ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.
წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს.
ვტკბებით კინო მოყვარულები- ძლიერი, საყვარელი და უბრალოდ სასიამოვნო სანახავი ფილმებით, ამ დროს კი წარმოდგენა არ გვაქვს, მსახიობებმა თუ რეჟისორმა რამდენი დრო, ენერგია და შრომა ჩადეს თითოეული ეპიზოდის გადაღებისას.
კინო მართლაც ღრმა და საოცარი მიმართულებაა ხელოვნებაში. მას შეუძლია მოგვითხროს არა მხოლოდ თანამედროვეობის, ცხოვრების, ისტორიისა და ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე აქტუალური პრობლემების შესახებ, არამედ შეიცავს ცნობებს ფერწერის ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ მაგალითებზე.
ზოგჯერ, ფილმის გადაღების პროცესი იმდენად დამღლელია მსახიობებისთვის, რომ ყველას აქვს თავისი მეთოდი მონახოს გზა, რომლის საშუალებითაც ცოტა მოდუნდება და განიმუხტება დაღლილობისგან. გაგიკვირდებათ და მსახიობების ზოგი მათგანი სასმელში პოულობს შვებას.
წარმოგიდგენთ 5 ვარსკვლავს, რომლებიც ფილმის გადაღების პროცესში მთვრალები იყვნენ და ფილმის გარკვეულ ეპიზოდებშიც, რა თქმა უნდა.
1. მარტინ შინი -
"აპოკალიპსის დღე" -1979 წელი.
ლეგენდარული ფილმი "აპოკალიპსის დღე" ნამდვილი გამოცდა იყო როგორც მსახიობებისთვის, ასევე რეჟისორისთვის. ფრენსის ფორდ კოპოლამ წონაში 30 კგ დაიკლო, ხოლო მარტინ შინს გულის შეტევა დაემართა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც იღებდა ალკოჰოლს ფილმის გადაღებების დროს. მისი პერსონაჟის ყველა გამოსვლა იყო მისი იმპროვიზაცია.
2.
ბრედ პიტი და ედვარდ ნორტონი -
"მებრძოლთა კლუბი" - 1999 წელი.
დევიდ ფინჩერმა ფილმი "მებრძოლთა კლუბის" სახით დიდი შედევრი გვაჩუქა. ყველაზე ნათელი ეპიზოდის მომენტში ტაილერ დერდანთან საუბრის დროს ბრედიც და ნორტონიც მთვრალები იყვნენ, რეჟისორმა იმარჯვა მომენტი, მიმართა კამერა, უცებ დაწერა სიტყვები და საათის მანძილზე იღებდა მათ. ეპიზოდი მართლაც სასწაული გამოვიდა.
3. ბილი ბობ ტორნტონი -
"ცუდი სანტა" - 2003 წელი.
უნდა აღვნიშნოთ ფაქტი, რომ ფილმი "ცუდი სანტა" ისეთი კარგი არ იქნებოდა, რომ არ ეთამაშა მთავარი როლი ბილი ბობ ტორნტონს.
4. ნატალი პორტმანი და
მილა კუნისი -
"შავი გედი" - 2010 წელი.
შესაძლოა ჭორია, მაგრამ როგორც რეჟისორი დარენ არანოფსკი ამბობს, მილას და ნატალის ერთი ბოთლი ტეკილას დალევა დასჭირდათ იმისათვის, რომ ფილმში პიკანტური როლები შეესრულებინათ. გადაღებების დროს ისინი უკვე მთვრალები იყვნენ.
5. მარგო რობი - "უოლ-სთრითის მგლები" - 2013 წელი.
მარგო რობის არ ეყო გამბედაობა ლეონარდო დიკაბრიოსთან ერთად ფილმში "უოლ-სთრითის მგლები", ეროტიკული სცენები შეესრულებინა, ამიტომ მან სამი ჭიქა ტეკილა დალია სითამამისთვის.
იხილეთ აგრეთვე: