიკიელთა მოლოხს ამსგავსებს. მოლოხსაც ხარის თავი ება და მსხვერპლად ადამიანს ითხოვდა.


მინოტავრი - კოლხი ურჩხული


მინოსისა და მინოტავრის კულტი ეგვიპტური რელიგიის ზეგავლენის კვალსაც ატარებს: ადამიანისა და ხარის გაღმერთება, რაც მსხვერპლად ადამიანს ითხოვდა. გმირმა თეზევსმა მოკლა მინოტავრი. ეს უბრალო ზღაპარი როდია. ამით ნათქვამია, რომ ბერძნულმა კულტურამ განდევნა ფინიკიურ-კრეტული კულტი, ადამიანის მსხვერპლად შეწირვის წესი.



მინოტავრი - კოლხი ურჩხული


დიდმა ხელოვნებამ მინოსის თემიდან უპირატესად მინოტავრის ფენომენი შეარჩია. ეტრუსკული საფერფლე ურნა გვაუწყებს, რომ მინოსი აღაშფოთა მისი ცოლის ნაშობმა ურჩხულის ხილვამ (პასიფაე ყრმა მინოტავრით ხელში). თეზევსი კომბლით კლავს ურჩხულს ეპიქტეტეს ფიალაზე (ლონდონი), კერბერის მხატვრის წითელფიგურიან ფიალაზე (ლუვრი), პომპეის ფრესკაზე (ნეაპოლი), ათენის საგანძურის მეტოპზე (დელფო და ათენის თეზეიონი).


მინოტავრი - კოლხი ურჩხული


კრეტულ მონეტებზე და რომაელთა ნიშნებზე ხარკაცის უამრავი ასეთი გამოსახულებაა. ბრწყინვალე სურათია ერთ ანტიკურ ჰიდრიაზე: თეზევსი მახვილს უყრის ყელში, დაწინწკლულ, ტიტველ, კუდიან ადამიანს, რომელსაც ხარის თავი აქვს (ძვ.წ. მე-6 საუკუნე). კაროლინგების ჟამიდან სრულდება უამრავი ილუსტრაცია თეზევს-მინოტავრის თემებზე, ლაბირინთის სცენებზე. ზოგგან მინოტავრს ხარის ტანი და კაცის მკერდი აქვს, კენტავრს ჰგავს (1120 წ.). დანტეს ჯოჯოხეთის აღწერილობას შეესაბამება ფრთოსანი ხარი. შედარებით იშვიათია პლასტიკაში ურჩხულის მოკვლის სცენა, მაგრამ ესეც შეასრულა დიდმა კანოვამ (მარმარილოს ჯგუფი, 1783, ლონდონი).


მინოტავრი - კოლხი ურჩხული


პიკასომ მთელი ციკლი შექმნა (მინოტავრომაქია, მეოცნებე, ტყვე მინოტავრი). ეს მნიშვნელოვანი ნაშრომებია. და მაინც, მინოტავრი პიკასოსთვის ხარის ერთ-ერთი სახეობაა, სინათლისკენ ისწრაფვის. ერნსტმა 1944-48 წწ. შექმნა ბრინჯაოს ჯგუფები. ამრიგად, კრეტის ხარი, მინოსის ურჩხული დღემდე რჩება მსოფლიო ხელოვნების ინტერესის საგანი.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


მინოტავრი - კოლხი ურჩხული



საინტერესო სტატიები კოლხეთის შესახებ:


1. იბერო-კოლხების განსახლების არეალები ნაწ. I

2. იბერო-კოლხთა განსახლების არეალები ნაწ. II

3. იბერო-კოლხური ტომები კავკასიაში, მცირე აზიასა და ევროპაში

4. იბერო-კოლხური ევროპა

5. კოლხური ქალღმერთი რეა-კიბელე, იგივე ფასიანე

6. კოლხური ქალღმერთი ფასიანე - დიდი დედის პანევროპული კულტი

7. კორიბანტები - კოლხი ქურუმები

8. კვირბები - კოლხური ტექსტები

9. კოლხთა დამწერლობის ნიმუშები

10. მინოსური წარწერები - კოლხური ტექსტები

11. რა წერია ფესტოსის დისკოზე?

12. კოლხეთის სამეფო

13. ლაზიკის სამეფო

14. პონტოს სამეფო

15. ტრაპიზონის იმპერია

16. კოლხური კულტურა

17. 6000 წლის წინანდელი მეტალურგიის კერა კოლხეთში

18. კოლხეთის ტერიტორიაზე საპიენსები ჯერ კიდევ 500 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ

19. მსოფლიოს პირველი მკერავები კოლხეთის ტერიტორიიდან

20. უძველესი ქართული საგანძური, სადაც კოლხური კულტურის წილი საკმაოდ დიდია

21. უძველესი ქართული საგანძური - დიდწილად კოლხური არეოლოგიური ნიმუშები

22. ეგვიპტელები და კოლხები

23. კოლხეთის ტერიტორიაზე გავრცელებული დინოზავრები

24. ლაზური არქიტექტურა

25. რამდენი არიან ლაზები?

26. ვინ არიან ლაზები - ნაწ. I

27. ვინ არიან ლაზები - ნაწ. II

28. ვინ არიან ლაზები - ნაწ. III

29. ვინ არიან ლაზები - ნაწ. IV

30. ცხოველების სახელები ლაზურად

31. ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ

32. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში

33. იბერო-კოლხური ცივილიზაცია

34. იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები

35. კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან

36. ფაზისის აკადემია - მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი

37. კოლხეთის დედაქალაქის აიას მცირე ნაწილი აღმოჩენილია

38. კრუბერა - მღვიმეების ევერესტი კოლხეთის ტერიტორიაზე

39. თვეებისა და კვირის დღეების სახელწოდებები კოლხეთში

40. რუსი პროტოდიაკონი, ადრეი კურაევი აფხაზებს შესახებ

41. ესპანელი პოეტის ლექსი აფხაზეთის შესახებ

42. ბასკურ-კოლხური კავშირები

43. კოლხი მედეა

44. კოლხი მედეა - მედიცინის სახელმიმცემი

45. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

46. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

47. სპარტები - მიწისშობილი კოლხი მეომრები

48. აიეტი - კოლხეთის დიდებული მეფე

49. ჰეკატე - კოლხთა დიადი ქალღმერთი

50. ჰელიოსი - მზის ღმერთი და კოლხური სამეფო მოდგმის ფუძემდებელი

51. არგონავტები

52. არგო

53. ამაძონები - მეომარი კოლხი ქალები?

54. ზვიად გამსახურდია იბერო-კოლხური ევროპის შესახებ

55. უკრაინელი მკვლევარი, არტიომ ივანცოვი იბერო-კოლხური ევროპის შესახებ

56. გარდაცვალება - ქურუმად კურთხევის კოლხური რიტუალი

57. ხვამლის მთა - კოლხური მისტერიების ერთ-ერთი ეპიცენტრი

58. კირკე - დიადი კოლხი დედოფალი

59. კოლხები

60. კოლხეთი

61. მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე

62. პასიფაე - კრეტის კოლხი დედოფალი

63. მინოსი - კრეტის დიდებული მეფე

64. პრომეთე

65. ამირანი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
499
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
499
  
2019, 23 დეკემბერი, 2:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1