x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
თავფარავნელი ჭაბუკი - ქართული მითოლოგია
თავფარავნელი ჭაბუკი - ქართული მითოლოგია


თავფარავნელი ჭაბუკი ქართული მითოლოგიური სახეა, სიყვარულისთვის თავდადებული ვაჟკაცი, რომელიც თავისი მოქმედებითაც და სიმბოლიკითაც აშკარა ორეულია ბერძნული მითოლოგიური გმირის - ლეანდრესი. ჰეროს და ლეანდრეს (Hero and Leander) ბალადა ჯერ ოვიდიუსმა (ძვ.წ. I ს.) უკვდავყო, მერე შილერმა და შუა საუკუნეების მრავალმა ავტორმა. ბევრმა მხატვარმა დაამუშავა. ლეანდრემ ჰელენსპონტი უნდა გადაცუროს, აბიდოსთან ჰერო ელოდება. შუქი ქრება, ვაჟი იხრჩობა. მებადური გვამს გამოიტანს, ქალი დასტირის და თავს იკლავს.


თავფარავნელი ჭაბუკი - ქართული მითოლოგია


დაახლოებით ასევეა ქართულ ბალადაში, რაც მთელი პოემის სახითაცაა დამუშავებული, ია კარგარეთელის ტექსტის სახით, რაც ხალხურს შორდება. ჭაბუკმა აქაც ზღვა უნდა გადაცუროს ("ზღვა ჰქონდა წინათ სავალი, გასვლას შიგ არა ზარობდა"). უცხოურ ბალადაში შუქურას ქარიშხალი აქრობს, ქართულ ვერსიაში კი ავგული დედაბერი: ქალი ანთებდა სანთელსა, სანთელი კელაპტარობდა, ერთი ავსული ბებერი აქრობდა, აბეზარობდა. ჭაბუკს ცალი ხელით გელაზი მიაქვს - უძველესი სიმბოლუი სახე. ცალი ხელით კი ნიავქარობს, მაგრამ აქაც იმძლავრა ქარიშხალმა. ვაჟი იღუპება და დილით ლეშს ყორანი აზის. ქართულ მითს დამოუკიდებელი სახე აქვს.



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


თავფარავნელი ჭაბუკი - ქართული მითოლოგია



"თავფარავნელი ჭაბუკი" ქართული ხალხური ბალადა


თავფარავნელი ჭაბუკი ასპანას ქალსა ჰყვარობდა,

ზღვა ჰქონდა წინად სავალი, გასვლას შიგ არა ზარობდა.

ქალი ანთებდა სანთელსა, სანთელი კელაპტარობდა,

ერთი ავსული ბებერი ვაჟისთვის ავსა ლამობდა,

სარკმელზე ანთებულ სანთელს აქრობდა, აბეზარობდა,

თან ამას ეუბნებოდა - წინადაც ეგა გყვარობდა!

ვაჟი მიანგრევს ტალღებსა, გულ-მკერდი არა ჩქამობდა.

ცალ ხელით დოლაბი მიაქვს, ცალ ხელით ნიავქარობდა,

ზღვის გაღმა ერთი სანთელი, გამოღმა კელაპტარობდა,

ღამე ჩამოდგა წყვდიადი, უკუნს რამესა ჰგვანობდა,

ტალღა ტალღაზე ნაცემი ვაჟის ჩანთქმასა ლამობდა.

დალკარგა ფონი, შეშჭირდა, მორევი ბობოქარობდა,

გათენდა დილა ლამაზი, კეკლუცის თვალებს ჰგვანობდა,

წყალსა დაეხრჩო ჭაბუკი, ჭოროხზე ეგდო, ქანობდა,

წითელი მოვის პერანგი ზევიდან დაჰფარფარობდა,

ლეშს დასჯდომოდა ზედ ორბი, გულს უგლეჯავდა ხარობდა.


წყარო: ვახტანგ კოტეტიშვილი. "ხალხური პოეზია. 1961.გვ. 29-30.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (მეორე ნაწილი)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
1526
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1526
  
2019, 13 დეკემბერი, 2:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1