საზოგადოება რატომ არ შეიძლება თვითმფრინავში ფეხსაცმლის გახდა? 2019, 20 ნოემბერი, 19:35 თუ თქვენ თვითმფრინავით ხშირად გიწევთ მგზავრობა, გეცოდინებათ, რომ ფრენას თან ახლავს „ყურების დაგუბება“, გემოს შეგრძნებების ცვლილება და, რაც ყველაზე მეტ დისკომფორტს ქმნის - ფეხების შეშუპება...
ფეხების შეშუპების მიზეზი წნევის ცვალებადობა და რამდენიმე საათის მანძილზე გაუნძრევლად ჯდომაა, რასაც სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ვენებში სისხლის დაგუბება მოჰყვება.
ამიტომ ბევრი მგზავრი ფეხსაცმელს იხდის, რათა შვება იგრძნოს. გამოცდილი სტიუარდესები კი გვაფრთხილებენ, რომ ჯობია, ფეხსაცმლის გახდას მოვერიდოთ, რადგან ფრენის დასრულებისას კვლავ ჩაცმა ძალიან გაგვიჭირდება. კიდევ ერთი, ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ფეხზე არ უნდა გაიხადოთ - გარშემო არსებული უამრავი მიკრობია! „ალბათ, ბევრჯერ გინახავთ, როგორ მოძრაობენ თვითმფრინავის სალონში ადამიანები ფეხსაცმლის გარეშე და წარმოდგენა არ აქვთ, რომ თვითმფრინავი მიკრობებით არის სავსე. გახსოვდეთ, თვითმფრინავის სალონის ხალიჩებს მხოლოდ ადგილზე წმენდენ, თანაც მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია. მაგალითად, თუ ბორტგამცილებელს წვენი დაეღვრება ან კერძით სავსე თეფში დაუვარდება, ის აუცილებლად მოაცილებს ლაქას, თუმცა ხალიჩის დეზინფიცირებას ვერ მოახერხებს. ამას გარდა, ზოგჯერ შეიძლება, ძირს დავარდნილი ჭურჭელი გატყდეს და არსებობს ფეხის დაზიანების შანსი“, - ამბობს ბორტგამცილებელი ლინდა ფერგიუსონი. 436 1-ს მოსწონს 1-ს არა
|