x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არწივი მითოლოგიაში
არწივი მითოლოგიაში


არწივი (ბერძნულად Aetos. Aemi - ქროლა, სრბოლა, ლივლივი - სწრაფი, ქროლისთვის; ლათინურად aquilo. სხვაა aquilo ჩრდილოეთის ქარი, ბორეასი; ქარის ღმერთი) - ძველ ხალხთა წარმოდგენაში მზის, შუქისა და ძლიერების სიმბოლო იყო. სამხედრო ძალის სიმბოლოდ პირველად სპარსელებმა აქციეს. ბერძენთა არწივს ზევსისთვის მიჰქონდა ისრები, რომელთაც ოლიმპოს მბრძანებელი ტიტანებს (გიგანტებს) სტყორცნიდა. საერთოდ, ძლიერების, გამარჯვების, ნაყოფიერების სიმბოლო იყო, ზევსის მრჩეველი და მსახური. რომაელებმა ეტრუსკებისაგან გადაიღეს და იმპერატორთა ძალაუფლების სიმბოლოდაც შეინარჩუნეს. მისნობაში არწივი კეთილ მაუწყებლად ითვლებოდა. ასევე სიკეთეს განასახიერებდა ქრისტიანულ სიმბოლიკაში. რომის ლეგიონებს ჰქონდათ კვერთხი არწივის გამოსახულებით და გამოსარჩევი ნიშნებით, ზუჩზე და სხვ.; პოეტურ ხელოვნებაშიც ძლიერების ლაჟვარდების სიმბოლოა.


არწივი მითოლოგიაში


1. ზევსის ფრინველი (დიოს პტენოს კიონ - ესქ.), მისი მარჩენალი ყრმობის დროს, მეხისა და იარაღის მტარებელი ბრძოლისა და მეუფების ჟამს. მისი მხლებელი და ძლიერების სიმბოლო, ბატონობის ნიშანი. სურათებზე მის ფერხთით დგას ან მეხს ტყორცნის, განიმედს იტაცებს ცაში (ესქ. სოფ. ევრ. და სხვ.). კლასიციზმის ცნობილმა დიდოსტატმა ბერტელ თორვალდსენმა შექმნა მარმარილოს ჯგუფი "განიმედი ფიალიდან ასმევს ზევსის არწივს" - კლასიც. იდეალი (1817);


2. ღრუბლიდან რომ მოფრინავს და პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნის ყოველ დილას. სხვა გაგებით, ეს არაა ჩვეულებრივი არწივი, არამედ ურჩხული არწივია - ექიდნისა და ტიფონის ნაშიერი, ჰარპიებისა და სფინქსთა თანაბარი ძალისა. ეს არაა ჩვეულებრივი არწივი. არგონავტიკაში ეს ავი ფრთოსანი ყველაზე ნათლადაა აღწერილი:


არწივი მითოლოგიაში


"შავი ღრუბლიდან გამოფრენლმა სტვენა-შხუილით გააპო სივრცე

მაგრამ ატეხა ისეთი ქარი, რომ იალქნები დაბერა დაბლა

ზევსის არწივი მკერდს უკორტნიდა, იტანჯებოდა, გმირავდა ღმერთი

სივრცეს სერავდა იმისი კვნესა და ირყეოდა კავკასიონი." (2, 1250-60).


აპოლონიოს როდოსელის გაგებით ესაა იგივე ზევსის არწივი. ჰერაკლემ ის ზევსის ნებათვით მოკლა. მხოლოდ ამის შემდეგ გაუმხილა პრომეთემ ზევსს ის საიდუმლო, რაც ოლიმპოს მბრძანებელს მოსვენებას არ აძლევდა. (ესქილე. განთავისუფლებული პრომეთე).


არწივი მითოლოგიაში


ყველა დროისა და ხალხის მითოლოგიაში ჰყავს არწივს კეთილი თუ ბოროტი (უფრო კეთილი) ნათესავი. შუმერთა უძველეს თქმულებაში - ბუმბერაზი არწივი ანზუდი, რომელიც მიუვალ მთებში მოხეტიალე გმირს ლუგალბანდას იხსნის. "ათას ერთი ღამის" რუხი, რომელიც სინდბადს გადაარჩენს, კავკასიური ფასკუნჯი, რომელიც ქვესკნელიდან ამოიყვანს მზეჭაბუკს.

არწივი აღმოსავლეთის ქვეყნებშიც სამეფო ძლიერების სიმბოლო იყო (ბაბილონი, სპარსეთი).

რომში ძვ.წ. 100 წელს მარიუსმა რომაული არმიის სიმბოლოდ შემოიღო ვერცხლის არწივი. შუა საუკუნეებშიც და დღემდეც გერბთა სამკაულია ჰერალდიკაში. ასევე არის ერთ-ერთი ხომლი.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.






კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
324
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
324
  
2019, 3 დეკემბერი, 2:50
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1