x
image
რუსუდან ნადირაშვილი
"არაფერი არ გახსნილა" -- შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი რუსული კულტურის ცენტრზე
image


თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსული ინტერესების სექციაში კატეგორიულად უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმციას დიპლომატიურ მისიასთან რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ. ამ ინფორმაციას სააგენტო Sputnik Грузия ავრცელებს. მედიასაშუალებას მოჰყავს სექციის თანამშრომლის ციტატა:

.

"არაფერი არ გახსნილა, ამის შესახებ ინფორმაცია ადრეც გავრცელდა, " - აცხადებს Sputnik Грузия-ს რესპოდენტი, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ცენტრის სავარაუდო გახსნის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყებამაც უარყო.


.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე „ჟურნალისტებთან არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნა.


"შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ინტერესების დეპარტამენტში არანაირი რუსული ცენტრი არ გახსნილა. შეგიძლიათ თავადაც გადამოწმოთ“- განაცხადა აბაშიძემ.


ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე ამბობს, რომ თბილისში რაიმე ახალი კულტურის ცენტრი არ გაიხსნება. ანდრეი რუდენკომ ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

.

„რაიმე ახალი არ გაიხსნება. ასეთი ცენტრები თბილისში დიდი ხნის წინ ამოქმედდა და მუშაობდა მშვიდად ამ ხნის განმავლობაში. ახალი არაფერი გაიხსნება, ამიტომ ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს“, – განაცხადა რუდენკომ.

.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0