x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
11 დაუჯერებელი ფაქტი რუსეთის  ეკონომიკის შესახებ
image



მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდა, თავიდან ეშენებინა საკუთარი ეკონომიკა.მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს დაიმკვიდროს გლობალური ძალაუფლების მქონე ქვეყნის იმიჯი, მას მაინც უწევს თვალი გაუსწოროს ისეთ მწვავე პრობლემებს ქვეყნის შიგნით, როგორიცაა არასტაბილური ეროვნული ვალუტა, რთული დემოგრაფიული ვითარება, დაუბალანსებელი ეკონომიკა, რომელიც ძალიანაა დამოკიდებული ნავთობსა და გაზზე.

მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ 11 საინტერესო ფაქტს რუსეთის ეკონომიკის შესახებ.

1. Eurasian Daily Monitor-ის მონაცემებით რუსეთი ყოველდღიურად კარგავს 700 ადამიანს, ანუ ყოველწლიურად 250 000-ზე მეტ ადამიანს. ქალაქებში, როგორიცაა მურმანსკი, ფიქსირდება მოსახლოების 30%-ზე მეტად შემცირება. ამის მიზეზად ასახელებენ ერის დაბერების პრობლემას, დაურეგულირებელ იმიგრაციას, სახელმწიფოს მხრიდან ჯანმრთელობის დაცვის და საკვებით უზრუნველყოფის პრობლემის ვერ მოგვარებას და ა.შ.


მსგავსმა პრობლემამ, როგორიცაა მოცახლეობის რაოდენობის შემცირება, შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

p.s. ბოლო წლის განმავლობაში რუსეთმა გაამარტივა სავიზო რეჟიმი და მოქალაქეობის მიღების პროცესიც ყოფილი სსრკ ქვეყნებში დაბადებულთათვის 3 თვემდე შემცირდა...

2. რუსეთის სახელმწიფო სავალუტო რეზერვში ინახება 460 ბილიონ დოლარზე მეტი, მშპ-ს 29%-იანი სესხის დონით და 15.9 თვიური იმპორტის გადაფარვით.

ამ მონაცემების მიხედვით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი გადაიტანს რამდენიმე გლობალურ-ეკონომიკურ შოკს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მისი ეკონომიკის ზრდის მონაცემები მინიმუმამდე, 1.5 %-მდე დაეცემა.

3. გაზი და ნავთობი წარმოადგენს რუსეთის ექსპორტის 59%-ს.Reuters-ის მონაცემებით, 2017 წელს გაზის ექსპორტმა შეადგინა რუსეთის მთელი ექსპორტის 59% და ქვეყნის მთლიანი შემოსავლის 25%.

4. რუსეთის მოსახლეობის 13% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. The Irish Times -ის მონაცემებით, ადამიანების რიცხვი სიღარიბის ზღვარს მიღმა რუსეთში უტოლდება 19, 3 მილიონს.

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ სსრკ-ს მონაცემენთან შედარებით სიღარიბის დონე მკვეთრად შემცირებულია, დაახლოებით 35%-ით.

5. მოსკოვი ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოს ქალაქებს შორის მასში მცხოვრები მილიონერების რაოდენობის მიხედვით.რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს 70-ზე მეტი ბილიონერი(!!!). უმრავლესობამ ქონება დააგროვა 90-იან წლებში, როდესაც კორუფცია ყვაოდა ქვეყანაში.ოლიგარქებს დღემდე დიდი გავლენა აქვთ რუსეთის მთავრობაზე.

6. ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუბლის ღირებულება დაეცა 50%-ით.მოსკოვი ამაში აშშ-ს და მის სანქციებს ადანაშაულებს.რეალურად კი, რუბლის კრიზისი გამოიწვია ნავთობის ფასის ვარდნამ 2014 წელს და საერთაშორისო სანქციებმა (რუსეთის უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის გამო).

7. საშუალო ხელფასი რუსეთში შეადგენს 670 დოლარს.

p.s. ეს ისეთივე რეალური მონაცემებია, როგორც ის რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 800 ლარია.

8. რუსეთში არყის მოხმარება შემცირდა 50%-ით ბოლო 20 წლის განმავლობაში. ათწლეულის ბოლოს რუსებმა იყიდეს 214, 6 მლნ დეკალიტრი (1 დეკალიტრი = 10 ლიტრი) არაყი.2015 წელს მაჩვენებელი შემცირდა 100 მლნ დეკალიტრამდე, როდესაც შამპანურის შესყიდვა გაიზარდა 18, 3 მლნ დეკალიტრიდან 23, 6 მლნ დეკალიტრამდე.ანუ, რუსეთი არყიდან გადადის უფრო თანამედროვე სასმელებზე, როგორიცაა ლუდი და ღვინო.

9. რუსეთმა 2018 წელს აწარმოა 315 000 ტონა აზბესტი ( ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება, ძირითადად გამოიყენება მანქანათმშენებლობაში) .წარმოებული პროდუქტის 80% გაიყიდა საზღვარგარეთ, მათ შორის 67 ტონა შეისყიდა აშშ-მა.

ცნობისთვის, აზბესტი აკრძალულია 60-ზე მეტ ქვეყანაში.

10. რუსეთმა, 2019 წლის იანვარში, ზიმბაბვეს ბრილიანტის ინდუსტრიაში დააბანდა 267 მლნ დოლარი.ამ სფეროში მისი მთავარი კონკურენტია ჩინეთი.რუსეთის პოზიციებს აფრიკაში ამყარებს მისივე სამხედრო სფეროში წარმოების ექსპორტი და ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი რუსული კომპანიები.

11. რუსეთმა 2014 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისას ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დახარჯა 50 ბილიონი დოლარი.ამ ინვესტიციებმა გამოიღეს შედეგი 2017 წელს, როდესაც რუსეთს, კერძოდ სოჭს, ესტუმრა 6, 5 მილიონი ადამიანი. შედეგად, სოჭს დაუბრუნდა აქტიური ტურისტული ქალაქის სტატუსი.

2018 წელს რუსეთი მასპინძლობდა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატს, რომლის ჩატარებაც რუსეთს 11 ბილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა.


წყარო : https://markets.businessinsider.com/news/stocks/russia-economy-facts-2019-4-1028116037#russia-has-more-than-70-billionaires6

7
1599
2-ს მოსწონს
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
1599
  
2019, 31 დეკემბერი, 0:26
რუსეთი ერთ -ერთი მთავარი ამრევია მსოფლიოში და მისი დაწყნარება ცოტა წარმოუდგენელია მაგრამ... იქნებ,პუტინის წასვლის შემდეგ მოვიდეს ვინმე ნორმალური და დაგვიბრუნოს ტერიტორიები.უფრო მეტს მე რუსეთისგან არ მოველი) თვითონ სიღარიბეში იხრჩობიან და არც სხვას აცლიან ცხოვრებას...
2019, 30 დეკემბერი, 23:24
რუსები მდიდრები გახდებიან და მაგრად იცხოვრებენ თუ პუტინის რეჟიმი დასამარდა. ჩვენც ამოვისუნთქებთ, ეგენიც, უკრაინელებიც და დამყარდება მსვიდობა ერთხელ და სამუდამოდ ევროპაში. რა უნდა რუს იმპერიალისტებს არ მესმის. საქართველოზე 246-ჯერ დიდი ქვეყანა აქვთ და 10 სოფელს გვედავებიან ჩვენ და უკრაინას, როცა ამხელა თავისი მიწები მიუხედავი აქვთ და სიღარიბეში იხრჩობიან. დარტყმულები არიან.
2019, 30 დეკემბერი, 22:11
მადლობა,ნამდვილად არ მახსოვდა,ბილიონი თუ მილიარდი იყო)) რაც შეეხება რუსეთს,მეც ასე მგონია,მთავრობის შეცვლას ველოდები)
2019, 30 დეკემბერი, 16:07
ბილიონი ქართულად მილიარდია* :) და რაც შეეხება ჩვენს დაუძინებელ მტერს - წასულია მაგის საქმე :) დროის ამბავია როდის მორჯულდება, დაიწყებს თანამშრომლობას დასავლეთთან და წაიღებს თავის აღიარებას და შეწყვეტს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას.
2019, 25 დეკემბერი, 3:09
გსურთ აღმოჩნდეთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2019, 23 დეკემბერი, 17:39
ნამდვილად ასეა
2019, 23 დეკემბერი, 17:18
რუსეთში არა მარტო 90-იან წლებში ჰყვაოდა კორუფცია, არამედ ეხლაც პიკზეა.
0 1 7