x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში ქალაქ ტაგანროგთან ბუნებრივი კატაკლიზმა მოხდა, ზღვამ 100 მეტრით დაიხია უკან

image ტაგანროგი სამრეწველო ქალაქია დონის-როსტოვის ოლქში, სამოქალაქო დანიშნულების მრეწველობასთან ერთად კარგადაა განვითარებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოება.
თუმცა ახლა ამაზე არ გვექნება საუბარი. საუბარი გვექნება ბუნებრივ კატაკლიზმაზე, რაც მოხდა აზოვის ზღვის ტაგანროგის ყურეში-ზღვამ მთელი 100 მეტრით დაიწია უკან, მეცნიერები ამას მთვარის ფაზებს ანუ მიქცევა-მოქცევას ან მდინარეების დონის და ყუბანის ნაწილობრივ ჩაკეტვას და წყლის ნაკადის რაოდებობის შემცირებას არ უკავშირებენ.
მათი თქმით აღნიშნული მოვლენა გამოიწვია ძლიერმა ქარმა, რომელიც საკმაოდ ხშირია ამ ქალაქში, თუმცა მსგავსი მოვლენა სულ რამდენიმეჯერაა დაფიქსირებული.
ბუნებრივია გაგიჩნდებათ კითხვა თუ სად წავიდა წყლის ასეთი მოცულობა?
ვფიქრობ გაიგებდით უკრაინაში "კირილოვკას" დატბორვაზე. აზოვის ზღვის ეს ნაწილი ქერჩის სრუტის გავლით შეუერთდა შავ ზღვას და ჯერჯერობით არავის შეუძლია დაზუსტებით იმის თქვმა თუ როდის დაიწყება მოქცევა და აზოვის ზღვა დაუბრუნდება ტაგანროგის წყლისგან დაცარიელებულ ყურეს.
მანამდე კი ტაგანროგელი ექსტრემალები სარგებლობენ ზღვის ფსკერის გამოჩენით და "ოფროუდს" აწყობენ, თუმცა ჯერ კიდევ ზღვის წყლით გაჯერებულმა ქვიშამ ვერ შეიმაგრა მანქანები და ისინი სანახევროდ ქვიშიან ორმოებში აღმოჩნდნენ.
ტაგანროგის საზღვაო პორტის გემმისადგომი ჰაერში აღმოჩნდა გამოკიდებული, ისევე, როგორც ნავების და კატარღების მისადგომები.
image
imageimageimageimage imageimageimage
image imageimage













0
784
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
784