x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138434
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
შსს-მ დაადგინა მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ დედოფლისწყაროში 16 წლის ბიჭი იმსხვერპლა
image


შსს-მ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლის ვინაობა დაადგინა. მოკვლევა საგზაო კამერების ჩანაწერების საფუძველზე განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, მძღოლი გამოკითხვაზე უკვე გამოცხადდა. მისი ბრალეულობის დასადგენად, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას დაელოდება. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში წუხელ მოხდა. შემთხვევის შედეგად, 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტზე, საქმე სსკ 276-ე მუხლითაა აღძრული, თუმცა დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის. საქმისათვის მნიშვნელოვანია, მეორე მოზარდმა შემთხვევის დეტალები გაიხსენოს“ - განმარტეს სამინისტროში.


თვითმხილველების განმარტებით, შეჯახება ცენტრალურ მაგისტრალზე გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივებმა შეჯახების ხმა დაახლოებით 12 საათისთვის გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.



დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, გარდაცვლილია მოპედის მძღოლი, 16 წლის ზურა მარტყოფლიშვილი. სხეულის დაზიანებები მიიღო სკუტერის კიდევ ერთმა მგზავრმა, რომელიც მისი თანაკლასელია. ორივე მათგანი სოფელ გამარჯვების მკვიდრია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟმა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველებმა ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მეორე მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


„გზაზე მივდიოდით და თვალებში რაღაცამ მოგვანათა, შემდეგ არაფერი აღარ მახსოვს... გზის მეორე მხარეს მიპოვეს“ - ამბობს დაშავებული მოზარდი.


დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. „მას ფეხის ტრამვა ჰქონდა, ჭრილობა დავამუშავეთ და უკვე გავწერეთ. მეორე ახალგაზრდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“ - განაცხადა ზურიკაშვილმა.


ამ ეტაპზე უცნობია, რას შეეჯახა სკუტერი. თუმცა, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სკუტერი ნაწილებად დაიშალა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მას გამვლელი მანქანა დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ ვარაუდს ისიც ამძაფრებს, რომ ირგვლივ შეჯახების კვალი არაფერს ეტყობა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა გამოძიება ერთერთ ვერსიად სწორედ ავტომობილის შეჯახებას განიხილავს, რომლის მძღოლიც მიიმალა.


image

0
774
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
774
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0