x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება აქტიურ ფაზაში შევიდა

image

"გამოძიება "საქართველო-რუსეთის" ომზე აქტიურ ფაზაში გადავიდა, გამოძიების დასრულება და გამოძიების მიერ გაკეთებული დასკვნა კი სავარაუდოდ მომავალი წლის ბოლოსთვის დაიდება, რადგან საგამოძიებო მასალაა ძალიან დიდი მოცულობის"-განაცხადა ჰააგის საერთაშიროსო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა, ქალბატონმა ფატუ ბენსუდამ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, ქალბატონ თეა წულუკიანთან შეხვედრისას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, "შეხვედრისას ქალბატონმა წულუკიანმა ჰააგის სასამართლოს პროკურორთან ისაუბრა 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ისაუბრა რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე და რუსეთის მიერ ჩატარებულ ეთნოწმენდაზე, რომლის გამოც ათეულ ათასობით ქართველი საკუთარ სამშობლოში იქცა დევნილად. ქალბატონმა წულუკიანმა ასევე ისაუბრა პროკურორთან, ქალბატონ ბენსუდასთან სრულფასოვანი გამოძიების აუცილებლობაზე და ისაუბრა იმაზე თუ როგორ ელის საქართველო გამოძიებისგან კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება და დაისაჯნონ დამნაშავეები".
ქალბატონმა წულუკიანმა პროკურორთან შეხვედრა ჩაატარა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მეთვრამეტე ასამბლეის ფარგლებში, რომელშიც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც ადრე EADaily, იტყობინებოდა, ჰაგის სისხლის სამართკის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ "2008 წელს ცხინვალის რეგიონში რუსული მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულები იყო გეგმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური ქართველების გამოდევნას".

0
186
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
186