x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"კონტრაცეფციის კრიზისი“: რატომ ღირს პრეზერვატივები ვენესუელაში 169 დოლარი?

image


ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ფაქტია, რომ კონტრაცეფცია, რომელიც დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების საშუალებას იძლევა, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ერთგვარ ფუფუნების საგანს წარმოადგენს!


image


განსაკუთრებით კი, ეს ვენესუელის მოქალაქეებს ეხება. პირველ რიგში, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შეძენა ხელმიუწვდომელი სწორედ მათთვის აღმოჩნდა. დღესდღეობით, ვენესუელაში საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც ყველაფერზე აისახება, მათ შორის კონტრაცეპტივებზეც. ქვეყანაში მათზე მოთხოვნა მიწოდებას ბევრად აღემატება. ამიტომ, ფასები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე ყოველ 26 დღეში მნიშვნელოვნად იზრდება.



image


ოდესღაც, ვენესუელელებს კონტრაცეპტული აბებისა და პრეზერვატივების შეძენის პრობლემა საერთოდ არ ჰქონდათ. მათი ყიდვა ნებისმიერ სახელმწიფო საავადმყოფოში მისაღებ ფასად იყო შესაძლებელი. თუმცა ამჟამად, სახელმწიფოს კონტრაცეფციის შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვს, შესაბამისად, ქვეყანაში არც მისი იმპორტი ხორციელდება.


image


ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ვენესუელაში ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მარაგი 90% -ით შემცირდა, რამაც მათზე ფასების კატასტროფული ზრდა გამოიწვია. მაგალითად დღესდღეობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ერთი შეკვრა პრეზერვატივის ღირებულება 1, 687, 88 ვენესუელურ ბოლივარს შეადგენს (დაახლოებით 169 აშშ დოლარ). არსებულ სიტუაციაში მნიშვნელოვანი როლი ჰიპერინფლაციამაც შეასრულა, რაც ვენესუელის ეკონომიკის 39%-იან ვარდნასთან არის დაკავშირებული. დღევანდელი მონაცემებით, ერთი შეკვრა კონტრაცეპტივის ღირებულება ხელფასის მეოთხედს ან თითქმის ნახევარს უტოლდება.


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პრეზერვატივები შავ ბაზარზეც იყიდება, თუმცა, მისი ფასი იქ კიდევ უფრო მაღალია.


image


ვენესუელელი ქალები იძულებულები არიან არასასურველი ორსულობისგან თავი, ჩასახვის ხელსაყრელი დღეების გამოთვლით თავად დაიცვან. ზოგიერთი მათგანი კი, ბევრად უფრო რადიკალურ ზომაზე მიდის და არც სტერილიზაციაზე ამბობს უარს.



0
1695
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1695