x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
კვირა - ქართული მითოლოგია
კვირა - ქართული მითოლოგია


კვირა, კვირე, იგივე კვირია ერთ-ერთი უძველესი ქართული მითოლოგიური სახეა. მორიგე ღმერთის ძე, ღვთისშვილი, მისი ნასახი, დევთა და ქაჯთა რისხვა, ხმელეთის მოურავი. ამ ძლიერი ღვთაების კულტი უფრო ფშავ-ხევსურეთსა და სვანეთში შემორჩა ("მეორე სანთელ-ჭიქა-ბარძიმითა შენ გადიდას, გაგიმარჯოს, დიდო კვირეა", ხევს.). წარმართულ სვანურ სიმღერებში ისმის მხოლოდ ცალკეული სიტყვები: "კვირიაო, ეი-ვოი, ჰე!" გადმოცემით, ძველი სარწმუნოებრივი სიმღერაა. ახალწლის კვირაძალზე - წინა ორშაბათს, მამაკაცთა გუნდი დადის კარდაკარ, ჰიმნს გალობს, უმღერის კვირიას, ახსენებს მიცვალებულებს და "ელია ლირდეს" (ელია სიცოცხლისა).


კვირია,  კვირა,  იგივე კვირე


მისამღერით გადადის სხვა სახლში. ეს მიმართვა - სიცოცხლე, უთუოდ გულისხმობს, რომ კვირიამ მიცვალებულებს შეუნდოს, ცოცხლებს კი დღეგრძელობა მიანიჭოს. კვირადღესთან და ორშაბათთან (მთვარის დღესთან) ისიც უდავოდ სინათლის ღვთაებაა, იმედი, ჰიმნი, ლილესა და რიჰოს სახესხვაობა. სიტყვის მნიშვნელობა სხსნიან ხევსური მთქმელები და ჩამწერები: ღმერთის მოადგილე, ანგელოზი (ხალხ. პოეზია, VI, 341), მორიგე ღმერთის თანაშემწე, იახსარის მონათესავე. კვირას საკულტო ადგილი იყო სოფელი ატაბე.



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0